სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა
მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა

"ორი ვარ­სკვლა­ვის" ბოლო ტურ­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი უნდა გა­გახ­სე­ნოთ: მას მერე, რაც შო­უ­ში ოთხმა წყვილ­მა ორ-ორი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, წყალ­ბურ­თელ მიშა ბა­ღა­თუ­რი­ა­სა და მომ­ღე­რალ სოფო გე­ლო­ვა­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჟი­უ­რის მოწ­ვე­ულ­მა წევ­რმა, კახი მა­მუ­ლაშ­ვილ­მა დარ­ბა­ზი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა: მიშა ბა­ღა­თუ­რი­ას შეს­თა­ვა­ზა, წელსზე­მოთ გა­ე­ხა­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, წყვილს ქუ­ლას არ და­უ­წერ­და.

მი­შამ გახ­და­ზე უარი თქვა. მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა წყალ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს და მა­ი­სუ­რე­ბი გა­ი­ხა­დეს. ისი­ნი დარ­ბაზ­ში მე­გობ­რის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი. სპორ­ტსმე­ნებს მა­მუ­ლი­ჩაც შე­უ­ერ­თდა წელსზე­მოთ ისიც გა­შიშ­ვლდა. მან ზურ­გზე და­წე­რი­ლი 10 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა წყვი­ლი. მიშა ბა­ღა­თუ­რი­ა­სა და სოფო გე­ლო­ვა­ნის ამან მა­ინც ვერ უშ­ვე­ლა, - ისი­ნი ფოლკ-ტუ­რი­დან შოუს გა­მო­ე­თიშ­ნენ.

"ამ­ბე­ბი.გე" მა­მუ­ლი­ჩას შე­ეხ­მი­ა­ნა, რო­მე­ლიც შო­უ­ში მარ­თა­ლია პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა და შო­უ­მე­ნუ­რი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა...

- სტრიპ­ტიზ­ბარ­ში ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. იმ დღის შემ­დეგ წი­ნა­და­დე­ბე­ბი მი­ვი­ღე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). მთხო­ვეს, აგიყ­ვანთ და კარ­გად გა­და­გიხ­დი­თო...

- მერე რა აზ­რის ხარ?

- ახლა თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის.

- იქ ხომ სტიპ­ტი­ზი­ო­რე­ბად უმე­ტე­სად გოგოები მუ­შა­ო­ბენ?…

- კი, მაგ­რამ ჩემ­მა ზურ­გზე აღ­ბეჭ­დილ­მა 10-იან­მა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ... მი­თხრეს, ეგ წარ­წე­რა არ უნდა მო­ი­ცი­ლოო...

- ე.ი. მზად ხარ, რომ ძელზე იცო­ცო?…

- ოღონდ, ერთი პი­რო­ბით, წელს ქვე­მოთ ვერ გა­ვიხ­დი და შარ­ვლით, კი ბა­ტო­ნო (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... ახლა სწო­რედ ამა­ზეც მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, და­თან­ხმდე­ბი?

- შო­უ­ბიზ­ნე­სი თუ არ გა­ცო­ცხლდა, ალ­ბათ წა­ვალ, სხვა რა გზაა?

- ხმრო­ბა იქით იყოს და რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, გა­გე­ხა­და?

- შოუს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, რა­ღაც მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მეტი ტემ­პი სჭირ­დე­ბო­და. პირ­ველ ტურ­ზე მინ­დო­და, რა­ღაც მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, მერე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სიას ჩავ­ხე­დე, ვის­თან რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა და უც­ბად ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე. შეს­ვე­ნე­ბა­ზე გავ­ვარ­დი გრი­მი­ორ ნი­ნოს­თან. მა­ინ­ტერ­სებ­და, შეძ­ლებ­და თუ არა ზურ­გზე 10-ია­ნის და­წე­რას. პრობ­ლე­მა არ არი­სო და სამი-ოთხი წუთი დაგ­ვჭირ­და.

გა­მი­ხარ­და, რომ წყალ­ბურ­თელ­თა ახალ­გაზ­რდულ­მა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა დარ­ბაზ­ში მხა­რი ამი­ბეს და მეც სტი­მუ­ლი მო­მე­ცა... მოკ­ლედ, ამ ჟეს­ტით, წყალ­ბურ­თის­თვის მინ­დო­და რეკ­ლა­მა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ბი­ჭებს მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. რო­გორც რაგ­ბი­სა და ფეხ­ბურთზე დავ­დი­ვართ, წყალ­ბურთზეც ისე უნდა ვი­ა­როთ. ისი­ნი მა­გა­რი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის ღირ­სე­ბი არი­ან.

- ლელა თუ გყავ­და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, რა­საც აპი­რებ­დი?

- არა, რა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, გახ­და რომ და­ვი­წყდე, გული გა­უს­კდა, იქი­დან მიყ­ვი­რო­და, რას შვრე­ბიო. მოკ­ლედ, მინ­დო­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­მე­ცო­ცხლე­ბი­ნა...

- პირ­ვე­ლი შო­უ­მე­ნუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი მცდე­ლო­ბა იყო.

- დად­გმუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე­თი არ გა­მო­ვი­დო­და.

- მათ რას ეტყვი, ვი­საც ეს ხუმ­რო­ბა არ მო­ე­წო­ნა?

- ვი­ღა­ცას ცხა­დია, არ მო­ე­წო­ნე­ბა. ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ასე მინ­დო­და. რომ შოუ გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა და ვი­მე­ო­რებ, წყალ­ბურ­თის­თვის, რო­გორც სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის­თვის რეკ­ლა­მა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. კონ­ჩი­ტას­თვის ხომ არ გა­მი­კე­თე­ბია რეკ­ლა­მა?!

- ახლა შო­უ­მე­ნო­ბას ხომ არ აპი­რებ?

- არა, არა, მე ბუ­ნე­ბით ვარ შო­უ­მე­ნი. ვი­საც იუ­მო­რი არ აქვს, მო­დუნ­დეს.

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა

მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა

"ორი ვარსკვლავის" ბოლო ტურზე მომხდარი ამბავი უნდა გაგახსენოთ: მას მერე, რაც შოუში ოთხმა წყვილმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა, წყალბურთელ მიშა ბაღათურიასა და მომღერალ სოფო გელოვანის გამოსვლის შემდეგ, ჟიურის მოწვეულმა წევრმა, კახი მამულაშვილმა დარბაზი გაამხიარულა: მიშა ბაღათურიას შესთავაზა, წელსზემოთ გაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვილს ქულას არ დაუწერდა.

მიშამ გახდაზე უარი თქვა. მეგობრის დახმარება წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა გადაწყვიტეს და მაისურები გაიხადეს. ისინი დარბაზში მეგობრის საგულშემატკივროდ იყვნენ მისულები. სპორტსმენებს მამულიჩაც შეუერთდა წელსზემოთ ისიც გაშიშვლდა. მან ზურგზე დაწერილი 10 ქულით შეაფასა წყვილი. მიშა ბაღათურიასა და სოფო გელოვანის ამან მაინც ვერ უშველა, - ისინი ფოლკ-ტურიდან შოუს გამოეთიშნენ.

"ამბები.გე" მამულიჩას შეეხმიანა, რომელიც შოუში მართალია პირველად გამოჩნდა და შოუმენური უნარი გამოავლინა...

- სტრიპტიზბარში ვიწყებ მუშაობას. იმ დღის შემდეგ წინადადებები მივიღე (სიცილით ამბობს). მთხოვეს, აგიყვანთ და კარგად გადაგიხდითო...

- მერე რა აზრის ხარ?

- ახლა თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიდის.

- იქ ხომ სტიპტიზიორებად უმეტესად გოგოები მუშაობენ?…

- კი, მაგრამ ჩემმა ზურგზე აღბეჭდილმა 10-იანმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ... მითხრეს, ეგ წარწერა არ უნდა მოიცილოო...

- ე.ი. მზად ხარ, რომ ძელზე იცოცო?…

- ოღონდ, ერთი პირობით, წელს ქვემოთ ვერ გავიხდი და შარვლით, კი ბატონო (სიცილით ამბობს)... ახლა სწორედ ამაზეც მიდის მოლაპარაკება.

- როგორ ფიქრობ, დათანხმდები?

- შოუბიზნესი თუ არ გაცოცხლდა, ალბათ წავალ, სხვა რა გზაა?

- ხმრობა იქით იყოს და რატომ გადაწყვიტე, გაგეხადა?

- შოუს რომ ვუყურებდი, რაღაც მომეჩვენა, რომ მეტი ტემპი სჭირდებოდა. პირველ ტურზე მინდოდა, რაღაც მომეფიქრებინა, მერე მონაწილეების სიას ჩავხედე, ვისთან რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და უცბად ასეთი რამ მოვიფიქრე. შესვენებაზე გავვარდი გრიმიორ ნინოსთან. მაინტერსებდა, შეძლებდა თუ არა ზურგზე 10-იანის დაწერას. პრობლემა არ არისო და სამი-ოთხი წუთი დაგვჭირდა.

გამიხარდა, რომ წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრების წევრებმა დარბაზში მხარი ამიბეს და მეც სტიმული მომეცა... მოკლედ, ამ ჟესტით, წყალბურთისთვის მინდოდა რეკლამა გამეკეთებინა, ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. როგორც რაგბისა და ფეხბურთზე დავდივართ, წყალბურთზეც ისე უნდა ვიაროთ. ისინი მაგარი გულშემატკივრობის ღირსები არიან.

- ლელა თუ გყავდა ინფორმირებული იმის შესახებ, რასაც აპირებდი?

- არა, რა ინფორმირებული, გახდა რომ დავიწყდე, გული გაუსკდა, იქიდან მიყვიროდა, რას შვრებიო. მოკლედ, მინდოდა, რომ საზოგადოება გამომეცოცხლებინა...

- პირველი შოუმენური და ხმაურიანი მცდელობა იყო.

- დადგმული რომ ყოფილიყო, ასეთი არ გამოვიდოდა.

- მათ რას ეტყვი, ვისაც ეს ხუმრობა არ მოეწონა?

- ვიღაცას ცხადია, არ მოეწონება. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ასე მინდოდა. რომ შოუ გამეხალისებინა და ვიმეორებ, წყალბურთისთვის, როგორც სპორტის სახეობისთვის რეკლამა გამეკეთებინა. კონჩიტასთვის ხომ არ გამიკეთებია რეკლამა?!

- ახლა შოუმენობას ხომ არ აპირებ?

- არა, არა, მე ბუნებით ვარ შოუმენი. ვისაც იუმორი არ აქვს, მოდუნდეს.

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება