თბილისის 30-მდე საბავშვო ბაღში მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის 30-მდე საბავშვო ბაღში მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის დაახლოებით 30-მდე საბავშვო ბაღში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, ინფიცირების შემთხვევები დაახლოებით 30-მდე ბაღში დაფიქსირდა. მისივე თქმით, მენინგიტის გამოვლენის შემთხვევისთანავე, საბავშვო ბაღში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კურატორობის ქვეშ დეზინფექცია ხორციელდება და დაწესებულება მუშაობას ერთი დღით წყვეტს. მისივე ინფორმაციით, დეზინფექციის შემდეგ საბავშვო ბაღი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ამასთან, რამაზ სულამანიძის ცნობით, საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობამ იკლო, რადგან მშობლებს დაწესებულებაში აღსაზრდელები არ დაჰყავთ.

მისივე ინფორმაციით, 46-ე საბავშო ბაღში 6 ბავშვი დაინფიცირდა, სადაც სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია