დღეს, 23:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 23:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირზე დღეს, 23:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება გამომცემლობა "მერანთან", ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები შემოვლითი გზით - ჭონქაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე იმოძრავებენ.

26 მაისს დილით, 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია