რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომეხ კოლეგას სეირან ოგანიანს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე ხელმოწერა შესთავაზა, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების პუნქტების განთავსების თაობაზე. ამის შესახებ "კავკაზსკი უზელი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება კონკრეტულად, ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენების ესკადრილიის განთავსებას სომხეთის ერებუნის აეროდრომზე. მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა შორის პოზიტიური დინამიკის არსებობის საკითხზე გამახვილდა ყურადღება და მისი მომავალში კიდევ უფრო განვითარების სურვილი გამოითქვა.
რაც შეეხება ვერტმფრენების ესკადრილიას, ის შედგება "მი-24 პ", "მი-8 მტ", "მი-8 სვმ"-ს ტიპის ვერტმფრენებისგან. თითოეული ერთეულისთვის საავიაციო ტექნიკის სადგომზე ადგილი უკვე დაჯავშნილია.
გამოცემის თანახმად, რუსეთმა აზერბაიჯანს უკვე მიაწოდა "ტ-90 ს" ტიპის 100 ტანკი. ამჟამად კი განიხილება მეორე ასეთივე პარტიის შეყვანაც.
სომხეთში კი, 2013 წლის 21 ნოემბერს ქვეყნის მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის 102-ე სამხედრო ბაზის დამატებითი ტერიტორიის დათმობის საკითხს ერევნის ერებუნის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო ტექნიკის განსათავსებლად.
მომზადებულია kavkaz-uzel.ru-ს მიხედვით.