სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს
ილია მეორე - ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს

ვინც თე­სავს ღვარ­ძლს, შურ­სა და მტრო­ბას, ის დიდ­ხანს ვერ იბო­გი­ნებს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა.

რო­გორც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, ღმერ­თი ამ­თლი­ა­ნებს და აერ­თი­ა­ნებს, ხოლო ბო­რო­ტი სული - ეშ­მა­კი ჰყოფს, და ღმერ­თი არ და­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და­ყო­ფას.

"ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ერის ცხოვ­რე­ბა ცვა­ლე­ბა­დია. კე­თი­ლი მო­დის, შემ­დეგ მი­დის, ასე­ვე ბო­რო­ტი მო­დის, შემ­დეგ მი­დის და ასე ტრი­ა­ლებს. დღეს ჩვენ აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს მათ­თვის, რომ­ლე­ბიც შე­ე­წირ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და მთლი­ა­ნო­ბას. ჩვენ დღეს ვლო­ცუ­ლობთ იმათ­თვის, რო­მელ­თაც თავი დას­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბის­თვის და ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ისე აფხა­ზე­ბის­თვის, ისე რუ­სე­ბის­თვის, ისე სხვა ერე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, დად­გე­ბა ის მშვი­დო­ბი­ა­ნი დრო, როცა ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე, როცა აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. "ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ვართ გა­ნუ­ყო­ფე­ლი და გა­ნუყ­რე­ლი ძმე­ბი. ჩემ­თვის ეს ად­ვი­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან 11 წელი ვი­ყა­ვი ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სი და მიტ­რო­პო­ლი­ტი. მახ­სოვს ის სით­ბო, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­მელ­საც იჩენ­დნენ აფხა­ზე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც აფხა­ზებს გა­და­ურ­ჩე­ნია ქარ­თვე­ლი და ქარ­თველს გა­და­ურ­ჩე­ნია აფხა­ზი. ვინც თე­სავს ღვარ­ძლსა და შუღლს, მტრო­ბას, დიდ­ხანს ვერ იბო­გი­ნებს, ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ღმერ­თი ამ­თლი­ა­ნებს, აერ­თი­ა­ნებს და ბო­რო­ტი სული, ეშ­მა­კი ჰყოფს. ღმერ­თი არ და­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და­ყო­ფას. სა­ქარ­თვე­ლო არის წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა და ჩვენ შევ­თხოვთ ღვთის­მშო­ბელს, რომ თა­ვი­სი მფარ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს და ასე­ვე იმათ, რომ­ლე­ბიც შე­ე­წირ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას. დღეს ჩვენ ვას­რუ­ლებთ პა­ნაშ­ვიდს და ვლო­ცუ­ლობთ მათ­თვის, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ აფხა­ზეთ­ში, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში მო­დი­ოდ­ნენ და ვი­ღა­ცამ მათი თვითმფრი­ნა­ვი აა­ფეთ­ქა", - აღ­ნიშ­ნა ქა­და­გე­ბი­სას კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, რის შემ­დე­გაც ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის­თვის პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, ისე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრი და­ვით და­რახვე­ლი­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გია ვოლ­სკი, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ილია მეორე - ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს

ილია მეორე - ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს

ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, ის დიდხანს ვერ იბოგინებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ამთლიანებს და აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული - ეშმაკი ჰყოფს, და ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას.

"ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შუღლს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა", - აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, რის შემდეგაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც გარდაცვლილების ახლობლები, ისე პოლიტიკოსები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, ოპოზიციის წარმომადგენლები - ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია