გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება

გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება

ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე, საზოგადოების და შეირაღებული ძალებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ამასთან, მან მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. 1918 წელს, 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მაშინ ქვეყნის მოწყობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დასახეს. მაშინ ვთქვით, რომ გვსურს დავდგეთ ერთ ერად სხვა ერთა შორის და გავაკეთეთ კიდეც ასე. სამწუხაროდ, პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად, რადგან ის ეფუძნებოდა 1991 წელის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე მონაწილებდა. დღეს მინდა თბილისიდან მადლობა ვუთხრა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით. მინდა ვუთხრა მათ, რომ იმ ემოციას, რომელიც იყო 23 წლის წინ, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, არც ერთი წამით არ შევანელებთ, ამ ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და ჩვენ არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება.

"ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია, დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობის შესახებ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან მავთულხლართებს მიღმა, მაგრამ მაშინაც და ამ 23 წლის განმავლობაშიც ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ასეთი გაგრძელდეს საუკუნოდ. ჩვენ ეს ნება ასობით გმირის თავდადებული ბრძოლით განვამტკიცეთ და დღეს დავაჯილდოებთ ამ გმირებს – დავაჯილდოებთ მათ, ვინც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე იმ გმირებს, ვინც გამოიჩინა თავი ISAF-ის მისიაში. დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია და აუცილებელი წინაპირობაა შემდეგი წინსვლისთვის, მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება", - განმარტა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა