გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 3 გორგოლაჭიან სავარძელს შეიძენს, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, რწევის რეჟიმიც გააჩნია. სამ სავარძელში გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ლარს იხდის, თითოეულში 300 ლარს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამგეობა კიდევ 7 გორგოლაჭიან სავარძელს და ერთ მაგიდას ყიდულობს. ამ შემთხვევაში, სავარძლებს რწევის რეჟიმი არ გააჩნია.