ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პეტრე პოროშენკო ერთ-ერთ მრჩევლად საქართველოს მოქალაქის დანიშვნას აპირებს.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართველებთან, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩემ მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან", - აღნიშნა პოროშენკომ. თუმცა, მან გვარების დასახელებაზე უარი განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მანამდე თავისი მხარდაჭერა პეტრე პოროშენკოსადმი მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა.