მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამთილმა საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა..."
"მამამთილმა საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა..."

ბოლო დროს გახ­შირ­და მკვლე­ლო­ბე­ბი ან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ცოლ­ქმრუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ნი­ა­დაგ­ზე. ამი­ტო­მაც ამ სა­კი­თხზე ერთ ახ­ლო­ბელ ფსი­ქო­ლოგს ვთხო­ვე კონ­სულ­ტა­ცია, იქ­ნებ გა­მარ­კვიო, რა გა­ნა­პი­რო­ბებს ქმრე­ბის ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქცე­ვას, მე­ტიც, სა­დიზმს-მეთ­ქი? უამ­რა­ვი მი­ზე­ზი გა­ნი­ხი­ლა, გა­უ­წო­ნას­წო­რებ­ლო­ბა, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, კომ­პლექ­სე­ბი, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არას­წო­რი აღ­ზრდის შე­დე­გია და ვინ მოთ­ვლის კი­დევ რა. შემ­დეგ ერთ ქალ­ზე მი­თხრა, ჩემი პა­ცი­ენ­ტი იყო, ქმარ­მა და მა­მამ­თილ­მა ჯერ კი­ნა­ღამ ჭკუ­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი მე­უღ­ლე კლავ­და და დე­დამ­თილ­მა გა­და­არ­ჩი­ნაო. ბო­ლოს დას­ძი­ნა, შე­საძ­ლოა მო­გიყ­ვეს თა­ვის ტრა­გე­დი­ას, ვეც­დე­ბი, შე­გახ­ვედ­როო.

ჩვენს რეს­პონ­დენტს პი­რო­ბი­თად ნა­ნას და­ვარ­ქმევ. დამ­თან­ხმდა, მისი დრა­მა­ტუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მო­ე­თხრო. რო­გორც ნანა ამ­ბობს, მისი ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ავ­ხორ­ცი მა­მამ­თი­ლი და სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის ქმა­რი იყო, რო­მელ­საც ბო­რო­ტი მამა და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი რძლის მი­მართ მტრუ­ლად გა­ნა­წყობ­და და ცდი­ლობ­და, შვი­ლი ისე წა­ე­ქე­ზე­ბი­ნა, რომ ცო­ლის­თვის სი­ცო­ცხლე გა­ემ­წა­რე­ბი­ნა.

ნანა: - ჩემი ტრა­გე­დია გა­თხო­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო, პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი და დი­დად არ გან­მის­ჯია, რო­გო­რი ფსი­ქი­კა ჰქონ­და ჩემს ქმარს. ძა­ლი­ან თბი­ლი და ალერ­სი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და მეც ჩავ­თვა­ლე, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი, ვის­თა­ნაც ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. მა­შინ არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, რომ ეჭ­ვი­ა­ნი იყო, იო­ლად ექ­ცე­ო­და სხვი­სი ნათ­ქვა­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ და სწრა­ფად ფეთ­ქდე­ბო­და - რო­გორც კი რამე ეწყი­ნე­ბო­და, ბუნ­ჩუ­ლა ბიჭი სა­დის­ტი ხდე­ბო­და.

- რა აცო­ფებ­და?

- ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. ჩემი მა­მამ­თი­ლი გეს­ლავ­და.

- მა­მამ­თი­ლი რას გერ­ჩო­დათ?

- ავ­ხორ­ცი იყო, მე­ქალ­თა­ნე, და ჩემ­თა­ნაც მო­ინ­დო­მა ბინ­ძუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა.

- ეს გი­თხრათ თუ რა­ი­მე საქ­ცი­ე­ლით გა­ნიშ­ნათ?

- არც სი­ტყვით მომ­რი­დე­ბია და არც ქცე­ვით. სულ მო­მენტს ეძებ­და, რომ რო­გორ­მე და­ვე­მარ­ტო­ხე­ლე­ბი­ნე. მე რომ მე­გო­ნა, შინ მარ­ტო ვი­ყა­ვი, მო­ვარ­დე­ბო­და და იწყებ­და ბღლარ­ძუნს. გავ­რბო­დი სახ­ლი­დან და მე­ზო­ბელს ვა­ფა­რებ­დი თავს.

- მე­ზო­ბე­ლი არ და­ინ­ტე­რეს­და, ბევ­რჯერ რომ მი­ა­დე­ქით აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი?

- გა­ვუმ­ხი­ლე ჩემი გა­ჭირ­ვე­ბა. მას რაც შე­ეძ­ლო, იმით მეხ­მა­რე­ბო­და, რომ მი­ფა­რებ­და დე­დამ­თი­ლის ან ქმრის მოს­ვლამ­დე, ან სახ­ლში გა­მომ­ყვე­ბო­და ხოლ­მე. ხვდე­ბო­და ჩემი მა­მამ­თი­ლი, რომ ვერ მო­მი­ხელ­თებ­და და მე­მუქ­რე­ბო­და, ოჯახს მა­ინც და­გინ­გრევ, შენს ქმარს გა­მო­ვაჭ­რე­ვი­ნებ შენ­თვის ყელ­სო.

ის ქალი, რო­მე­ლიც მმ­ფარ­ვე­ლობ­და, სა­სა­მარ­თლო­შიც და­მიდ­გა გვერ­დით, თქვა, მა­მამ­თი­ლი ძა­ლა­დო­ბას რომ ცდი­ლობ­და, იმი­ტო­მაც გავ­რბო­დი მას­თან, რო­გორც მხსნელ­თან. ჭკვი­ა­ნი ქალი იყო. ჩემს მა­მამ­თილს შეხ­ვდა თურ­მე სა­დღაც, ეჩხუ­ბა, გა­რე­წა­რი ეძა­ხა და თან მისი ნა­ლა­პა­რა­კე­ვი ჩა­ი­წე­რა. ეს ჩა­ნა­წე­რი დაგ­ვეხ­მა­რა, რომ პა­სუ­ხი მხო­ლოდ ჩემს ქმარს კი არ აგე­ბი­ნეს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, მა­მამ­თი­ლიც გვერ­დით მი­უს­ვეს წა­ქე­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ცი­ხი­დან ვერც გა­მო­ვი­და ცო­ცხა­ლი, რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა შე­ე­ყა­რა და მოკ­ვდა. ჩემი ქმა­რი კი ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და, პა­ტი­ე­ბა მთხო­ვა. ვკი­ო­დი, გა­ეთ­რიე, ცხოვ­რე­ბა ისე და­მინ­გი­რიე, რომ შენ კი არა, სხვა კა­ცის და­ნახ­ვაც არ მინ­და-მეთ­ქი.

- რო­გორ გა­და­ურ­ჩით სიკ­ვდილს?

- იმ დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი შინ. მა­მამ­თი­ლი სო­ფელ­ში იყო წა­სუ­ლი და არ ვე­ლო­დე­ბო­დით. მეც მშვი­დად ვი­ყა­ვი, თან მე­ო­რე ბავ­შვზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად და სულ მე­ძი­ნე­ბო­და. რომ მო­სუ­ლა, სა­ძი­ნე­ბელ­ში მარ­ტო და­მი­ნა­ხა თუ არა, მეძ­გე­რა. შიშ­მა უზარ­მა­ზა­რი ძალა მომ­ცა, სა­წოლ­თან, ტუმ­ბო­ზე მძი­მე ვაზა იდგა, ავი­ღე და ჩა­ვარ­ტყი. გა­ვე­ქე­ცი და მე­ზო­ბელ­თან შეს­ვლა და­ვა­პი­რე, მაგ­რამ კარი ჩა­კე­ტი­ლი დამ­ხვდა. ტე­ლე­ფონს ვეცი და მე­ზო­ბელს და­ვუ­რე­კე, ამა­სო­ბა­ში ის არა­კა­ცი გონს მო­ვი­და. მე­ზო­ბელ­მა გა­რე­დან ატე­ხა კარ­ზე ბრა­ხუ­ნი და ჩემს მა­მამ­თილს ეძახ­და, კარი გა­ა­ღე, თო­რემ პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვუ­ძა­ხებ და ყვე­ლას ვე­ტყვი, ვინც ხარო. მა­ნაც გა­ა­ღო კარი და გა­იქ­ცა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მამამთილმა საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა..."

"მამამთილმა საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა..."

ბოლო დროს გახშირდა მკვლელობები ან მკვლელობის მცდელობა ცოლქმრული პრობლემების ნიადაგზე. ამიტომაც ამ საკითხზე ერთ ახლობელ ფსიქოლოგს ვთხოვე კონსულტაცია, იქნებ გამარკვიო, რა განაპირობებს ქმრების ასეთ არაადეკვატურ ქცევას, მეტიც, სადიზმს-მეთქი? უამრავი მიზეზი განიხილა, გაუწონასწორებლობა, ფსიქიკური აშლილობა, კომპლექსები, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორი აღზრდის შედეგია და ვინ მოთვლის კიდევ რა. შემდეგ ერთ ქალზე მითხრა, ჩემი პაციენტი იყო, ქმარმა და მამამთილმა ჯერ კინაღამ ჭკუაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი მეუღლე კლავდა და დედამთილმა გადაარჩინაო. ბოლოს დასძინა, შესაძლოა მოგიყვეს თავის ტრაგედიას, ვეცდები, შეგახვედროო.

ჩვენს რესპონდენტს პირობითად ნანას დავარქმევ. დამთანხმდა, მისი დრამატული თავგადასავალი მოეთხრო. როგორც ნანა ამბობს, მისი ოჯახური ტრაგედიის მიზეზი ავხორცი მამამთილი და სუსტი ნებისყოფის ქმარი იყო, რომელსაც ბოროტი მამა დაუმორჩილებელი რძლის მიმართ მტრულად განაწყობდა და ცდილობდა, შვილი ისე წაექეზებინა, რომ ცოლისთვის სიცოცხლე გაემწარებინა.

ნანა: - ჩემი ტრაგედია გათხოვებიდან მალევე დაიწყო, პატარა გოგო ვიყავი და დიდად არ განმისჯია, როგორი ფსიქიკა ჰქონდა ჩემს ქმარს. ძალიან თბილი და ალერსიანი შეყვარებული იყო და მეც ჩავთვალე, რომ ის იყო ერთადერთი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. მაშინ არ დავკვირვებივარ, რომ ეჭვიანი იყო, იოლად ექცეოდა სხვისი ნათქვამის ზეგავლენის ქვეშ და სწრაფად ფეთქდებოდა - როგორც კი რამე ეწყინებოდა, ბუნჩულა ბიჭი სადისტი ხდებოდა.

- რა აცოფებდა?

- ეჭვიანობა. ჩემი მამამთილი გესლავდა.

- მამამთილი რას გერჩოდათ?

- ავხორცი იყო, მექალთანე, და ჩემთანაც მოინდომა ბინძური კავშირის დამყარება.

- ეს გითხრათ თუ რაიმე საქციელით განიშნათ?

- არც სიტყვით მომრიდებია და არც ქცევით. სულ მომენტს ეძებდა, რომ როგორმე დავემარტოხელებინე. მე რომ მეგონა, შინ მარტო ვიყავი, მოვარდებოდა და იწყებდა ბღლარძუნს. გავრბოდი სახლიდან და მეზობელს ვაფარებდი თავს.

- მეზობელი არ დაინტერესდა, ბევრჯერ რომ მიადექით აფორიაქებული?

- გავუმხილე ჩემი გაჭირვება. მას რაც შეეძლო, იმით მეხმარებოდა, რომ მიფარებდა დედამთილის ან ქმრის მოსვლამდე, ან სახლში გამომყვებოდა ხოლმე. ხვდებოდა ჩემი მამამთილი, რომ ვერ მომიხელთებდა და მემუქრებოდა, ოჯახს მაინც დაგინგრევ, შენს ქმარს გამოვაჭრევინებ შენთვის ყელსო.

ის ქალი, რომელიც მმფარველობდა, სასამართლოშიც დამიდგა გვერდით, თქვა, მამამთილი ძალადობას რომ ცდილობდა, იმიტომაც გავრბოდი მასთან, როგორც მხსნელთან. ჭკვიანი ქალი იყო. ჩემს მამამთილს შეხვდა თურმე სადღაც, ეჩხუბა, გარეწარი ეძახა და თან მისი ნალაპარაკევი ჩაიწერა. ეს ჩანაწერი დაგვეხმარა, რომ პასუხი მხოლოდ ჩემს ქმარს კი არ აგებინეს მკვლელობის მცდელობისთვის, მამამთილიც გვერდით მიუსვეს წაქეზებისა და ძალადობისთვის. საბედნიეროდ, ციხიდან ვერც გამოვიდა ცოცხალი, რაღაც დაავადება შეეყარა და მოკვდა. ჩემი ქმარი კი ციხიდან რომ გამოვიდა, პატიება მთხოვა. ვკიოდი, გაეთრიე, ცხოვრება ისე დამინგირიე, რომ შენ კი არა, სხვა კაცის დანახვაც არ მინდა-მეთქი.

- როგორ გადაურჩით სიკვდილს?

- იმ დღეს მარტო ვიყავი შინ. მამამთილი სოფელში იყო წასული და არ ველოდებოდით. მეც მშვიდად ვიყავი, თან მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და სულ მეძინებოდა. რომ მოსულა, საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა. შიშმა უზარმაზარი ძალა მომცა, საწოლთან, ტუმბოზე მძიმე ვაზა იდგა, ავიღე და ჩავარტყი. გავექეცი და მეზობელთან შესვლა დავაპირე, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა. ტელეფონს ვეცი და მეზობელს დავურეკე, ამასობაში ის არაკაცი გონს მოვიდა. მეზობელმა გარედან ატეხა კარზე ბრახუნი და ჩემს მამამთილს ეძახდა, კარი გააღე, თორემ პოლიციას გამოვუძახებ და ყველას ვეტყვი, ვინც ხარო. მანაც გააღო კარი და გაიქცა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს