უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის ბიულეტენების 94,12%-ია დათვლილი. შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო მარათონში პეტრე პოროშენკო 54,46%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ იულია ტიმოშენკოს ამომრჩეველთა 12,88%-მა მისცა ხმა. სხვა კანდიდატების შედეგები კი შემდეგნაირად განაწილდა: ოლეგ ლიაპშო - 8,37%, ანატოლი გრიცენკო - 5,45%, სერგეი ტიგიპკო - 5,28%, მიხაილ დობკინი - 3,07%.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს გაიმართა.
მომზადებულია www.liga.net-ის მიხედვით.