მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გააკეთებენ და რას არა ცნობილი ქართველები ფულის გამო
რას გააკეთებენ და რას არა ცნობილი ქართველები ფულის გამო

არა­ვინ იცის, რა იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად რომ წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ალ­ბათ, ყვე­ლას გვი­ფიქ­რია, რას გა­ვა­კე­თებ­დით, თუ დავ­კარ­გავთ ყვე­ლა­ფერს... რა საქ­მეს მოვ­კი­დებ­დით ხელს ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად... Ambebi.ge ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და და შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ რა პრო­ფე­სი­ას არ ითა­კი­ლებ­და...

ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი

– ჩემს ოჯახს რაც გა­მო­ად­გე­ბა და დას­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. თუ მტვირ­თა­ვად მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბო­და. არას­დროს არ მე­თა­კი­ლე­ბო­და არა­ნა­ი­რი საქ­მის კე­თე­ბა და თუ ჩემს ოჯახს დას­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მო­მა­ვალ­შიც. ყვე­ლა შრო­მა და­სა­ფა­სე­ბე­ლია და არ­ცერ­თი პრო­ფე­სია სა­თა­კი­ლოდ არ მი­მაჩ­ნია.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

– თუ ერთ დღეს ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ, ზუს­ტად ვიცი არა­ნა­ი­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა არ იქ­ნე­ბა ჩემ­თვის სა­თა­კი­ლო. ყვე­ლა­ზე კარ­გად კერ­ვა მე­ხერ­ხე­ბა და ალ­ბათ, კერ­ვას და­ვი­წყებ, კარგ რა­ღა­ცებს შევ­კე­რავ. ასე­ვე შე­მიძ­ლია ძი­ძად ვი­მუ­შაო.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე

– ცხოვ­რე­ბა სურპრი­ზე­ბით არის სავ­სე და შე­იძ­ლე­ბა დამ­ჭირ­დეს მიმ­ტა­ნად, მე­ე­ზო­ვედ ან სტი­ლის­ტად მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. მე ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს პა­ტივს ვცემ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ის მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლია, თუ მიმ­ტა­ნი. ყვე­ლა­ზე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი სწო­რედ მიმ­ტა­ნებ­თან ვარ. არ­ცერ­თი პრო­ფე­სია არ მე­თა­კი­ლე­ბა. მე უსაქ­მურ ადა­მი­ა­ნებს უფრო ვერ ვცემ პა­ტივს.

გუფი (გუ­რამ მა­კა­ლა­თია)

– თუ ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ და არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მექ­ნე­ბა, ზუს­ტად ვიცი, გა­ვალ და ქუ­ჩა­ში და­ვუკ­რავ. ამას ახ­ლაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ამის დრო არ მაქვს. მინ­და ქუ­ჩის მუ­სი­კა არ­სე­ბობ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში.

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე

– თუ ყვე­ლა­ნა­ირ შე­მო­სა­ვალს დავ­კარ­გავ, რამე საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­წყებ. თუმ­ცა რას, ახლა ზუს­ტად არ მახ­სენ­დე­ბა.

– ძი­ძად იმუ­შა­ვებ?

– ბავ­შვე­ბი მიყ­ვარს, სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლი

– ყვე­ლა­ფერს თუ დავ­კარ­გავ, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­სა­წყე­ბად. ამის მა­გა­ლი­თი ჩემ­თვის არის მა­მა­ჩე­მი, რო­მე­ლიც რთულ 90-იან წლებ­ში ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ შეძ­ლო მან ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­სა­ჭი­რი­დან დახ­სნა. ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არის სა­მარ­ცხვი­ნო, ვერ ვხვდე­ბი. ეს მენ­ტა­ლი­ტე­ტი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. თუ გა­მი­ჭირ­დე­ბა, ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­შიც ვი­მუ­შა­ვებ, სას­ტუმ­რო­შიც და მიმ­ტა­ნიც ვიქ­ნე­ბი.

კო­ტი­კო თო­ლო­რა­ია

– რომ ვთქვა, რამე გან­სა­კუთ­რე­ბულ სამ­სა­ხურს და შე­მო­სა­ვალს დავ­კარ­გავთქო, მო­გა­ტყუ­ებთ. 13 წლი­დან ვმუ­შა­ობ, შრო­მა მაგ­რად მიყ­ვარს და არაფ­რის კე­თე­ბა არ არის ჩემ­თვის სა­მარ­ცხვი­ნო. არც ბარ­მე­ნო­ბა მე­თა­კი­ლე­ბა, არც მიმ­ტა­ნო­ბა და არა­ფე­რი. ზუს­ტად ვიცი, ზონ­დე­რი არ ვიქ­ნე­ბი, ვერ ვიქ­ნე­ბი ხალ­ხის მწა­მე­ბე­ლი, ფუ­ლის გამო ვერ ვურ­ტყამ და გა­ვამ­წა­რებ ადა­მი­ა­ნებს. სხვას ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

ჯორჯ ჯე­ი­ბი

– როცა ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან იწყებ, არ­ცერ­თი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ზე არ უნდა თქვა უარი, რო­მე­ლიც სი­კე­თეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩემ­თვის არ­ცერ­თი პრო­ფე­სია არ არის სა­თა­კი­ლო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას გააკეთებენ და რას არა ცნობილი ქართველები ფულის გამო

რას გააკეთებენ და რას არა ცნობილი ქართველები ფულის გამო

არავინ იცის, რა იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რას გავაკეთებდით, თუ დავკარგავთ ყველაფერს...  რა საქმეს მოვკიდებდით ხელს ფულის საშოვნელად... Ambebi.ge ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, ვინ რა პროფესიას არ ითაკილებდა...

ზურა ხიზანიშვილი

– ჩემს ოჯახს რაც გამოადგება და დასჭირდება, ყველაფერზე წამსვლელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. თუ მტვირთავად მომიწევდა მუშაობა, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. არასდროს არ მეთაკილებოდა არანაირი საქმის კეთება და თუ ჩემს ოჯახს დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც. ყველა შრომა დასაფასებელია და არცერთი პროფესია სათაკილოდ არ მიმაჩნია.

ნინა წკრიალაშვილი

– თუ ერთ დღეს ყველაფერს დავკარგავ, ზუსტად ვიცი არანაირი საქმის გაკეთება არ იქნება ჩემთვის სათაკილო. ყველაზე კარგად კერვა მეხერხება და ალბათ, კერვას დავიწყებ, კარგ რაღაცებს შევკერავ. ასევე შემიძლია ძიძად ვიმუშაო.

კესარია აბრამიძე

– ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე და შეიძლება დამჭირდეს მიმტანად, მეეზოვედ ან სტილისტად მუშაობის დაწყება. მე ყველა პროფესიის ადამიანს პატივს ვცემ, მნიშვნელობა არ აქვს ის მწვანილის გამყიდველია, თუ მიმტანი. ყველაზე ყურადღებიანი სწორედ მიმტანებთან ვარ. არცერთი პროფესია არ მეთაკილება. მე უსაქმურ ადამიანებს უფრო ვერ ვცემ პატივს.

გუფი (გურამ მაკალათია)

– თუ ყველაფერს დავკარგავ და არანაირი შემოსავალი არ მექნება, ზუსტად ვიცი, გავალ და ქუჩაში დავუკრავ. ამას ახლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ამის დრო არ მაქვს. მინდა ქუჩის მუსიკა არსებობდეს ამ ქვეყანაში.

სოფია სებისკვერაძე

– თუ ყველანაირ შემოსავალს დავკარგავ, რამე საქმეს აუცილებლად დავიწყებ. თუმცა რას, ახლა ზუსტად არ მახსენდება.

– ძიძად იმუშავებ?

– ბავშვები მიყვარს, სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.

ზუკა ხუციშვილი

– ყველაფერს თუ დავკარგავ, მაქსიმუმს გავაკეთებ ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ამის მაგალითი ჩემთვის არის მამაჩემი, რომელიც რთულ 90-იან წლებში ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ შეძლო მან ჩვენი ოჯახის გასაჭირიდან დახსნა. ზოგიერთი პროფესია საქართველოში რატომ არის სამარცხვინო, ვერ ვხვდები. ეს მენტალიტეტი გამოსასწორებელია. თუ გამიჭირდება, ავტოსამრეცხაოშიც ვიმუშავებ, სასტუმროშიც და მიმტანიც ვიქნები.

კოტიკო თოლორაია

– რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებულ სამსახურს და შემოსავალს დავკარგავთქო, მოგატყუებთ. 13 წლიდან ვმუშაობ, შრომა მაგრად მიყვარს და არაფრის კეთება არ არის ჩემთვის სამარცხვინო. არც ბარმენობა მეთაკილება, არც მიმტანობა და არაფერი. ზუსტად ვიცი, ზონდერი არ ვიქნები, ვერ ვიქნები ხალხის მწამებელი, ფულის გამო ვერ ვურტყამ და გავამწარებ ადამიანებს. სხვას ყველაფერს გავაკეთებ.

ჯორჯ ჯეიბი

– როცა ცხოვრებას თავიდან იწყებ, არცერთი საქმის გაკეთებაზე არ უნდა თქვა უარი, რომელიც სიკეთეს ემსახურება. ჩემთვის არცერთი პროფესია არ არის სათაკილო.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება