მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს
გოგა ხაჩიძე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე

ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ახალ სკან­დალს აა­ნონ­სებს.

"ჩემ­თვის სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­ცხა­დებ:

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia აპი­რებს "აღ­მო­ა­ჩი­ნოს" თა­ვი­სი­ვე მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა, ე.წ. {პორ­ტა­ტუ­ლი}.

ამის შემ­დეგ, კუდ-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ამ "აღ­მო­ჩე­ნას" და­ა­დას­ტუ­რებს.

ამას­თან ზ.ა. თა­ნამ­შრო­მე­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, პორ­ტა­ტუ­ლი მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტის "და­კარ­გვის" ფაქტს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და­აბ­რა­ლებს.

ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ არ ვწერ, რომ ქ-ნ ლელა კა­კუ­ლი­ას გა­ვუ­წიო კონ­კუ­რენ­ცია.

პრე­ვენ­ცი­აა, იქ­ნებ შსს-მ და მი­ნის­ტრმა ჭი­კა­ი­ძემ, ცოტა მეტი ფან­ტა­ზია გა­მო­ი­ჩი­ნოს", - წერს ხა­ჩი­ძე.

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო და ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­მი­ყუ­რა­დე­ბის­თის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტა­ტუ­ლი ტექ­ნი­კის დიდი ნა­წი­ლი და­კარ­გუ­ლია და არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით სარ­გებ­ლო­ბენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ ორი კვი­რის წინ გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბობს კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა "ერთ-ერთ ღა­მეს დატ­ვირ­თეს და მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­ი­ტა­ნეს". ჭი­კა­ი­ძის თქმით, ეს შს უწყე­ბა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მის­ვლამ­დე მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და შს მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მას შემ­დეგ გა­ა­კე­თეს, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ ამონ­ტა­ჟებ­დნენ "რუს­თა­ვი 2"-ში უკა­ნო­ნოდ ფა­რულ კა­მე­რებს - პრო­კუ­რა­ტუ­რა ვი­დე­ო­მა­სა­ლას ასა­ჯა­რო­ებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა: ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი ფა­რულ ვი­დე­ო­მი­ყუ­რა­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ

ლე­ვან იზო­რია - და­კარ­გულ მო­სას­მენ ტექ­ნი­კას ვი­ღაც იყე­ნებს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენც გვის­მე­ნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

გოგა ხაჩიძე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს

გოგა ხაჩიძე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს.

"ჩემთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ვაცხადებ:

უახლოეს დღეებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia აპირებს "აღმოაჩინოს" თავისივე მოსასმენი აპარატურა, ე.წ. {პორტატული}.

ამის შემდეგ, კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია წარმატებულად თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, ამ "აღმოჩენას" დაადასტურებს.

ამასთან ზ.ა. თანამშრომელი, დიდი ალბათობით, პორტატული მოსასმენი აპარატის "დაკარგვის" ფაქტს ვანო მერაბიშვილს დააბრალებს.

ამ ყველაფერს იმიტომ არ ვწერ, რომ ქ-ნ ლელა კაკულიას გავუწიო კონკურენცია.

პრევენციაა, იქნებ შსს-მ და მინისტრმა ჭიკაიძემ, ცოტა მეტი ფანტაზია გამოიჩინოს", - წერს ხაჩიძე.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეომიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ორი კვირის წინ განაცხადა, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს". ჭიკაიძის თქმით, ეს შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.

პროკურატურამ და შს მინისტრმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის შენობაში ფარული თვალთვალისა და მიყურადების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.

იხილეთ ასევე: როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს

პროკურატურა: ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები ფარულ ვიდეომიყურადებას ახორციელებენ

ლევან იზორია - დაკარგულ მოსასმენ ტექნიკას ვიღაც იყენებს და შესაძლებელია, ჩვენც გვისმენენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს