მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

ად­ვო­კა­ტე­ბი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შევ­ლენ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და იმე­დი მაქვს სა­სა­მარ­თლო ამ­ჯე­რად მა­ინც მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ ბა­თუმ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ გან­მარ­ტა, სამ­სა­ხურ­ში ორი კვი­რით აღ­დგე­ნა თვით­მი­ზა­ნი არ არის, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია პრინ­ციპ­ზე.

"ორი კვი­რით სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა ჩემ­თვის თვით­მი­ზა­ნი არ არის. აქ არის პრინ­ციპ­ზე სა­უ­ბა­რი. ის რაც არ გე­კუთ­ვნის, ის რაც უკა­ნო­ნოა, უზ­ნე­ოა, მთავ­რო­ბამ არ უნდა ჩა­ი­დი­ნოს, ანდა ქვე­ყა­ნა­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს ის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც ამ უზ­ნე­ო­ბის ჩა­დე­ნას სა­სა­მარ­თლოს არ შე­არ­ჩენს", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა მერი და გამ­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის­გან და­ცუ­ლი.

"სა­კონ­სტი­ტი­უ­ციო სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. 15 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ახალ მე­რებს და გამ­გებ­ლებს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ წერ­ტი­ლი და­უს­ვა იმ მავ­ნე პრაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა ამ მთავ­რო­ბამ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ. დღე­ი­დან მე­რე­ბის და გამ­გებ­ლე­ბის არ­ჩე­ვას ექ­ნე­ბა აზრი. მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა ახა­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი მი­ი­ღო, შავი ხვრე­ლი იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ დროს, თუ მთავ­რო­ბას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი მერი, შე­ეძ­ლო ასე­თი­ვე პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა და დრო­ე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მა­ინც ჩა­მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 159-ე მუხ­ლის ის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი და პირ­და­პი­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით არ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თუმ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა მი­ი­ღო. სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი, გიგი უგუ­ლა­ვა მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

ადვოკატები შუამდგომლობით შევლენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იმედი მაქვს სასამართლო ამჯერად მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგი უგულავამ განმარტა, სამსახურში ორი კვირით აღდგენა თვითმიზანი არ არის, მაგრამ საუბარია პრინციპზე.

"ორი კვირით სამსახურში აღდგენა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. აქ არის პრინციპზე საუბარი. ის რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას სასამართლოს არ შეარჩენს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა მერი და გამგებელი იქნება მთავრობისგან დაცული.

"საკონსტიტიუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისთვის. 15 ივნისიდან საქართველო ირჩევს ახალ მერებს და გამგებლებს. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც გამოიყენა ამ მთავრობამ, პროკურატურამ. დღეიდან მერების და გამგებლების არჩევას ექნება აზრი. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, შავი ხვრელი იყო დატოვებული და ნებისმიერ დროს, თუ მთავრობას არ მოეწონებოდა ხალხის არჩეული მერი, შეეძლო ასეთივე პარტიზანული მეთოდებით გადაეყენებინა და დროებით თანამდებობიდან მაინც ჩამოეცილებინა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ