კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ პირველი კომენტარი დღეს ზუგდიდში გააკეთა. მისი განცხადებით, ანაკლიაში ამჟამად ღონისძიებების დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ფესტივალის ჩასატარდებლად სხვა ქალაქი არ განიხილება, რადგან "ანაკლია შესანიშნავია". ნიკიტა მარშუნოკის თქმით, საკურორტო ზონას დიდი პოტენციალი აქვს და მის განვითარებაში კაზანტიპი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის - "კაზანტიპის" ანალოგი ფესტივალის ჩატარებას 20 -დან 30 აგვისტოს ჩათვლით გეგმავს.