პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"
ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

რუსი სუ­პერ­მო­დე­ლი ირი­ნა შე­ი­კი, რომ­ლის ნამ­დვი­ლი გვა­რიც შა­იხ­ლის­ლა­მო­ვაა ქარ­თველ­მა მო­დის აგენ­ტმა, გია ჯი­ქი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ქარ­თვე­ლი სკა­უ­ტის წყა­ლო­ბით ირი­ნა და ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა რუ­სე­თის პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან მსოფ­ლი­ოს მა­ღალ პო­დი­უმ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ. ირი­ნამ ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ V MAGAZINE-ს მის­ცა და ქარ­თველ აგენტზეც ისა­უბ­რა.

- მო­დის ბიზ­ნეს­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- დედა მუ­სი­კო­სია და ბავ­შვო­ბა­ში ფორ­ტე­პი­ა­ნოს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი. თუმ­ცა, რო­დე­საც წა­მო­ვი­ზარ­დე, მუ­სი­კა მომ­წყინ­და; ჩემი და, ტა­ტი­ა­ნა სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტებ­ზე ყო­ველ­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მა­კი­ა­ჟი­სა და თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს ჩემ­ზე ცდი­და. ერთ დღე­საც სი­ლა­მა­ზის სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც გია ჯი­ქი­ძე დამ­ხვდა. ის მო­დის აგენ­ტი იყო, რო­მელ­მაც ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა. კა­რი­ე­რა მისი წყა­ლო­ბით და­ვი­წყე.

- გლა­მუ­რუ­ლი ბავ­შვი იყა­ვით?

- არას­დროს. მა­მა­ჩე­მი ქვა­ნახ­ში­რის მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა­ნი გულ­მოდ­გი­ნედ ვუვ­ლი­დით ეზო­ში ბოს­ტანს, რათა თავი გა­მოგ­ვეკ­ვე­ბა. არას­დროს მი­ცხოვ­რია ამე­რი­კე­ლი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბით. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ რო­დეს­მე პა­რიზ­სა თუ ნიუ-იორკში ვი­ცხოვ­რებ­დი. ამა­ზე არც კი მი­ოც­ნე­ბია. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სოფ­ლე­ლი გოგო დიდ­ხანს არ ვიქ­ნე­ბო­დი და სოფ­ლის და­ტო­ვე­ბას ვგეგ­მავ­დი.

- ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბავ­შვო­ბა­ში უშნო იხ­ვის ჭუ­კებს ჰგავ­დნენ, თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- ბავ­შვე­ბი ყო­ველ­თვის დამ­ცი­ნოდ­ნენ, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. ახ­ლაც მახ­სოვს, 14 წლის ასაკ­ში მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ყიდ­ვა მინ­დო­და. თუმ­ცა, 25 დო­ლა­რი ღირ­და და მშობ­ლებ­მა ვერ მი­ყი­დეს. ამი­ტომ წა­ვე­დი და სა­ა­ვად­მყო­ფოს კედ­ლებს ვღე­ბავ­დი, რათა თან­ხა შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა.

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა და მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა

- მო­დე­ლო­ბა გვი­ან და­ვი­წყე, 20 წლის ვი­ყა­ვი. პა­რიზ­ში წა­ვე­დი და ინ­გლი­სუ­რი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ცო­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც მე­ხერ­ხე­ბო­და, კა­მე­რის წინ პო­ზი­რე­ბა იყო. მო­დე­ლე­ბის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ თავს ლა­მა­ზად არ ვთვლი­დი. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სხვა მო­დე­ლე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ, რად­გა­ნაც მათ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბო­დი; ისი­ნი ფერ­მკრთა­ლი, გამ­ხდა­რი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ, მე კი ფორ­მი­ა­ნი და მუქი ფე­რის. ერთ დღე­საც სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, რომ სო­ფელ­ში ხელ­ცა­რი­ე­ლი არ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ასე აღ­მოვ­ჩნდი ნიუ-იორკში, რო­მელ­საც Sports Illustrated-ის კონ­ტაქ­ტი მოჰ­ყვა. აი, ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო.

- ნიუ-იორკში ცხოვ­რობთ. რა­ტომ გიყ­ვართ ეს ქა­ლა­ქი?

- ნიუ-იორ­კი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქია. დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძებ, სახ­ლი­დან გახ­ვალ და იგ­რძნობ, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია V MAGAZINE-ს მი­ხედ­ვით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რო­გორ ერ­თო­ბა ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ირი­ნა შე­ი­კი ჰა­ვა­ის სა­ნა­პი­რო­ზე (+33 PHOTO)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, რომლის ნამდვილი გვარიც შაიხლისლამოვაა ქართველმა მოდის აგენტმა, გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. ქართველი სკაუტის წყალობით ირინა და ცნობილი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა რუსეთის პროვინციებიდან მსოფლიოს მაღალ პოდიუმზე აღმოჩნდნენ. ირინამ ინტერვიუ ჟურნალ V MAGAZINE-ს მისცა და ქართველ აგენტზეც ისაუბრა.

- მოდის ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?

- დედა მუსიკოსია და ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი. თუმცა, როდესაც წამოვიზარდე, მუსიკა მომწყინდა; ჩემი და, ტატიანა სილამაზის პროდუქტებზე ყოველთვის შეყვარებული იყო. მაკიაჟისა და თმის მოვლის საშუალებებს ჩემზე ცდიდა. ერთ დღესაც სილამაზის სკოლაში წამიყვანა, სადაც გია ჯიქიძე დამხვდა. ის მოდის აგენტი იყო, რომელმაც ნატალია ვოდიანოვა აღმოაჩინა. კარიერა მისი წყალობით დავიწყე.

- გლამურული ბავშვი იყავით?

- არასდროს. მამაჩემი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა და ყველანი გულმოდგინედ ვუვლიდით ეზოში ბოსტანს, რათა თავი გამოგვეკვება. არასდროს მიცხოვრია ამერიკელი ბავშვის ცხოვრებით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე პარიზსა თუ ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი. ამაზე არც კი მიოცნებია. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფლელი გოგო დიდხანს არ ვიქნებოდი და სოფლის დატოვებას ვგეგმავდი.

- ცნობილი ლამაზმანები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვობაში უშნო იხვის ჭუკებს ჰგავდნენ, თქვენს გარეგნობაზე რას გვეტყვით?

- ბავშვები ყოველთვის დამცინოდნენ, რადგანაც ძალიან გამხდარი ვიყავი. ახლაც მახსოვს, 14 წლის ასაკში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა. თუმცა, 25 დოლარი ღირდა და მშობლებმა ვერ მიყიდეს. ამიტომ წავედი და საავადმყოფოს კედლებს ვღებავდი, რათა თანხა შემეგროვებინა.

- პირველი წარმატება და მსოფლიო აღიარება

- მოდელობა გვიან დავიწყე, 20 წლის ვიყავი. პარიზში წავედი და ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი. ერთადერთი, რაც მეხერხებოდა, კამერის წინ პოზირება იყო. მოდელების ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ თავს ლამაზად არ ვთვლიდი. საცხოვრებელში სხვა მოდელები დამცინოდნენ, რადგანაც მათგან რადიკალურად განვსხვავდებოდი; ისინი ფერმკრთალი, გამხდარი გოგონები იყვნენ, მე კი ფორმიანი და მუქი ფერის. ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სოფელში ხელცარიელი არ დავბრუნდებოდი. ასე აღმოვჩნდი ნიუ-იორკში, რომელსაც Sports Illustrated-ის კონტაქტი მოჰყვა. აი, ყველაფერი აქედან დაიწყო.

- ნიუ-იორკში ცხოვრობთ. რატომ გიყვართ ეს ქალაქი?

- ნიუ-იორკი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. დილით ადრე გაიღვიძებ, სახლიდან გახვალ და იგრძნობ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი ძალიან ცოცხალია.

მომზადებულია V MAGAZINE-ს მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ერთობა ნახევრად შიშველი ირინა შეიკი ჰავაის სანაპიროზე (+33 PHOTO)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება