საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას სთხოვს, დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სპეკულირება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში", ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
პრემიერის თქმით, ძალინ ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
"ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე", - განაცხადა ირაკლი ღარობაშვილმა.
კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელეს.
"მე აგრეთვე გახლავართ კოალიციის ლიდერი, ჩვენ გუნდშიც ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერი მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა