ბლიც-ინტერვიუს, კონკრეტულად კი, "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი ამჟამად მსახიობი მიშა მესხია, რომელმაც ბოლო დროს თავი გადადო და პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩაერთო. ჩემმა ზარმა ის კარგად გაახალისა...
(დიალოგისას შენარჩუნებულია მისი საუბრის მანერა და სტილი).
- სად ხარ ახლა?
- ლოგინში.
- რა დროს ძილია, სამის ნახევარია...
- გუშინ გვიან დავიძინე...
- რა არის შენთვის ცეკვა?
- შრომა, დიდი შრომა, წვალება, "იმენნა" წვალება, მაგრამ ზოგისთვის ის გართობაა...
- სიზმარში თუ გიცეკვია?
- სიზმარში კი არა ცხადშიც სულ ვცეკვავ, რომ კომბინაციები და ცეკვის ილეთები არ დამავიწყდეს. აქამდე ცოტა მიჭირდა და ახლა ვატყობ, რომ პროექტში უფრო ჩავერთე. ისე, ფეხები მაგრად მტკივა...
- პუშკინის როლი "ისტორიული პერსონაჟების" ტურზე მოგიხდა...
- ჰო, არაბული ცხვირი მაქვს და... პუშკინს ხომ არაბული სისხლი ერია...
- ვითომ მაგიტომ?
- აბა, არტისტული რომ ვარ, მაგაში ეჭვი გეპარება?
- რაც შენი მონაწილეობით ფილმი "მანდარინები" ვნახე, უკვე აღარ მეპარება... თბილისის მერი რომ იყო, რას იზამდი?
- იმდენს ვიჩალიჩებდი, რომ ბავშვებს ეზოებში მეტი სათამაშო ფართობი ჰქონოდათ. გარაჟებს, "იმენნა" დედას ვუტირებდი. მათ პატრონებს ფულს გადავუხდიდი, რომ სხვაგან გადაენაცვლებინათ და სულ სკვერებსა და პარკებს გავაშენებდი. მერე დანარჩენს მივხედავდი...
- რას ნიშნავს შენთვის სახელი და გვარი - მიშა მესხი?
- პირველ როგში, დიდ პასუხისმგებლობას... მერე მიშა მესხი ბაბუაჩემია, - ეს სულ მახსოვს... ისე, მიშა მესხი ვარ და თავისუფლებას არ ვკარგავ და სხვა სახელი და გვარი რომ მქონდეს, აზრზე ხარ, რას ვიზამდი? მაგრამ მთავარია, ტიპი გაუზრდელი და ბოროტი არ იყო, დანარჩენი ჯიგრულად წავა...
- მოცეკვავეს, ფეხბურთელს, მსახიობს როგორ ფიქრობ, რა სჭირდება?
- ბევრი ფული, ტო... მერე ბევრი შრომა სჭირდება, ნებისმიერი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს...
- რომელია შენი ამოჩემებული სიტყვები?
- "შე ჩემა"...
- მეტყველებას არასდროს ფილტრავ?
- კი, ვცდილობ გავფილტრო, მაგიტომაც ვლაპარაკობ ხოლმე ნელა. ძირითადად ჩემს სლენგზე ვფიქრობ, რომ რამე ისეთი არ წამომცდეს.
- გაფილტვრისას "შე ჩემას" ნაცვლად რას ამბობ?
- "შე კაი დედმამიშვილო"...
- რას ნიშნავს, შენთვის უხამსი სიტყვა?
- მე რომ ვიღაცას დედას ვაგინებ, მაგ დროს "ჩემი ძუძუები ლოცავენ" (სიცილით ამბობს)...
- საკუთარ დედას რომ იგინებიან, ამაზე რას იტყვი?
- არსებობს ასეთი გამოთქმა: "ბოზის შვილი ვიყო", როცა ამ ფრაზას ამბობ, ამ შემთხვევში, ბოდიში და ბოზი შენ ხარ!
- კონჩიტას პირისპირ რომ შეხვდე, რას ეტყოდი?
- ეგ ვინ არის?
- წლევანდელი "ევროვიზიის" გამარჯვეული...
- წვერიანი? მაგის გენიალოგიით დავინტერესდებოდი, ვინ არის და რა უნდა? წვერი და გრძელი თმა რა პონტში აქვს? ისე, რეალურად ფეხებზე მკიდია, ყველას თავის ცხოვრება აქვს...
- ლექსი თუ დაგიწერია?
- კი, ბავშვობაში და ახლა არ წამაკითხო.
- იმ ლექსს არა, მაგრამ ისე რომელიმე ლექსიდან ფრაზას კი წაგაკითხებ.
- მაშინ პუშკინს ვიტყვი: "ია პომნიუ ჩუდნოე მგნოვენიე,/ პერედო მნოიუ იავილას ტი,/ კაკ მიმალიოტნოე ვიდენიე,/ კაკ გენიი, ჩისტოს კრასოტი./ მაგრამ მაპატიოს პუშკინმა, რომ მაღალი ქულები ვერ ავიღე მისი ცეკვისას, უფრო სწორად, ჩერტკოს მაღალი შეფასება ვერ დავიმსახურე.
- რას ნიშნავს შენი განმარტებით კარგი ტიპი?
- "კარგი ტიპი" ჯიგარი "როჟაა", ანუ კარგი ადამიანია. კომუნიკაბელურია ურთიერობაში. ყველას ჩვენი შეცდომები და მინუსები გვქვს, კარგი ტიპი კი მართლა გამორჩეულია, არ თამაშობს.
- მიშა, ბარითა და თოხით მიწასთან თუ გიმუშავია?
- კი, მევასება სოფლის ცხოვრება, მიზიდავს და მომწონს. ბაბუაჩემმა, დიდმა მიშა მესხმა ფეხბურთს თავი რომ დაანება, სოფელ დიღომში სახლი ააშენა და იქ გადავიდა. მეც წლები რომ მომემატება, ალბათ ასე ვიზამ, ვაკეს მივატოვებ... თბილისში რაიონებიდან ჩამოსულებს მინდა, ვუთხრა, რომ ქალაქში არაფერი იპოვება, ყველაფერი იქ არის, სოფლებში. მიხედონ თავიანთ მამაპაპისეულ სახლებს, ყველას ეს სჯობია. მანქანებზე ტაქსის ტრაფარეტების გაკეთებას და აქ ტაქსაობას, იქ იმუშაონ, მოსავალი მოიყვანონ, თავისთვისაც კარგია და ქვეყანასაც ეშველება.
- რამდენია 9X7?
- ვაა? ეს რეებს მეუბნები?
- ეს "მოულოდნელი კითხვების" რუბრიკაა...
- მოიცა, ვიფიქრო... 56.
- არა - 63.
- "კარკულატორმა" გამაფუჭა, ტაბულა აღარ გადამიმეორებია, არადა, ბავშვობაში მაგრად ვიცოდი.
- სამედიცინო ენაზე რა ჰქვია ყელყურცხვირის ექიმს?
- წოპე...
- სხარტი პასუხია, მაგრამ ყელყურცხვირის ექიმს, ოტორინოლარინგოლოგი ჰქვია.
- არადა, ცხვირის ოპერაცია ორჯერ მაქვს გაკეთებული.
- ცეკვებიდან რას აირჩევდი - "ჯაივს", "სამბას" თუ "მთიულურს?"
- ვაა, ყველა მაგარია: "ჯაივი" ჯიგარი ამერიკაა, "სამბა" ვაბშე, ბრაზილიაა, მაგარი ქვეყანა და ქალები...
"მთიულური" ჩვენი მიტოვებული კუთხეა, ჯიგარი კოშკები, რომლებიც უცხოელებს აოცებენ. მართლა ულამაზესია თავისი ისტორიით, ბუნებით და არქიტექტურით...
- ბოლოს რას გვეტყვი?
- მოვუაროთ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას, სადაც დაბადება ძალიან მაგარ რამეს ნიშნავს!
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის