მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში (ISAF) მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მა­მა­ცო­ბი­სა და მხედ­რუ­ლი ვა­ლის პირ­ნათ­ლად მოხ­დის­თვის 12 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის II და III ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბი­თა და მედ­ლე­ბით "მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის" და­ა­ჯილ­დო­ვა.

გორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე სამ­შობ­ლოს დაც­ვი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის, თავ­და­დე­ბი­სა და მხედ­რუ­ლი ვა­ლის პირ­ნათ­ლად მოხ­დი­სათ­ვის ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნით სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ 36 სამ­ხედ­რო პირი და­ა­ჯილ­დო­ვა. სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს გა­დას­ცა.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ მათი გმი­რო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად აქვს ქვე­ყა­ნას ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღის აღ­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის თავ­და­დე­ბა არის ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი სიძ­ლი­ე­რის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 12 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებითა და მედლებით "მხედრული მამაცობისთვის" დააჯილდოვა.

გორგი მარგველაშვილმა ასევე სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო პირი დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი გმირობისა და სიცოცხლის ფასად აქვს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავდადება არის ქვეყნის მომავალი სიძლიერის, ერთიანობისა და გამარჯვების საწინდარი. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა