კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეჭვიანობენ გიორგი მახარაშვილის ძმაკაცები ირინა ონაშვილზე
რატომ ეჭვიანობენ გიორგი მახარაშვილის ძმაკაცები ირინა ონაშვილზე

გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­სა და ირი­ნა ონაშ­ვილს "ორი ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­ღა აშო­რებთ. ორ­შა­ბათს ფი­ნა­ლუ­რი სა­მე­უ­ლი და­სა­ხელ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი წყვილს სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში ვეს­ტუმ­რეთ. ახლა ორ-ორი სიმ­ღე­რის სწავ­ლა უწევთ და დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის დრო სულ უფრო ცოტა რჩე­ბათ.

- პრო­ექ­ტის და­სა­წყის­ში დიდი კრი­ტი­კა შეხ­ვდა "ორ ვარ­სკვლავს", თქვენ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ ამ ყვე­ლაფ­რი­სად­მი და თუ გთრგუ­ნავ­დათ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი?

ირი­ნა:

- არა. თით­ქოს მი­ვეჩ­ვი­ეთ. ასე ხდე­ბა, ახალ პრო­დუქტს ყო­ველ­თვის ჰყავს შემ­ფა­სე­ბე­ლი. ნა­წილს მოს­წონს, ნა­წილს - არა. კრი­ტი­კა­საც გა­აჩ­ნია. არის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც უნდა მო­ის­მი­ნო და გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. ჩვენ მი­მარ­თაც რომ ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი რამ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით.

გი­ორ­გი:

- თა­ვი­დან ხალ­ხს თა­ვის გა­მო­ჩე­ნა უნ­დო­და. მერე მიხ­ვდნენ, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ვო­კა­ლის კონ­კურ­სი და ის­ტე­რი­კა­მაც გა­და­ი­ა­რა. ერთხელ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე მხო­ლოდ ამ ამ­ბავს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე. და­აკ­ვირ­დით პრო­ექ­ტის სა­ხელს, ეს არ არის ვო­კა­ლის კონ­კურ­სი, ეს არის შოუ, რომ­ლის ყუ­რე­ბი­სას ხალ­ხი უნდა გა­ერ­თოს-მეთ­ქი. დღეს არა მხო­ლოდ უყუ­რე­ბენ ამ პრო­ექტს, არა­მედ მღე­რი­ან კი­დეც ჩვენ­თან ერ­თად.

ირი­ნა:

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და ყვე­ლას მომ­ღერ­ლე­ბი­ვით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე გვემ­ღე­რა, რა იქ­ნე­ბო­და შოუ? მე ოდეს­ღაც ვმდგარ­ვარ სცე­ნა­ზე, მაგ­რამ აქ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც პირ­ვე­ლად იდგა სცე­ნა­ზე. ალ­ბათ მათ გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბო­დათ გამ­ხნე­ვე­ბა და არა კრი­ტი­კა.

- შენ "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" "თბი­ლი­სო" შე­ას­რუ­ლე, მას მერე თუ გქო­ნია სიმ­ღე­რას­თან შე­ხე­ბა?

- არა. არას­დროს გა­მო­მიც­დია სა­კუ­თა­რი თავი ჯაზ­ში, როკ­სა თუ სხვა ჟანრ­ში. ის ერთი "თბი­ლი­სო" ვის­წავ­ლე, რად­გან დამ­ჭირ­და. ეს იყო და ეს.

- არა­ერ­თი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბამ მო­გი­წია. ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა თუ გი­ჭირს, ენის პრობ­ლე­მა თუ გაქვს?

- არა, ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ მი­ჭირს.

გი­ორ­გი:

- მე მი­ჭირს, ოღონდ ინ­გლი­სუ­რია ეს თუ ქარ­თუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ზო­გა­დად ტექ­სტის და­მახ­სოვ­რე­ბა მი­ჭირს. "ჯა­ნა­ი­ა­ში" ერთ ად­გი­ლას ერთი ფრა­ზა ორ­ჯერ გა­ვი­მე­ო­რე. თან ისე ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მი­ვი­და, მგო­ნი, მეც და­ვი­ჯე­რე, რომ ასე უნდა მემ­ღე­რა (იცი­ნის). რთუ­ლია, სულ რა­ღაც ერთი კვი­რა გვაქვს მო­სამ­ზა­დებ­ლად.

ირი­ნა:

- ერთ კვი­რა­ში უნდა ის­წავ­ლო ტექ­სტი, და­ი­მახ­სოვ­რო მე­ლო­დია, მოძ­რა­ო­ბა შე­უ­ხა­მო. არა­და, მი­ნი­მუმ ერთი თვე გჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ქა­ნი­კუ­რად გა­ა­კე­თო და იმა­ზე არ იფიქ­რო, რო­მე­ლი ფრა­ზის მერე რო­მე­ლი იმ­ღე­რო და ამ მოძ­რა­ო­ბის მერე რა მოძ­რა­ო­ბა გა­ა­კე­თო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რატომ ეჭვიანობენ გიორგი მახარაშვილის ძმაკაცები ირინა ონაშვილზე

რატომ ეჭვიანობენ გიორგი მახარაშვილის ძმაკაცები ირინა ონაშვილზე

გიორგი მახარაშვილსა და ირინა ონაშვილს ''ორი ვარსკვლავის'' ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ორშაბათს ფინალური სამეული დასახელდება. მანამდე კი წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვესტუმრეთ. ახლა ორ-ორი სიმღერის სწავლა უწევთ და დასვენებისა და გართობისთვის დრო სულ უფრო ცოტა რჩებათ.

- პროექტის დასაწყისში დიდი კრიტიკა შეხვდა ''ორ ვარსკვლავს'', თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ ყველაფრისადმი და თუ გთრგუნავდათ ასეთი შეფასებები?

ირინა:

- არა. თითქოს მივეჩვიეთ. ასე ხდება, ახალ პროდუქტს ყოველთვის ჰყავს შემფასებელი. ნაწილს მოსწონს, ნაწილს - არა. კრიტიკასაც გააჩნია. არის ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც უნდა მოისმინო და გაითვალისწინო. ჩვენ მიმართაც რომ ყოფილიყო მსგავსი რამ, აუცილებლად გავითვალისწინებდით.

გიორგი:

- თავიდან ხალხს თავის გამოჩენა უნდოდა. მერე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ვოკალის კონკურსი და ისტერიკამაც გადაიარა. ერთხელ გამოვეხმაურე მხოლოდ ამ ამბავს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე. დააკვირდით პროექტის სახელს, ეს არ არის ვოკალის კონკურსი, ეს არის შოუ, რომლის ყურებისას ხალხი უნდა გაერთოს-მეთქი. დღეს არა მხოლოდ უყურებენ ამ პროექტს, არამედ მღერიან კიდეც ჩვენთან ერთად.

ირინა:

- წარმოიდგინეთ, რომ გამოვსულიყავით და ყველას მომღერლებივით პროფესიონალურ დონეზე გვემღერა, რა იქნებოდა შოუ? მე ოდესღაც ვმდგარვარ სცენაზე, მაგრამ აქ იყვნენ ისეთებიც, ვინც პირველად იდგა სცენაზე. ალბათ მათ განსაკუთრებით სჭირდებოდათ გამხნევება და არა კრიტიკა.

- შენ ''მის საქართველოზე'' ''თბილისო'' შეასრულე, მას მერე თუ გქონია სიმღერასთან შეხება?

- არა. არასდროს გამომიცდია საკუთარი თავი ჯაზში, როკსა თუ სხვა ჟანრში. ის ერთი ''თბილისო'' ვისწავლე, რადგან დამჭირდა. ეს იყო და ეს.

- არაერთი ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებამ მოგიწია. ტექსტების დამახსოვრება თუ გიჭირს, ენის პრობლემა თუ გაქვს?

- არა, ინგლისური ტექსტების დამახსოვრება, საბედნიეროდ, არ მიჭირს.

გიორგი:

- მე მიჭირს, ოღონდ ინგლისურია ეს თუ ქართული, მნიშვნელობა არ აქვს, ზოგადად ტექსტის დამახსოვრება მიჭირს. ''ჯანაიაში'' ერთ ადგილას ერთი ფრაზა ორჯერ გავიმეორე. თან ისე ბუნებრივად გამომივიდა, მგონი, მეც დავიჯერე, რომ ასე უნდა მემღერა (იცინის). რთულია, სულ რაღაც ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად.

ირინა:

- ერთ კვირაში უნდა ისწავლო ტექსტი, დაიმახსოვრო მელოდია, მოძრაობა შეუხამო. არადა, მინიმუმ ერთი თვე გჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მექანიკურად გააკეთო და იმაზე არ იფიქრო, რომელი ფრაზის მერე რომელი იმღერო და ამ მოძრაობის მერე რა მოძრაობა გააკეთო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება