რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ "აისში" ღონისძიება "იმეგობრეთ აისთან" გაიმართა.
პროგრამების მენეჯერის, ნინო ჭინჭარაულის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ როგორც სპონსორები, ისე მეგობრები. მისივე ინფორმაციით, გაიმართა კონცერტი, სადაც ბენეფიციარებმა და სტუმრებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს.
"ჩვენ დავპატიჟეთ ჩვენი მეგობრები, ჩვენი სპონსორები და სხვა ადამიანები, რათა გადაგვეხადა მადლობა. ჩვენი ბენეფიციარებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასია სტუმრობა და დალაპარაკება", - განაცხადა ნინო ჭინჭარაულმა.