პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?
რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?

რა სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია ეთი­კუ­რი ნორ­მის დამ­რღვე­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის? ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის წევ­რი თა­მარ რუ­ხა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხში­რად მეს­მის შე­კი­თხვა, რა სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­ტია ეთი­კუ­რი ნორ­მის დამ­რღვე­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის და რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, რომ სან­ქცია ამ დარ­ღვე­ვის დად­გე­ნაა, უკ­მა­ყო­ფი­ლო ტო­ნით მპა­სუ­ხო­ბენ, რომ უნდა არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე სას­ჯე­ლი, რი­სიც ჟურ­ნა­ლისტს შე­ე­შინ­დე­ბა და იგი­ვე აღარ გა­ი­მე­ო­რებს. და ამას ამ­ბო­ბენ მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ან ძა­ლი­ან არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვთ მათ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე, ან ჩვენ მოქ­მედ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ვა­ფუ­ჭეთ ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ ჩვენს მო­მა­ვალ კო­ლე­გებს იძუ­ლე­ბის გა­რე­შე კეთ­ლი­სინ­დი­სი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ვე­ღარ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ", - წერს რუ­ხა­ძე.

2009 წლის 4 დე­კემ­ბერს 139-მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­ი­ცავს პრო­ფე­სი­უ­ლი ქცე­ვის სა­ერ­თო სტან­დარ­ტებს და ამა­ვე ხელ­მო­წე­რით ყვე­ლა მათ­გა­ნი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის წევ­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ქარ­ტი­ის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბას გან­სა­ზღვრავს მისი წეს­დე­ბა, ქარ­ტი­ის 11 დე­ბუ­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გან­სა­ზღვრავს ქარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რის მთა­ვარ პრო­ფე­სი­ულ პრინ­ცი­პებს. ქარ­ტი­ის მი­ზა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შექ­მნა, დამ­კვიდ­რე­ბა და დაც­ვა. ამ დრო­ის­თვის ქარ­ტი­ას 248 წევ­რი ჰყავს. ქარ­ტი­ას მარ­თავს წევ­რე­ბის მიერ არ­ჩე­უ­ლი 9 კა­ცი­ა­ნი საბ­ჭო, რო­მე­ლიც იხი­ლავს ქარ­ტი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებს ქარ­ტი­ა­ში შე­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას კი ახორ­ცი­ე­ლებს საბ­ჭოს მიერ კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?

რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?

რა სანქციას ითვალისწინებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის? ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი თამარ რუხაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მესმის შეკითხვა, რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის და როდესაც ვეუბნები, რომ სანქცია ამ დარღვევის დადგენაა, უკმაყოფილო ტონით მპასუხობენ, რომ უნდა არსებობდეს რაიმე სასჯელი, რისიც ჟურნალისტს შეეშინდება და იგივე აღარ გაიმეორებს. და ამას ამბობენ მომავალი ჟურნალისტები. ან ძალიან არასწორი წარმოდგენები აქვთ მათ ჟურნალისტიკაზე, ან ჩვენ მოქმედმა ჟურნალისტებმა გავაფუჭეთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენს მომავალ კოლეგებს იძულების გარეშე კეთლისინდისიერი ჟურნალისტი ვეღარ წარმოუდგენიათ", - წერს რუხაძე.

2009 წლის 4 დეკემბერს 139-მა ჟურნალისტმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს პროფესიული ქცევის საერთო სტანდარტებს და ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი. ქარტიის, როგორც ორგანიზაციის მუშაობას განსაზღვრავს მისი წესდება, ქარტიის 11 დებულება კი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრავს ქარტიის ყველა წევრის მთავარ პროფესიულ პრინციპებს. ქარტიის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და პროფესიული სტანდარტის შექმნა, დამკვიდრება და დაცვა. ამ დროისთვის ქარტიას 248 წევრი ჰყავს. ქარტიას მართავს წევრების მიერ არჩეული 9 კაციანი საბჭო, რომელიც იხილავს ქარტიის წევრების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული საჩივრების საფუძველზე, ორგანიზაციის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული აღმასრულებელი დირექტორი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები