სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა
ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა

24 წლის თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. შეხ­ვედ­რი­სას იხუმ­რა, ჩემი ოჯა­ხი­დან ყვე­ლა გზა თე­ატ­რში მი­დი­სო. მშობ­ლე­ბი, მა­რი­კა სა­მა­ნიშ­ვი­ლი და თენ­გო ჯა­ვა­ხა­ძე, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, მისი ძმაც ამა­ვე პრო­ფე­სი­ი­საა. ის ოჯახ­თან ერ­თად ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს. თეკ­ლას ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. "მე­ცხრე არხზე" გა­და­ცე­მა­ზე "დი­ლის იდი­ლია" მუ­შა­ობ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი თა­ვის საქ­მე­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა...

- მგო­ნია, რომ თე­ატ­რში და­ვი­ბა­დე. ქუ­თა­ის­ში ჩემი მოძ­რა­ო­ბის არე­ა­ლი იყო: სახ­ლი, სკო­ლა და თე­ატ­რი, მაგ­რამ უფრო მე­ტად - სახ­ლი და თე­ატ­რი. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რამე სხვა პრო­ფე­სია ამერ­ჩია. მშობ­ლებს სურ­დათ, სხვა გან­ხრით წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მეც სხვა­დას­ხვა სფე­რო მოვ­სინ­ჯე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ არა­ფე­რი მეყ­ვა­რე­ბო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე მე­ტად. ეს არის პრო­ფე­სია, რომ­ლის­თვი­საც თავს დავ­დებ (იღი­მის). მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში თუ ხარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი უნდა იყოო. არ­ჩე­ვა­ნი რომ შე­მეც­ვა­ლა და ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ, ვის არ მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვე­რა­ფერს გახ­დნენ. მშობ­ლებს ვპირ­დე­ბო­დი, რომ ვიქ­ნე­ბო­დი ისე­თი მსა­ხი­ო­ბი, რო­გო­რიც სა­ჭი­როა. მას შემ­დეგ სულ მტკი­ცე­ბა­ში ვარ, მგო­ნია, ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, რომ დედ-მა­მის სა­ხე­ლი გა­ვა­მარ­თლო და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო (იღი­მის).

თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. კარ­გი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი მსოფ­ლი­ოს ათ სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკლს შო­რის მოხ­ვდა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რეთ, მე­ო­რე წელს ინ­გლის­ში ფეს­ტი-ვალ­ზე იმა­ვე სპექ­ტაკ­ლით, "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქით" მიგ­ვიწ­ვი­ეს. აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, როცა თე­ატ­რის ქვე­ყა­ნა­ში აღ­მოვ­ჩნდით.

- ლონ­დონ­ში, "გლო­ბუს­ში" რო­გორ მოხ­ვდი?

- ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო მსა­ხი­ო­ბე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 2013 წელს ჩა­ტარ­და და მას ტრე-ნინ­გის სახე ჰქონ­და. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 20 მსა­ხი­ო­ბი შე­არ­ჩი­ეს. კას­ტინ­გი "სკა­ი­პის" მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ტარ­და და ოცე­ულ­ში ერთი ქარ­თვე­ლი მე აღ­მოვ­ჩნდი. ზრდას­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ, მათ შო­რის ერთი 45 წლის და ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, 22 წლის მე ვი­ყა­ვი. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­დი­ო­დით მე­ტყვე­ლე­ბის, მოძ­რა­ო­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბის­თვის სხვა აუ­ცი­ლე­ბელ კურ­სებს. იმავდრო­უ­ლად ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ნა­ცი­ო­ნა­ლურ კულ­ტუ­რას. სა­ა­მი­სოდ თი­თო­ე­ულს გარ­კვე­უ­ლი დრო გვქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. ჩემს 40 წუთ­ში მთელ ჯგუფს ვას­წავ­ლე სიმ­ღე­რა კი­ნო­ფილ­მი­დან "არ იდარ­დო". ოცი­ვე მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო და მა­შინ­ვე გა­შა­ლეს ხმებ­ში. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ისიც, როცა ფი­ნა­ლუ­რი შოუ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­თა და ცეკ­ვით გა­იხ­სნა. დღემ­დე მაქვს კონ­ტაქ­ტი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან და ახ­ლაც, რაც კი რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ხდე­ბა ჩვენ-ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ. "გლო­ბუ­სი­დან" დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ზე" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და იმავდრო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბაც იყო. ამას მოჰ­ყვა გი­ორ­გი ქან­თა­რი­ას "სამ მუშ­კე­ტერ­ში" კონ­სტან­ცას როლი.

- გი­ორ­გი არა­ბულ­თა­ნაც გაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, პირ­ვე­ლად მის სპექ­ტაკლში გნა­ხე...

- დიახ, 2012 წელს ათო­ნე­ლის თე­ატ­რში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სპექ­ტაკლში "ჰეი, გეს­მით ჩემი?!". იმა­ვე წელს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში "ოლი­ვერ­ზეც" ვმუ­შა­ობ­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა

ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა

24 წლის თეკლა ჯავახაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. შეხვედრისას იხუმრა, ჩემი ოჯახიდან ყველა გზა თეატრში მიდისო. მშობლები, მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე, ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან, მისი ძმაც ამავე პროფესიისაა. ის ოჯახთან ერთად ირლანდიაში ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს. თეკლას ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს. ''მეცხრე არხზე'' გადაცემაზე ''დილის იდილია'' მუშაობდა. გამორჩეული გარეგნობის ნიჭიერი მსახიობი თავის საქმესა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- მგონია, რომ თეატრში დავიბადე. ქუთაისში ჩემი მოძრაობის არეალი იყო: სახლი, სკოლა და თეატრი, მაგრამ უფრო მეტად - სახლი და თეატრი. ვერ წარმომედგინა, რამე სხვა პროფესია ამერჩია. მშობლებს სურდათ, სხვა განხრით წავსულიყავი, მეც სხვადასხვა სფერო მოვსინჯე, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი მეყვარებოდა მსახიობობაზე მეტად. ეს არის პროფესია, რომლისთვისაც თავს დავდებ (იღიმის). მშობლები მეუბნებოდნენ, ამ პროფესიაში თუ ხარ, ძალიან მაგარი უნდა იყოო. არჩევანი რომ შემეცვალა და ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინათ, ვის არ მიგზავნიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდნენ. მშობლებს ვპირდებოდი, რომ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც საჭიროა. მას შემდეგ სულ მტკიცებაში ვარ, მგონია, ყველაფერს შევძლებ. მუდმივად ვცდილობ, რომ დედ-მამის სახელი გავამართლო და გავაუმჯობესო (იღიმის).

თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონი გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. კარგი ბავშვები ვიყავით, ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი მსოფლიოს ათ საუკეთესო სტუდენტურ სპექტაკლს შორის მოხვდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, მეორე წელს ინგლისში ფესტი-ვალზე იმავე სპექტაკლით, ''ჩვენი პატარა ქალაქით'' მიგვიწვიეს. აჟიტირებული ვიყავით, როცა თეატრის ქვეყანაში აღმოვჩნდით.

- ლონდონში, ''გლობუსში'' როგორ მოხვდი?

- ეს იყო საერთაშორისო მსახიობების პროგრამა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა და მას ტრე-ნინგის სახე ჰქონდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 მსახიობი შეარჩიეს. კასტინგი ''სკაიპის'' მეშვეობით ჩატარდა და ოცეულში ერთი ქართველი მე აღმოვჩნდი. ზრდასრული მსახიობები იყვნენ, მათ შორის ერთი 45 წლის და ასაკით ყველაზე პატარა, 22 წლის მე ვიყავი. ერთი თვის განმავლობაში გავდიოდით მეტყველების, მოძრაობისა და მსახიობისთვის სხვა აუცილებელ კურსებს. იმავდროულად ერთმანეთს ვუზიარებდით ნაციონალურ კულტურას. საამისოდ თითოეულს გარკვეული დრო გვქონდა გამოყოფილი. ჩემს 40 წუთში მთელ ჯგუფს ვასწავლე სიმღერა კინოფილმიდან ''არ იდარდო''. ოცივე მსახიობი ძალიან ნიჭიერი იყო და მაშინვე გაშალეს ხმებში. სასიამოვნო იყო ისიც, როცა ფინალური შოუ ქართული სიმღერითა და ცეკვით გაიხსნა. დღემდე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან და ახლაც, რაც კი რამ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში, ერთმანეთს ვუზიარებთ. ''გლობუსიდან'' დაბრუნებულმა ლევან წულაძესთან ''რომეო და ჯულიეტაზე'' დავიწყე მუშაობა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და იმავდროულად წარმატებაც იყო. ამას მოჰყვა გიორგი ქანთარიას ''სამ მუშკეტერში'' კონსტანცას როლი.

- გიორგი არაბულთანაც გაქვს ნამუშევარი, პირველად მის სპექტაკლში გნახე...

- დიახ, 2012 წელს ათონელის თეატრში ვმონაწილეობდი სპექტაკლში ''ჰეი, გესმით ჩემი?!''. იმავე წელს რუსთაველის თეატრში ''ოლივერზეც'' ვმუშაობდი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება