ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მომხდარ წყალდიდობაში სასულიერო პირები საერთაშორისო კონკურს "ევროვიზიის" გამარჯვებულ კონჩიტას ადანაშაულებენ.
სასულიერო პირები ერთხმად აცხადებენ, რომ წყალდიდობა, რომელმაც ქვეყანაში 150 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ხოლო 50 - იმსხვერპლა, კონჩიტას გამარჯვებისთვის "ღვთიური სასჯელია".
მონტენეგროს პატრიარქი ამფილოხი აცხადებს, რომ "ეს წყალდიდობა დამთხვევა არაა, ის გაფრთხილებაა. ღმერთმა წვიმა გამოგვიგზავნა, რათა შეეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ სატანას გაემიჯნოს".
იგივე მოსაზრება აქვს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ირინეოსს.
"ეს განადგურება მათი ნაკლის ღვთაებრივი სასჯელია. ღმერთმა სერბეთი ცოდვების გამო განბანა", - განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საუკუნის ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა მოხდა. ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა. სერბეთსა და ბოსნიაში სტიქიის შედეგად უკვე 50 ადამიანია დაღუპული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოლო 120 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა იყო. მათივე ინფორმაციით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ევაკუირებულია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზლატკოა ლაგუმჯიას განცხადებით, დანგრეულია 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძლიერი წვიმების შედეგად, 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დანაღმულ ტერიტორიებზე მეწყერი ჩამოწვა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.