უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის ბიულეტენების 33,2%-ია დათვლილი, ხმათა უმრავლესობით, 54,08%-ით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პეტრე პოროშენკო ლიდერობს.
იულია ტიმოშენკოს - 13,12%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ოლეგ ლიაშკოს – 8,47%-მა. მეოთხე ადგილზეა ანატოლი გრიცენკო, 5,51%-ით, რომელსაც სერგეი ტიგიპკო მოსდევს, 5,08%-ით.
ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 61% შეადგინა.