პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GWP-ი თბილისში ონკანის წყლის ხარისხთან დაკავშირებით მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
GWP-ი თბილისში ონკანის წყლის ხარისხთან დაკავშირებით მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" წყლის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" გან­ცხა­დე­ბით, სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობს.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ერ უბან­ში, თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყა­ლი ერ­თნა­ი­რად ხა­რის­ხი­ა­ნია.

წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია შეგ­ნე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია. უც­ნო­ბი პი­რე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი რე­კავს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­ში, ცალ­კე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და უცხა­დებს, რომ ონ­კა­ნის წყა­ლი სა­ში­შია სას­მე­ლად. ეს არის ისე­თი­ვე და შე­საძ­ლოა უფრო დიდი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გო­რიც უკვე არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­საძ­ლო არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კომ­პა­ნია აპი­რებს, მი­მარ­თოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო. ჩვე­ნი აზ­რით, ის რაც ხდე­ბა, არის და­ნა­შა­უ­ლი და ამით ზა­რალ­დე­ბა არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ყავთ შეც­დო­მა­ში. ასე­ვე, ვა­პი­რებთ მო­ვი­თხო­ვოთ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა იმ პი­რე­ბის მი­მართ, ვინც მსგავს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რად­გან ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ხელს გვიშ­ლის ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში.

გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს აბო­ნენ­ტებს, რომ კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია ISO-ს სტან­დარ­ტე­ბით აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში ამოწ­მებს წყლის ხა­რისხს.

მოგ­მარ­თავთ, არ აყ­ვეთ პა­ნი­კას და კი­დევ ერთხელ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ წყა­ლი თქვენს ონ­კა­ნებ­ში სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

GWP-ი თბილისში ონკანის წყლის ხარისხთან დაკავშირებით მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

GWP-ი თბილისში ონკანის წყლის ხარისხთან დაკავშირებით მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, სასმელი წყლის ხარისხი ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით, კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ნებისმიერ უბანში, თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ერთნაირად ხარისხიანია.

წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულია შეგნებული და შესაძლოა, ორგანიზებული დეზინფორმაცია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. უცნობი პირებისგან შემდგარი ჯგუფი რეკავს საინფორმაციო სააგენტოებში, ტელეკომპანიებში, ცალკეულ მოქალაქეებთან და უცხადებს, რომ ონკანის წყალი საშიშია სასმელად. ეს არის ისეთივე და შესაძლოა უფრო დიდი დანაშაული, როგორიც უკვე არაერთხელ გავრცელდა მაგალითად, სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

კომპანია აპირებს, მიმართოს სამართალდამცავებს იმისთვის, რომ დადგინდეს დეზინფორმაციის წყარო. ჩვენი აზრით, ის რაც ხდება, არის დანაშაული და ამით ზარალდება არა მხოლოდ კომპანიის ავტორიტეტი, არამედ პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობა, რომელიც შეგნებულად შეყავთ შეცდომაში. ასევე, ვაპირებთ მოვითხოვოთ სანქციების გამკაცრება იმ პირების მიმართ, ვინც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს გვიშლის ჩვენი მოვალეობის შესრულებაში.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს აბონენტებს, რომ კომპანიას გააჩნია ISO-ს სტანდარტებით აკრედიტებული და საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ამოწმებს წყლის ხარისხს.

მოგმართავთ, არ აყვეთ პანიკას და კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წყალი თქვენს ონკანებში სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია