უკრაინა დსთ-დან გამოდის. Liga.net-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არამარტო დსთ-ს თავმჯდომარეობის შეჩერების, არამედ ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესის დაწყების თაობაზე", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, ანდრე პარუბიმ.
უფრო ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი პერებიინისმა განაცხადა, რომ უკრაინა წყვეტს დსთ-ს თავმჯდომარეობას 2014 წელს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
მომზადებულია Liga.net-ის მიხედვით.