პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები
ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

Ambebi.ge იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, ვისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა:

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მა­შინ, მსა­ხი­ო­ბი 24 წლის იყო, გი­ორ­გი კი უნი­ვერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებ­და. "გო­გო­ნებს რომ გვიყ­ვარს, ისე და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია - ძმა­კა­ცებს და­ქა­ლე­ბი მო­ვე­წო­ნეთ. ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი დრო იყო, ზღა­პა­რი­ვით მახ­სენ­დე­ბა. მა­შინ 24 წლის ვი­ყა­ვი. 2 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. მერე უცებ გაგ­ვი­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა - მე თე­ატ­რში სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დი, მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ნერ­ვებ­ზე ვი­ყა­ვით. და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვჩ­ქა­რობ­დით, რად­გან ჯერ გვინ­დო­და, ცხოვ­რე­ბა მოგ­ვე­წყო. მერე მივ­ხვდით, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ჯუ­ჯღუნ­ში გა­დაგ­ვე­ზარ­და და პა­უ­ზა უნდა აგ­ვე­ღო, ამი­ტომ დავ­შორ­დით. ცოტა ხანი გა­ბუ­ტუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორ თვე­ში შე­რი­გე­ბა სცა­და, მე კი მივ­ხვდი, რომ ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობ­დით, მე­გობ­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით", - იხ­სე­ნებს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ანამ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. სულ სახ­ლში იყო, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და და უფრო ეკ­ლე­სი­უ­რი გახ­და. გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ანას 5 წელი არა­ვინ შეყ­ვა­რე­ბია, 2 წლის წლის წინ კი იქორ­წი­ნა და დე­დაც გახ­და.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მომ­ღერ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ამ იმ­სხვერ­პლა. ქრის­ტი­ნეს და სერ­გუ­ნას პრინცს და პრინ­ცე­სას ამ­სგავ­სებ­დნენ. სერ­გუ­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობ­და და თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. მის გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ჩუქ­რებს ქრის­ტი­ნე დღემ­დე ინა­ხავს. ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი მე­გობ­რობ­დნენ. იმ დღეს, როცა სერ­გუ­ნამ ქრის­ტი­ნეს სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა, მომ­ღე­რა­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო, სა­ღა­მოს კი სი­ცხემ აუ­წია. სერ­გუ­ნას უნ­დო­და ქრის­ტი­ნეს გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი მი­ე­ტა­ნა, სწო­რედ იმ დროს, როცა ქრის­ტი­ნეს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა. ქრის­ტი­ნე დღემ­დე ამ­ბობს, რომ სერ­გუ­ნას ფონ­ზე ყვე­ლა მა­მა­კა­ცი შავ-თეთ­რი გახ­და. ქრის­ტი­ნე სერ­გუ­ნას დღემ­დე ხე­დავს სიზ­მრებ­ში, ხში­რად და­დის მის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. "პრო­ფილ­ში" სტუმ­რო­ბი­სას ქრის­ტი­ნემ თქვა, რომ სერ­გუ­ნა მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ლაშა ჯა­კო­ბი­ა­საც ესიზ­მრე­ბო­და.

თეა თუთ­ბე­რი­ძე

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თეა თუთ­ბე­რი­ძე თით­ქმის ყვე­ლას­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ხში­რად არც უყ­ვარ­დე­ბა. მისი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. თეა თუთ­ბე­რი­ძის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი დი­ჯეი გუგა ჟღენ­ტი იყო, თეას და გუ­გას სა­ერ­თო ვაჟი, და­თიც ჰყავთ. ამ თე­მა­ზე თეამ მხო­ლოდ ერთხელ ისა­უბ­რა, იმ დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა, როცა გუგა სიკ­ვდილს ებ­რძო­და, უჭირს. გუგა სა­ნა­პი­რო­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა. მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ად­გილ­ზე გუ­გას მე­გო­ბა­რი და­ი­ღუ­პა, თა­ვად კი 7 დღის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და სიკ­ვდილს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. "გუგა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო - მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ხა­ლი­სი­ა­ნი. როცა ვი­ჩხუ­ბებ­დით, შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის თა­ვად იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბაც უყ­ვარ­და. დამთმო­ბი და კე­თი­ლი, კარ­გი მამა, ჩემ­ზე უკე­თე­სი მშო­ბე­ლი - ასე შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა და­ი­ღუ­პა და ბავ­შვმა მა­ინც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. სუ­რა­თებს ვაჩ­ვე­ნებ­დით, მა­მას როცა ითხოვ­და, აბ­რუ­ნებ­და ამ სუ­რათს და ტი­რო­და, მამა აქე­დან გა­მო­ვი­დე­სო, ვერ ხვდე­ბო­და, რა­ტომ აღარ მო­დი­ო­და გუგა",- იხ­სე­ნებს თეა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ გუ­გას გარ­დაც­ვა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი სწო­რედ შვილ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვილ­ზე, ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და და ახლა პა­ტა­რა ბი­ჭის მშობ­ლე­ბიც არი­ან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­შინ, როცა ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად იყო ცნო­ბი­ლი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია. ის მუ­რი­კო ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ლე­ლამ და მუ­რი­კომ ერ­თმა­ნე­თი ვა­კის სარ­დაფ­ში გა­იც­ნეს და ორ წელ­ზე მეტ­ხანს იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ა­ზე მსა­ხი­ო­ბი იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობს. "მუ­რი­კო თე­ატ­რში მო­ვი­და და... მო­მე­წო­ნა. ჩვენ ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორ წე­ლი­წად­ზე მეტი ვი­ყა­ვით ერ­თად. ახლა ვფიქ­რობ, რომ ჩემ­თვის ეს გრძნო­ბა ღვთის­გან ნა­ჩუ­ქა­რია. როცა ად­ვი­ლად გიყ­ვარ­დე­ბა, ზე­ბუ­ნებ­რივს ვერ და­არ­ქმევ, მაგ­რამ, როცა ასე იშ­ვი­ა­თად მო­დის გრძნო­ბა, ეს სა­ჩუ­ქა­რია. ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემ­თვის ეს სიყ­ვა­რუ­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი იყო", - ის­ხე­ნებს ლელა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მუ­რი­კო პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო. ის მე­გობ­რის მიერ გას­რო­ლილ ტყვი­ას ემსხვერ­პლა. ამ­ბო­ბენ, რომ ტყვია სხვის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი და მუ­რი­კოს შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე ხმა­მაღ­ლა არას­დროს ლა­პა­რა­კობს. ეს მის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. მისი მე­უღ­ლე გოშა ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა, ამ­ბო­ბენ, რომ გოშა და ვე­რი­კო მა­შინ ნა­ჩხუბ­რე­ბი იყ­ვნენ. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ­ში გა­იც­ნო. გოშა ყო­ველ­თვის ვე­რი­კოს­თან ერ­თად და­დი­ო­და ყველ­გან და ცდი­ლობ­და, მის­თვის კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში ხელი შე­ე­წყო. საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში იქორ­წი­ნეს და 20 წლის ვე­რი­კო პა­ტა­რა ლი­ზის დედა გახ­და. როცა გოშა და­ი­ღუ­პა, ლიზი 3 წლის იყო და მამა ფრაგ­მენ­ტუ­ლად ახ­სოვს. ვე­რი­კო დიდ­ხანს იყო მარ­ტო, შემ­დეგ კი "რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის­გან ლაშა ნა­კა­ი­ძის­გან გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მა­ლე­ვე და­შორ­და და ვე­რი­კო პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილს მა­მის გა­რე­შე ზრდის.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მისი მე­უღ­ლე, თენ­გო წივ­წი­ვა­ძე 2013 წელს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ნი­ნამ და თენ­გომ ერ­თმა­ნე­თი შე­უღ­ლე­ბამ­დე ერთი წლით ადრე, ლიტ­ვა­ში გა­იც­ნეს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი კი თბი­ლის­ში ჰქონ­დათ. ნი­ნა­ზე ამ სიყ­ვა­რულ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მალე მი­ი­ღო. თენ­გოს გვერ­დით თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და, ამი­ტომ მას­თან უე­ცა­რი გან­შო­რე­ბა ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და. ერ­თად რამ­დე­ნი­მე თვე იცხოვ­რეს. ნი­ნას თენ­გო დიდ­ხანს სთხოვ­და შე­რი­გე­ბას, მაგ­რამ მომ­ღე­რა­ლი უარს ამ­ბობ­და. ყო­ფი­ლი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მომ­ღე­რალ­მა ძმის­გან შე­ი­ტყო და ეს ამ­ბა­ვი რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

Ambebi.ge იმ ცნობილი ქართველი ქალების შესახებ მოგითხრობთ, ვისი სიყვარულის ისტორიაც ტრაგიკულად დამთავრდა:

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავას სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ, მსახიობი 24 წლის იყო, გიორგი კი უნივერსიტეტს ამთავრებდა. "გოგონებს რომ გვიყვარს, ისე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია - ძმაკაცებს დაქალები მოვეწონეთ. ერთმანეთს ვეხმარებოდით ურთიერთობებში. ძალიან კარგი დრო იყო, ზღაპარივით მახსენდება. მაშინ 24 წლის ვიყავი. 2 წელი ვიყავით ერთად. მერე უცებ გაგვიფუჭდა ურთიერთობა - მე თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობდი, მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ნერვებზე ვიყავით. დაქორწინებას არ ვჩქარობდით, რადგან ჯერ გვინდოდა, ცხოვრება მოგვეწყო. მერე მივხვდით, რომ ურთიერთობა ჯუჯღუნში გადაგვეზარდა და პაუზა უნდა აგვეღო, ამიტომ დავშორდით. ცოტა ხანი გაბუტულები ვიყავით. ორ თვეში შერიგება სცადა, მე კი მივხვდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით, მეგობრები ვყოფილიყავით", - იხსენებს "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. გიორგის გარდაცვალება ანამ მძიმედ გადაიტანა. სულ სახლში იყო, წიგნებს კითხულობდა და უფრო ეკლესიური გახდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ანას 5 წელი არავინ შეყვარებია, 2 წლის წლის წინ კი იქორწინა და დედაც გახდა.

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარული ტრაგიკულად დაიღუპა. მომღერლის შეყვარებული ავტოავარიამ იმსხვერპლა. ქრისტინეს და სერგუნას პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელი მეგობრობდნენ. იმ დღეს, როცა სერგუნამ ქრისტინეს სიყვარული აუხსნა, მომღერალი გაციებული იყო, საღამოს კი სიცხემ აუწია. სერგუნას უნდოდა ქრისტინეს გასამხიარულებლად მისთვის საჩუქრები მიეტანა, სწორედ იმ დროს, როცა ქრისტინეს ტელეფონით ესაუბრებოდა ავტოავარიაში მოხვდა. ქრისტინე დღემდე ამბობს, რომ სერგუნას ფონზე ყველა მამაკაცი შავ-თეთრი გახდა. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. "პროფილში" სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა.

თეა თუთბერიძე

შეყვარებული თეა თუთბერიძე თითქმის ყველასთვის წარმოუდგენელია, ხშირად არც უყვარდება. მისი დიდი სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. თეა თუთბერიძის საყვარელი მამაკაცი დიჯეი გუგა ჟღენტი იყო, თეას და გუგას საერთო ვაჟი, დათიც ჰყავთ. ამ თემაზე თეამ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა, იმ დღეების გახსენება, როცა გუგა სიკვდილს ებრძოდა, უჭირს. გუგა სანაპიროზე ავტოავარიაში მოხვდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე გუგას მეგობარი დაიღუპა, თავად კი 7 დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "გუგა ძალიან კარგი ადამიანი იყო - მოსიყვარულე და ხალისიანი. როცა ვიჩხუბებდით, შერიგების ინიციატორი ყოველთვის თავად იყო და მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობაც უყვარდა. დამთმობი და კეთილი, კარგი მამა, ჩემზე უკეთესი მშობელი - ასე შემიძლია დავახასიათო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა დაიღუპა და ბავშვმა მაინც ძალიან განიცადა. სურათებს ვაჩვენებდით, მამას როცა ითხოვდა, აბრუნებდა ამ სურათს და ტიროდა, მამა აქედან გამოვიდესო, ვერ ხვდებოდა, რატომ აღარ მოდიოდა გუგა",- იხსენებს თეა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ გუგას გარდაცვალებით მიღებული ტკივილი სწორედ შვილმა გადაატანინა.

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წლის წინ დავით საგანელიძის ძმისშვილზე, ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და ახლა პატარა ბიჭის მშობლებიც არიან. რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ლელა მებურიშვილი საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, დიდი სიყვარული ეწვია. ის მურიკო ქართველიშვილის შეყვარებული გახლდათ. ლელამ და მურიკომ ერთმანეთი ვაკის სარდაფში გაიცნეს და ორ წელზე მეტხანს იყვნენ შეყვარებულები. საკუთარ ტრაგედიაზე მსახიობი იშვიათად ლაპარაკობს. "მურიკო თეატრში მოვიდა და... მომეწონა. ჩვენ ტოლები ვიყავით. ორ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს გრძნობა ღვთისგან ნაჩუქარია. როცა ადვილად გიყვარდება, ზებუნებრივს ვერ დაარქმევ, მაგრამ, როცა ასე იშვიათად მოდის გრძნობა, ეს საჩუქარია. ღმერთმა გამომიგზავნა სითბო და სიყვარული. ჩემთვის ეს სიყვარული ზებუნებრივი იყო", - ისხენებს ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში. მურიკო პროფესიით იურისტი იყო. ის მეგობრის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ამბობენ, რომ ტყვია სხვისთვის იყო გამიზნული და მურიკოს შემთხვევით მოხვდა.

ვერიკო ტურაშვილი

ვერიკო ტურაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. ეს მისთვის მტკივნეული თემაა. მისი მეუღლე გოშა ბერუჩაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამბობენ, რომ გოშა და ვერიკო მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ. წყვილმა ერთმანეთი თეატრალურში გაიცნო. გოშა ყოველთვის ვერიკოსთან ერთად დადიოდა ყველგან და ცდილობდა, მისთვის კარიერის აწყობაში ხელი შეეწყო. საკმაოდ პატარა ასაკში იქორწინეს და 20 წლის ვერიკო პატარა ლიზის დედა გახდა. როცა გოშა დაიღუპა, ლიზი 3 წლის იყო და მამა ფრაგმენტულად ახსოვს. ვერიკო დიდხანს იყო მარტო, შემდეგ კი "რუსთავი 2"-ის ოპერატორისგან ლაშა ნაკაიძისგან გოგონა გააჩინა. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა და ვერიკო პატარა ქალიშვილს მამის გარეშე ზრდის.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მეორე ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა. მისი მეუღლე, თენგო წივწივაძე 2013 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ავტოავარიაში დაიღუპა. ნინამ და თენგომ ერთმანეთი შეუღლებამდე ერთი წლით ადრე, ლიტვაში გაიცნეს, სადაც საქართველოს კალათბურთის ნაკრების თამაშებზე იყვნენ ჩასული. პირველი პაემანი კი თბილისში ჰქონდათ. ნინაზე ამ სიყვარულმა ძალიან იმოქმედა, მეორედ გათხოვების გადაწყვეტილებაც მალე მიიღო. თენგოს გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდა, ამიტომ მასთან უეცარი განშორება ყველას გაუკვირდა. ერთად რამდენიმე თვე იცხოვრეს. ნინას თენგო დიდხანს სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მომღერალი უარს ამბობდა. ყოფილი ქმრის გარდაცვალება მომღერალმა ძმისგან შეიტყო და ეს ამბავი რთულად გადაიტანა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს