საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ. ამის შესახებ პარტია "უდარის" ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ამ ამბავს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს.
"მე არ ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლებას ასეთი ადამიანების მრჩევლებად ყოფნას", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კახა ბენდუქიძემ ნარმანიას რჩევა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ასეთი კომენატრი დარურთო.
"ნარმანია რჩევას აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, არ მიიღონ ჩემი რჩევები. სანაცვლოდ ჰპირდება, რომ გაუმხელს კიევში მილიონი ხის დარგვის საიდუმლოს", - წერს ბენდუქიძე.
რა პოსტებს დაიკავებენ სააკაშვილი და ბენდუქიძე უკრაინის ახალ მთავრობაში