მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?
რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?

"რაში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მე-12 კლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს?", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "ფე­ის­ბუქ­ში" "მე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ" სა­ხელ­წო­დე­ბით სა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გვერ­დი საპ­რო­ტეს­ტო წე­რილს.

"რა ამ­ბე­ბი მოჰ­ყვა თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­საშ­ვებ ე.წ. კა­ტის გა­მოც­დებს, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რულ ტეს­ტი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს? რა­ტომ მი­ი­ღეს მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­სობ­რი­ვად და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა? არის თუ არა ეს პრო­ცე­სი მი­მარ­თუ­ლი პე­და­გო­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? 21 მა­ისს, როცა სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი: გა­მოც­დის დროს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა ჭე­დავ­და და ტეს­ტე­ბი ცენ­ტრი­დან დრო­უ­ლად არ მო­დი­ო­და, რის გა­მოც მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი დრო დაგ­ვაკ­ლდაო. გარ­და ამი­სა, რო­გორც წესი, ტეს­ტურ კი­თხვას ოთხი პა­სუ­ხი აქვს, სა­ი­და­ნაც ერთი ჭეშ­მა­რი­ტია, სამი კი მცდა­რი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­თხე გრა­ფა ცა­რი­ე­ლი იყო და ამან დაგ­ვაბ­ნი­აო და კი­დევ ტეს­ტებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ არაპ­როგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლაო. ამის შემ­დეგ უკვე კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით ექ­სპერტს გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში მა­ნა­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვილს:

მა­ნა­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი: 20 მა­ისს ჩა­ტარ­და პრე­ტეს­ტი ოთხ სა­გან­ში: ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში და უნდა ყო­ფი­ლი­ყო უცხო ენა­შიც, მაგ­რამ ისე, რომ არა­ვინ გა­უფრ­თხი­ლე­ბი­ათ, უცხო ენა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ასე­ვე, არა­ვინ გა­უფრ­თხი­ლე­ბი­ათ იმის შე­სა­ხებ, რომ კა­ტის ტეს­ტებ­ში თურ­მე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა რვა ქულა იყო. კი­თხვას ვსვამ, რისი მომ­ცე­მია ამ­დე­ნი საგ­ნის ერ­თდრო­უ­ლი პრე­ტეს­ტი? ამით და­ად­გი­ნეს რამე? რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტის გა­მოც­დებს: მი­მი­ნოშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და, გა­უ­მარ­თა­ვო­ბა უა­მინ­დო­ბის გამო ხდე­ბო­დაო და რა უა­მინ­დო­ბა იყო? სის­ტე­მა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­მარ­თა­ვად მუ­შა­ობ­და და ხში­რი იყო გა­თიშ­ვე­ბი. გარ­და ამი­სა, ტეს­ტი ოთხ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი­ა­ნიც იყო სა­მი­ა­ნიც. მაგ­რამ სამ­პა­სუ­ხი­ან­ში მე­ო­თხე პა­სუ­ხიც ჩან­და, რაც ბავ­შვებს აბ­ნევ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვე­ბი­დან ვი­გებ­დით, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დი­დან ტი­რი­ლით გა­მო­დი­ოდ­ნენ: უმე­ტე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო შე­დე­გით. ბავ­შვებ­სა და მშობ­ლებს უნ­დო­დათ გა­სა­ჩივ­რე­ბა, მაგ­რამ რა უჭი­რავთ ბავ­შვებს ხელ­ში? რა უნდა გა­ა­სა­ჩივ­რონ? ამი­ტომ, მივ­მარ­თავ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, შექ­მნას კო­მი­სია, ჩარ­თოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და შე­ის­წავ­ლონ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის ის ჯგუ­ფი, ვინც ამ ტეს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრს, რაც არ უნდა ილა­პა­რა­კონ და ბავ­შვებს აბ­რა­ლონ, რომ შე­დე­გე­ბი არის და­ბა­ლი, რო­გორ? ერ­თე­უ­ლებ­მაც კი ვერ მი­ი­ღეს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი? რა­ტომ არ და­ი­წე­რა მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი? რა, ყვე­ლა უცო­დი­ნა­რი იყო? ესაა სიც­რუე! ამი­ტომ უნდა მოხ­დეს მა­სა­ლე­ბის ამო­ღე­ბა, შერ­ჩე­ვით შე­მოწ­მდეს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი და სა­ერ­თოდ შე­მოწ­მდეს იმ ტეს­ტე­ბის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხარ­ვე­ზი­ა­ნი იყო! პროგ­რა­მა­ში ის ტეს­ტე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მა­შია, რად­გა­ნაც ეს სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბია და ესეც მა­გათ სინ­დის­ზე იყოს. გა­მახ­სენ­და დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გა­მოს­ვლა, როცა მაია მი­მი­ნოშ­ვილს და­ე­ჯა­ხა. ერთ-ერთი სა­კი­თხი, რა­საც მა­შინ შაშ­კი­ნი აყე­ნებ­და, ესაა შე­ფა­სე­ბის სქე­მე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მი. 22 მა­ისს გა­მოც­და ის­ტო­რი­ა­ში­აო? ამ დროს, ბრძა­ნე­ბით, გა­მოც­და უცხო ენა­ში იყო და შე­ე­შა­ლა თურ­მე! ამ დროს ყვე­ლა დაბ­ნე­უ­ლი და გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო, გა­მოც­და რა სა­გან­ში ტარ­დე­ბო­და, არა­ვინ იცო­და! სრუ­ლი შოკი ჰქონ­დათ ბავ­შვებს, მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სულყვე­ლას! მა­გა­თი შედ­გე­ნი­ლი ტეს­ტე­ბი რომ შე­ფას­დეს და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი, სტა­ტის­ტი­კა უნდა და­ი­დოს და უნდა ვნა­ხოთ, ვინ არის მარ­თა­ლი. უამ­რა­ვი ბავ­შვია ჩაჭ­რი­ლი და ამი­ტომ ეს სას­წრა­ფო­დაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რა გა­ა­კე­თეს და რა და­ამ­ტკი­ცეს ამით? კახა ჯამ­ბუ­რია არის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ვიც­ნობ ამ კაცს პი­რა­დად, პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცია და რა აე­რი­ათ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ უძ­ლი­ე­რე­სი ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ უმ­ცი­რე­სი შე­ფა­სე­ბით?", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში.

გუ­შინ მე-12 კლა­სე­ლე­ბის­თვის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი დას­რულ­და. გა­მოც­დე­ბი ერ­თდრო­უ­ლად 1500-მდე სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და. გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბამ­დე მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბი და­უ­რიგ­დათ, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო სრუ­ლი გან­რი­გი. სა­გა­მოც­დო ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი იყო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­თა და ხმის ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რით. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის 38 000-მდე მოს­წავ­ლემ პირ­ველ დღეს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა.

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით (Gcat) ჩა­ტარ­და. მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სია - ალ­გო­რით­მი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში შე­იქ­მნა. სის­ტე­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბის­თვის ასე­ვე მომ­ზად­და და და­ი­ნერ­გა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა ე.წ. Gcat browser, რო­მე­ლიც ტეს­ტი­რე­ბის სრულ და­ცუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და კომ­პი­უ­ტე­რის სტან­დარ­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ზღუ­დავს. სის­ტე­მა კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით ურ­ჩევს მოს­წავ­ლეს მომ­დევ­ნო კი­თხვას, სა­ნამ მის ცოდ­ნა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ და­ად­გენს.

მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი 4 სა­გან­ში (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, გე­ოგ­რა­ფია) ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ა­ბა­რეს. მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც შე­მოდ­გო­მა­ზე ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს (ან ვერ გა­მო­ცხად­დნენ გა­მოც­და­ზე), შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ეს გა­მოც­დე­ბი და­ნარ­ჩენ ოთხ სა­გან­თან ერ­თად ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?

რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?

"რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?", - ამ სათაურით აქვეყნებს "ფეისბუქში" "მე აბიტურიენტი ვარ" სახელწოდებით სარეგისტრირებული გვერდი საპროტესტო წერილს.

"რა ამბები მოჰყვა თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე გამოსაშვებ ე.წ. კატის გამოცდებს, რომელიც კომპიუტერულ ტესტირებას გულისხმობს? რატომ მიიღეს მოსწავლეებმა მასობრივად დაბალი შეფასება? არის თუ არა ეს პროცესი მიმართული პედაგოგების წინააღმდეგ? 21 მაისს, როცა სკოლებში ქართულის გამოცდა მიმდინარეობდა, დაგვიკავშირდნენ ანერვიულებული მოსწავლეები: გამოცდის დროს კომპიუტერული სისტემა ჭედავდა და ტესტები ცენტრიდან დროულად არ მოდიოდა, რის გამოც მოსაფიქრებელი დრო დაგვაკლდაო. გარდა ამისა, როგორც წესი, ტესტურ კითხვას ოთხი პასუხი აქვს, საიდანაც ერთი ჭეშმარიტია, სამი კი მცდარი. ჩვენს შემთხვევაში მეოთხე გრაფა ცარიელი იყო და ამან დაგვაბნიაო და კიდევ ტესტებში აღმოვაჩინეთ არაპროგრამული მასალაო. ამის შემდეგ უკვე კომენტარისთვის დავუკავშირდით ექსპერტს განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს:

მანანა ნიკოლაიშვილი: 20 მაისს ჩატარდა პრეტესტი ოთხ საგანში: ქართულში, ისტორიაში, მათემატიკაში და უნდა ყოფილიყო უცხო ენაშიც, მაგრამ ისე, რომ არავინ გაუფრთხილებიათ, უცხო ენაში არ ჩატარებულა. ასევე, არავინ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, რომ კატის ტესტებში თურმე უმაღლესი შეფასება რვა ქულა იყო. კითხვას ვსვამ, რისი მომცემია ამდენი საგნის ერთდროული პრეტესტი? ამით დაადგინეს რამე? რაც შეეხება კატის გამოცდებს: მიმინოშვილი გამოვიდა და ტელევიზიით განაცხადა, გაუმართავობა უამინდობის გამო ხდებოდაო და რა უამინდობა იყო? სისტემა ზოგ შემთხვევაში გაუმართავად მუშაობდა და ხშირი იყო გათიშვები. გარდა ამისა, ტესტი ოთხ სავარაუდო პასუხიანიც იყო სამიანიც. მაგრამ სამპასუხიანში მეოთხე პასუხიც ჩანდა, რაც ბავშვებს აბნევდა. ამ ინფორმაციას ბავშვებიდან ვიგებდით, რომლებიც გამოცდიდან ტირილით გამოდიოდნენ: უმეტესობა უკმაყოფილო იყო შედეგით. ბავშვებსა და მშობლებს უნდოდათ გასაჩივრება, მაგრამ რა უჭირავთ ბავშვებს ხელში? რა უნდა გაასაჩივრონ? ამიტომ, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, შექმნას კომისია, ჩართოს დაინტერესებული პირები, სპეციალისტები და შეისწავლონ საგამოცდო ცენტრის ის ჯგუფი, ვინც ამ ტესტებზე მუშაობდა. რაც შეეხება ეროვნული ცენტრს, რაც არ უნდა ილაპარაკონ და ბავშვებს აბრალონ, რომ შედეგები არის დაბალი, როგორ? ერთეულებმაც კი ვერ მიიღეს მაღალი შეფასებები? რატომ არ დაიწერა მაღალი ქულები? რა, ყველა უცოდინარი იყო? ესაა სიცრუე! ამიტომ უნდა მოხდეს მასალების ამოღება, შერჩევით შემოწმდეს ყველაზე ძლიერი მოსწავლეების ნამუშევარი და საერთოდ შემოწმდეს იმ ტესტების ხარისხი, რომელიც აშკარად ხარვეზიანი იყო! პროგრამაში ის ტესტები არ უნდა ყოფილიყო, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამაშია, რადგანაც ეს სხვადასხვა პროგრამებია და ესეც მაგათ სინდისზე იყოს. გამახსენდა დიმიტრი შაშკინის გამოსვლა, როცა მაია მიმინოშვილს დაეჯახა. ერთ-ერთი საკითხი, რასაც მაშინ შაშკინი აყენებდა, ესაა შეფასების სქემები და კრიტერიუმი. 22 მაისს გამოცდა ისტორიაშიაო? ამ დროს, ბრძანებით, გამოცდა უცხო ენაში იყო და შეეშალა თურმე! ამ დროს ყველა დაბნეული და გაგიჟებული იყო, გამოცდა რა საგანში ტარდებოდა, არავინ იცოდა! სრული შოკი ჰქონდათ ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სულყველას! მაგათი შედგენილი ტესტები რომ შეფასდეს და ჩატარებული გამოცდები, სტატისტიკა უნდა დაიდოს და უნდა ვნახოთ, ვინ არის მართალი. უამრავი ბავშვია ჩაჭრილი და ამიტომ ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი. რა გააკეთეს და რა დაამტკიცეს ამით? კახა ჯამბურია არის ჯგუფის ხელმძღვანელი და ვიცნობ ამ კაცს პირადად, პატიოსანი კაცია და რა აერიათ? როგორ შეიძლება, რომ უძლიერესი ბავშვები გამოვიდნენ უმცირესი შეფასებით?", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

გუშინ მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. გამოცდები ერთდროულად 1500-მდე სკოლაში ჩატარდა. გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სკოლებში სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებული იყო სრული განრიგი. საგამოცდო ოთახები აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით. დამამთავრებელი კლასის 38 000-მდე მოსწავლემ პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ჩატარდა. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისთვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ოქტომბერში ჩააბარეს. მოსწავლეებს, რომლებმაც შემოდგომაზე ზღვარი ვერ გადალახეს (ან ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე), შესაძლებლობა ჰქონდათ ეს გამოცდები დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად ჩაებარებინათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია