Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა
პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პრინცმა ჩარლზ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რერს, ადოლფ ჰიტ­ლერს შე­ა­და­რა.

პრინცმა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კა­ნა­და­ში გა­ა­კე­თა. რო­გორც და­სავ­ლურ გა­მო­ცე­მებ­ში წე­რენ, ჩარლ­ზის გან­ცხა­დე­ბა შე­საძ­ლოა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­დეს. პრინ­ცი ჩარლ­ზი კა­ნა­და­ში, ქა­ლაქ ჰა­ლი­ფაქ­სის მუ­ზე­უმს (Canadian Museum of Immigration) სტუმ­რობ­და. მან პუ­ტი­ნი ჰიტ­ლერს მას შემ­დეგ შე­ა­და­რა, რო­დე­საც მუ­ზე­უმ­ში ებ­რა­ელ ქალს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც პრინცს მო­უყ­ვა, თუ რო­გორ ემსხვერ­პლა მისი უამ­რა­ვი ნა­თე­სა­ვი ჰო­ლო­კოსტს.

მას მა­რი­ა­ნა ფერ­გი­უსო­ნი გა­აც­ნეს - ის მუ­ზე­უმ­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს. მა­რი­ა­ნა 13 წლის იყო, რო­დე­საც თა­ვის ებ­რა­ულ ოჯახ­თან ერ­თად კა­ნა­და­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. 78 წლის ქალ­ბა­ტონ­მა ჩარლზს გა­ნუ­ცხა­და, რომ პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ გდანსკში და­ი­ბა­და. მას შემ­დეგ, რაც მა­რი­ა­ნამ თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა, პრინცმა ჩარლზ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში პუ­ტი­ნი სწო­რედ ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც ადოლფ ჰიტ­ლე­რი.

"გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა მეთ­ქვა. ისიც ვუ­თხა­რი, რო­გორ შევ­ძე­ლით კა­ნა­და­ში ჩა­მოს­ვლა. ბო­ლოს პრინცმა მი­თხრა: "ახლა, პუ­ტი­ნი ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც ჰიტ­ლე­რი". სი­მარ­თლე გი­თხრათ, მისი კო­მენ­ტა­რი ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რად­გა­ნაც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასეთ გან­ცხა­დე­ბებს ხმა­მაღ­ლა არ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ მის მო­საზ­რე­ბას ვე­თან­ხმე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­მე­თან­ხმე­ბა. მან ეს ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად თქვა", - ამ­ბობს მა­რი­ა­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა პრინცმა ჩარლზმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

პრინცმა სკანდალური განცხადება კანადაში გააკეთა. როგორც დასავლურ გამოცემებში წერენ, ჩარლზის განცხადება შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. პრინცი ჩარლზი კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსის მუზეუმს (Canadian Museum of Immigration) სტუმრობდა. მან პუტინი ჰიტლერს მას შემდეგ შეადარა, როდესაც მუზეუმში ებრაელ ქალს შეხვდა, რომელმაც პრინცს მოუყვა, თუ როგორ ემსხვერპლა მისი უამრავი ნათესავი ჰოლოკოსტს.

მას მარიანა ფერგიუსონი გააცნეს - ის მუზეუმში მოხალისედ მუშაობს. მარიანა 13 წლის იყო, როდესაც თავის ებრაულ ოჯახთან ერთად კანადაში საცხოვრებლად გადავიდა. 78 წლის ქალბატონმა ჩარლზს განუცხადა, რომ პოლონეთში, ქალაქ გდანსკში დაიბადა. მას შემდეგ, რაც მარიანამ თავისი ტკივილიანი ცხოვრების შესახებ მოუყვა, პრინცმა ჩარლზმა განუცხადა, რომ უკრაინაში პუტინი სწორედ ისევე იქცევა, როგორც ადოლფ ჰიტლერი.

"გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ საშუალება მომეცა, საკუთარი ოჯახის წარსულის შესახებ რამდენიმე სიტყვა მეთქვა. ისიც ვუთხარი, როგორ შევძელით კანადაში ჩამოსვლა. ბოლოს პრინცმა მითხრა: "ახლა, პუტინი ისევე იქცევა, როგორც ჰიტლერი". სიმართლე გითხრათ, მისი კომენტარი ძალიან გამიკვირდა, რადგანაც სამეფო ოჯახის წევრები ასეთ განცხადებებს ხმამაღლა არ აკეთებენ, მაგრამ მის მოსაზრებას ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება. მან ეს ძალიან გულწრფელად თქვა", - ამბობს მარიანა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს