პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''
ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''

თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­მა ჩა­ი­ა­რა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ელი­ან, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი მა­ინც ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა ხოლ­მე მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას. მათ შო­რის ნამ­დვი­ლად არის ჯორჯ ჯეი ბი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 14 წლის ასაკ­ში, საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის­თვის ნაკ­ლე­ბად არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით მა­შინ­დელ მო­დის კვი­რე­ულ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი გა­ა­ო­ცა. დღეს კი მა­მა­კა­ცე­ბი მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბით, გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მო­სით, ვარ­ცხნი­ლო­ბით უკვე მო­დის კვი­რე­უ­ლის ერ­თგვარ ტრენ­დად იქცა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა მა­ინც გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და კვი­რე­უ­ლის ზო­გი­ერ­თი სტუ­მა­რი კონ­ჩი­ტა­საც შე­ა­და­რეს.

რო­გორც ჯორჯ ჯეი ბი ამ­ბობს, მას ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. ის კი არა­და, თა­ვა­დაც გაგ­ვა­ო­ცა, როცა "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბულ კონ­ჩი­ტას გა­რეგ­ნო­ბა­საც გაჰ­კრა კბი­ლი თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუს­ში და და­წე­რა, რომ მისი ვი­ზუ­ა­ლი სიმ­პა­თი­ას არა­ნა­ი­რად არ იმ­სა­ხუ­რებს და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის იმიჯს ლა­ხავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ფიქ­რობს ასე ჯეი ბი და რა­ტომ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ 17 მა­ისს და­ე­წე­რა: "დღეს მეც გეი ვარ!.."

სულ ბიზ­ნეს­სა და კო­მერ­ცი­ა­ზე ფიქ­რი ან­გრევს დი­ზა­ი­ნერს, შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­საც დიდ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულს? რა მო­გე­წო­ნა, რა - არა.

- მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბო­და მო­დის კვი­რე­ულს, რად­გან ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზა ჰქონ­დათ. გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. გარ­და ამი­სა, გა­ვი­გეთ, რომ იქ­ნე­ბო­და ბევ­რი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი, ეს სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დად კრი­ტი­კუ­ლი ვარ, კარ­გი რა­ღა­ცის შემ­ჩნე­ვა და თქმაც შე­მიძ­ლია. კვი­რე­უ­ლის გახ­სნა ნამ­დვი­ლად კარ­გი იყო. პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია ატე­ლიე "კი­კა­ლამ" წარ­მო­ად­გი­ნა. მისი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­ლავთ ლადო ბო­კუ­ჩა­ვა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ო­ცა­რი დი­ზა­ი­ნე­რია და გა­და­რე­უ­ლი ვარ, ნამ­დვი­ლად ტა­ლან­ტია. საკ­მა­ოდ პა­ტა­რაა ასა­კით, მაგ­რამ იგ­რძნო­ბა, რომ იცის ფერი, ნა­ჭე­რი, ყვე­ლა­ფე­რი. გახ­სნის მე­ო­რე კო­ლექ­ცია იყო გო­ლა­სი. ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ იყო ერთ დღეს ამ ორი სახ­ლის ჩვე­ნე­ბა, რად­გან ეს იყო ხა­რის­ხე­ბის და­ჯა­ხე­ბა. "კი­კა­ლას" მერე გოლა და­ი­კარ­გა და აღა­რაფ­რად ჩან­და. გო­ლას კო­ლექ­ცი­ას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, დი­ლე­ტან­ტი დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი მე­გო­ნა. არ იგ­რძნო­ბო­და კოს­ტი­უ­მებს შო­რის ჰარ­მო­ნია, ზედ­მე­ტად და­ზე­პი­რე­ბუ­ლად და მსუ­ყედ იყო გად­მო­ცე­მუ­ლი ტენ­დენ­ცია. ჩემი აზ­რი­თა და აღ­ქმით, არ იყო მცდე­ლო­ბა, კო­ლექ­ცია ცოტა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის­კენ წა­ეყ­ვა­ნა. გა­სა­გე­ბია, რომ "და­ლო­ოდს" წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ სახ­ლმა დი­ზი­ა­ნერს არ უნდა მოს­თხო­ვოს, რომ კო­ლექ­ცია მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ის ხა­ზით ატა­როს. სულ ბიზ­ნეს­სა და კო­მერ­ცი­ა­ზე ფიქ­რი ან­გრევს დი­ზა­ი­ნერს, შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­საც დიდ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. მით უმე­ტეს, როცა ამას სხვა კარ­გი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ აკე­თებ. როცა ხა­რისხს ვამ­ბობ, მა­ინ­ცდა­მა­ინც ნაჭ­რის ხა­რისხს არ ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან სა­უ­კე­თე­სო ნაჭ­რის­გან შე­იძ­ლე­ბა რო­გორც კარ­გი, ასე­ვე ცუდი სა­მო­სის შექ­მნა. ტენ­დენ­ცია გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დი­ზა­ი­ნერ­მა, თა­ვი­სი სურ­ვი­ლით, ან რამე უნდა გა­მო­აკ­ლოს ან მი­ა­მა­ტოს და მას ბრმად არ მიჰ­ყვეს. მოკ­ლედ, გოლა ჩემ­თვის დი­ლე­ტან­ტი დი­ზა­ი­ნე­რია. ალ­ბათ, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბაა. თუმ­ცა აქვე მინ­და ვთქვა, რომ მე არც მო­დის კრი­ტი­კო­სი ვარ და არც ბლო­გე­რი.

- გახ­სნა გა­სა­გე­ბია და რო­გო­რი იყო კვი­რე­უ­ლის შემ­დე­გი კო­ლექ­ცი­ე­ბი?

- ვფიქ­რობ, ზო­გი­ერ­თი დი­ზა­ი­ნე­რი სა­ერ­თოდ აღარ უნდა და­თან­ხმდეს აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ან არ მი­იწ­ვი­ონ, რად­გან რა­საც ათი წლის წინ აკე­თებ­დნენ, ახ­ლაც იმა­ვეს კე­თე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''

ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''

თბილისის მოდის კვირეულმა ჩაიარა. არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი დიზაინერებისგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი მაინც ინტერესით ელოდება ხოლმე მსგავს ღონისძიებას. მათ შორის ნამდვილად არის ჯორჯ ჯეი ბი, რომელმაც ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ჩაცმულობით, რომელიც მამაკაცისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი, და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაშინდელ მოდის კვირეულზე შეკრებილი ხალხი გააოცა. დღეს კი მამაკაცები მაღალი ქუსლებით, გამორჩეული სამოსით, ვარცხნილობით უკვე მოდის კვირეულის ერთგვარ ტრენდად იქცა. ამის მიუხედავად, გავრცელებულმა ფოტოებმა მაინც გააღიზიანა ინტერნეტმომხმარებლები და კვირეულის ზოგიერთი სტუმარი კონჩიტასაც შეადარეს.

როგორც ჯორჯ ჯეი ბი ამბობს, მას ამგვარი შეფასებები არ გაჰკვირვებია. ის კი არადა, თავადაც გაგვაოცა, როცა ''ევროვიზიის'' გამარჯვებულ კონჩიტას გარეგნობასაც გაჰკრა კბილი თავის ''ფეისბუქის'' სტატუსში და დაწერა, რომ მისი ვიზუალი სიმპათიას არანაირად არ იმსახურებს და სექსუალური უმცირესობების იმიჯს ლახავს. საინტერესოა, რატომ ფიქრობს ასე ჯეი ბი და რატომ გაუჩნდა სურვილი, რომ 17 მაისს დაეწერა: ''დღეს მეც გეი ვარ!..''

სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს

- როგორ შეაფასებ თბილისის მოდის კვირეულს? რა მოგეწონა, რა - არა.

- მთელი საქართველო ელოდებოდა მოდის კვირეულს, რადგან ერთწლიანი პაუზა ჰქონდათ. გავრცელდა ხმები, რომ ძალიან საინტერესო მონაწილეები იქნებოდნენ. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ იქნებოდა ბევრი უცხოელი სტუმარი, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოვიდა, რომელთა შეფასებასაც აქვს მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კრიტიკული ვარ, კარგი რაღაცის შემჩნევა და თქმაც შემიძლია. კვირეულის გახსნა ნამდვილად კარგი იყო. პირველი კოლექცია ატელიე ''კიკალამ'' წარმოადგინა. მისი დიზაინერი გახლავთ ლადო ბოკუჩავა. შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი დიზაინერია და გადარეული ვარ, ნამდვილად ტალანტია. საკმაოდ პატარაა ასაკით, მაგრამ იგრძნობა, რომ იცის ფერი, ნაჭერი, ყველაფერი. გახსნის მეორე კოლექცია იყო გოლასი. ვერ მივხვდი, რატომ იყო ერთ დღეს ამ ორი სახლის ჩვენება, რადგან ეს იყო ხარისხების დაჯახება. ''კიკალას'' მერე გოლა დაიკარგა და აღარაფრად ჩანდა. გოლას კოლექციას რომ ვუყურებდი, დილეტანტი დიზაინერის ნამუშევრები მეგონა. არ იგრძნობოდა კოსტიუმებს შორის ჰარმონია, ზედმეტად დაზეპირებულად და მსუყედ იყო გადმოცემული ტენდენცია. ჩემი აზრითა და აღქმით, არ იყო მცდელობა, კოლექცია ცოტა ინდივიდუალიზმისკენ წაეყვანა. გასაგებია, რომ ''დალოოდს'' წარმოადგენდა, მაგრამ სახლმა დიზიანერს არ უნდა მოსთხოვოს, რომ კოლექცია მხოლოდ კომერციის ხაზით ატაროს. სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს. მით უმეტეს, როცა ამას სხვა კარგი კოლექციის ჩვენების შემდეგ აკეთებ. როცა ხარისხს ვამბობ, მაინცდამაინც ნაჭრის ხარისხს არ ვგულისხმობ, რადგან საუკეთესო ნაჭრისგან შეიძლება როგორც კარგი, ასევე ცუდი სამოსის შექმნა. ტენდენცია გასაგებია, მაგრამ დიზაინერმა, თავისი სურვილით, ან რამე უნდა გამოაკლოს ან მიამატოს და მას ბრმად არ მიჰყვეს. მოკლედ, გოლა ჩემთვის დილეტანტი დიზაინერია. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არც მოდის კრიტიკოსი ვარ და არც ბლოგერი.

- გახსნა გასაგებია და როგორი იყო კვირეულის შემდეგი კოლექციები?

- ვფიქრობ, ზოგიერთი დიზაინერი საერთოდ აღარ უნდა დათანხმდეს აქ მონაწილეობას ან არ მიიწვიონ, რადგან რასაც ათი წლის წინ აკეთებდნენ, ახლაც იმავეს კეთებას აგრძელებენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება