იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის აქციამ უმეტესწილად მშვიდობიანად ჩაიარა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მრევლი ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებდა, ორ პირს შორის მცირე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მაინც მოხდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე მათგანი მრევლს წარმოადგენდა და ისინი რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. ვიდეო, რომელიც ინციდენტს ასახავს, სოციალურ ქსელებსა და Youtube-ზე პოპულარობით სარგებლობს.
წყარო: ლიბერალის Youtube-ის არხი
ამ ვიდეოს სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებთან ერთად თამარ ჩერგოლეიშვილიც იზიარებს, რომელიც ხაზს უსვამს ზოგიერთი პოლიტიკური მხარის ბრალდებას, რომლის მიხედვით სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში გიგა ბოკერია ლობირებს და Facebook-ზე წერს:
"ერთმანეთს ხომ დაერია "პიდარასტების" მაძიებელი ხალხი, მაგრამ უკან გიგა ბოკერიაო ყვირიან...
რატომ არ უნდა მსიამოვნებდეს ეს ხალხი რომ მაგინებს, ან იმას აგინებს, ვინც მიყვარს, ვერაფრით ვხვდები. ეს ხომ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.