პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება
ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება

სო­ხუ­მის ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი ცხედ­რე­ბის სრუ­ლი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მაქ­სი­მუმ 6 თვე­ში მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ გუ­შინ სა­მე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პატ­რი­არ­ქმა აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის, მათ შო­რის თბი­ლის­ში გად­მოს­ვე­ნე­ბულ­თა სა­ხელ­ზე პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და.

რო­გორც და­რახვე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, თბი­ლის­ში 31 ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა მო­ხერ­ხდა და ამით ბა­ბუ­შე­რას სა­მარ­ხი პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­ხუ­რა. მი­სი­ვე თქმით, მაქ­სი­მუმ 6 თვე­ში მოხ­დე­ბა სრუ­ლი იდენ­ტი­ფი­კა­ცია და შემ­დეგ ცხედ­რე­ბი ოჯა­ხებს გა­და­ე­ცე­მათ.

და­ვით და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 27 მა­ისს გა­იხ­სნე­ბა დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლაო, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ 23 ცხე­და­რი გა­ნის­ვე­ნებს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მათ შო­რის აფხაზ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა ცხედ­რე­ბიც იყოს. მისი თქმით, იგი­ვე პრო­ცე­დუ­რე­ბით მოხ­დე­ბა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ოჯა­ხე­ბის­თვის გა­და­ცე­მა.

დღეს სა­მე­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­და ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში და­ღუ­პუ­ლი იმ გმი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბიც თბი­ლის­ში აფხა­ზე­თი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ გად­მო­ას­ვე­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება

ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება

სოხუმის ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გუშინ სამებაში განაცხადა, სადაც პატრიარქმა აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირების, მათ შორის თბილისში გადმოსვენებულთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, თბილისში 31 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა და ამით ბაბუშერას სამარხი პრაქტიკულად დაიხურა. მისივე თქმით, მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება სრული იდენტიფიკაცია და შემდეგ ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ.

დავით დარახველიძის განცხადებით, 27 მაისს გაიხსნება დიღმის ძმათა სასაფლაო, სადაც სავარაუდოდ 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული მათ შორის აფხაზ თანამემამულეთა ცხედრებიც იყოს. მისი თქმით, იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.

დღეს სამებაში პოლიტიკოსების გარდა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული იმ გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ცხედრებიც თბილისში აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?