თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომანქანა და "ჟიგულის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი 8 წლის გიორგი კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის და 2 წლის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
როგორც დაზარალებულების მეზობლები აცხადებენ, კომშიაშვილების მეზობლის ავტომანქანით თელავიდან სოფელ ენისელში, სახლში ბრუნდებოდნენ.