საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს
 მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს

ის­ტო­რი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბა ინ­გუ­შეთ­ში თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი იყოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თა­მარ მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კო­სე­ბი წე­რენ, რომ თა­მა­რი გე­ლათ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი და მას ამა­ში თა­ვა­დაც ეჭვი არ ეპა­რე­ბა.

"ალა­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე ვე­რა­ფერ გე­ტყვით, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ინ­გუ­შეთ­ში თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი იყოს. რა უნდა ინ­გუ­შეთ­ში თა­მარ მე­ფის საფ­ლავს?! მარ­თა­ლია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ რა­ტომ უნდა და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ ინ­გუ­შეთ­ში?! რაც მთა­ვა­რია სამ­მა ის­ტო­რი­კოს­მა, რო­მელ­თა­გან ორი თა­მარ მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვეა, ხოლო ერთი თა­მა­რის შვი­ლის, ლაშა-გი­ორ­გის, და­წე­რა ერთი და იგი­ვე, რომ თა­მა­რი დაკ­რძა­ლუ­ლია გე­ლათ­ში. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ თა­მარ მეფე გე­ლათ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

ინ­გუ­შეთ­ში ავ­ტო­საგ­ზაო ბრი­გა­დის მუ­შებ­მა მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, უძ­ვე­ლე­სი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ალა­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბაა და­მა­ლუ­ლი ან თა­მარ მე­ფის სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლა­ვია. ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტის" კრუპ­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ უმა­ლატ გა­დი­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია, გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას, იქ, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რო­სიო ტურ­ნი­რი "მთებ­ში შერ­კი­ნე­ბა" უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა გა­მოქ­ვა­ბუ­ლი. მსგავ­სი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი ინ­გუ­შეთ­ში ად­რეც არა­ერ­თხელ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. ისი­ნი IX-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა", – აღ­ნიშ­ნა გა­დი­ევ­მა.

მისი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია იმის ვა­რა­უ­დი, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი იყოს. ასე­ვე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ასე­თი­ვე გა­მოქ­ვა­ბულ­ში იყოს და­მა­ლუ­ლი ალა­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის, მა­გა­სას ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა. გა­დი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ამის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად რა­ი­მეს თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა კი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.

ამას­თან, ად­გი­ლი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ინ­გუ­შე­თის პირ­ველ­მა პირ­მა იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­როვ­მა, რო­მელ­მაც გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა ად­გი­ლის დაც­ვის შე­სა­ხებ, რათა არ მოხ­დეს გა­მოქ­ვა­ბულ­ში უცხო პი­რე­ბის შეღ­წე­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს

 მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარიკა ლორთქიფანიძემ განუცხადა, თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსები წერენ, რომ თამარი გელათშია დაკრძალული და მას ამაში თავადაც ეჭვი არ ეპარება.

"ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაზე ვერაფერ გეტყვით, მაგრამ არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. რა უნდა ინგუშეთში თამარ მეფის საფლავს?! მართალია ჩრდილოეთ კავკასია მაშინ საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში იმყოფებოდა, მაგრამ რატომ უნდა დაესვენებინათ ინგუშეთში?! რაც მთავარია სამმა ისტორიკოსმა, რომელთაგან ორი თამარ მეფის თანამედროვეა, ხოლო ერთი თამარის შვილის, ლაშა-გიორგის, დაწერა ერთი და იგივე, რომ თამარი დაკრძალულია გელათში. ეჭვი არ მეპარება, რომ თამარ მეფე გელათშია დაკრძალული", - განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ.

ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა განუცხადა.

"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც გაგვაჩნია, გზის მშენებლობისას, იქ, სადაც საერთაშოროსიო ტურნირი "მთებში შერკინება" უნდა გამართულიყო, მეწყერი ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XI საუკუნეებით თარიღდება", – აღნიშნა გადიევმა.

მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.

ამასთან, ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელმაც გასცა განკარგულება ადგილის დაცვის შესახებ, რათა არ მოხდეს გამოქვაბულში უცხო პირების შეღწევა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია