პარტნიორები:

    სასტიკად ნაცემი ქართველი რეკორდსმენი: "წიხლები დამიშინა, მაგინა და ზურგზე მიკბინა"

    სასტიკად ნაცემი ქართველი რეკორდსმენი: "წიხლები დამიშინა, მაგინა და ზურგზე მიკბინა"

    საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივან ჰენრი კუპრაშვილს საკუთარ უბანში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულს და კომენტარი ვთხოვეთ:

    - ექვსის ნახევარი იქნებოდა, ვარჯიშიდან რომ დავბრუნდი. გვერდით, "ბუტკაში", ისხდნენ ჩვენი უბნის ნარკომანები. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს ძალიან გამოცოცხლდნენ, რამდენიმე ციხიდან გამოვიდა და ლაღობენ, რაც შეუძლიათ: დღედაღამე იქ სხედან, ლოთობენ, ჩხუბობენ კიდეც. მოკლედ, როდესაც დავბრუნდი, ავტოფარეხში შემოცვივდა დაახლოებით 7 კაცი და დამიწყეს საქმის გარჩევა - "შენ ჩვენი ერთად ყოფნა არ მოგწონს და ჩვენს მიმართ პრეტენზიები გაქვსო". მე ვუთხარი, არავითარი პრეტენზია არა მაქვს -მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ. მათგან ერთ-ერთი, გიორგი ფოფხაძე (რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან), მეტსახელად "პელე" მომვარდა და წიხლები დამიშინა, მაგინა კიდეც. დანარჩენები, იმის მაგიერ რომ გაეჩერებინათ, მე მაკავებდნენ და აძლევდნენ საშუალებას, ვეცემე. მერე ამ "პელემ" ზურგზე მიკბინა.

    - თუ ისედაც გცემდათ, კბენა რაღატომ დასჭირდა?

    -როგორც მითხრეს, ადრეც ვიღაცისათვის უკბენია, ალბთ მიდრეკილება აქვს. არ ვიცი რატომ მიკბინა, პირს არც მიშვებდა, ბულდოგივით ჩამაფრინდა. მერე ამხანაგებმა ძლივს ამაგლიჯეს ბეჭებიდან. ლამის ამომაჭამა ზურგი, როგორც მითხრეს, ნარკომანის ნაკბენი საშიშია და შრატის გაკეთებაა საჭირო.

    - პოლიციას თუ შეატყობინეთ მომხდარი ფაქტის შესახებ?

    - კი, პოლიცია მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში, სასწრაფოც მოვიდა და მიმკურნალეს. პოლიციამ საქმეც აღძრა და საკმაოდ ენერგიულად დაიწყეს გამოძიება. მაგრამ მთავარი ვინც იყო, "პელე", ის გაიქცა. პოლიცია გვარწმუნებს, მოვძებნითო, მისი ფოტოებიც აქვთ და სხვა მონაცემებიც, ვინაიდან ერთხელ უკვე იჯდა ციხეში. 14 ტყვია ესროლა ვიღაცას და მაგიტომ იჯდა.

    იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია