საქართველოში თვის ბოლომდე, მათ შორის - 21-22 მაისს კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, თბილისში დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. დღეს ასევე იწვიმებს საქართველოს უმეტეს რაიონებში. ამასთან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია 22 მაისსაც.
23 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და 25 მაისის ჩათვლით უმეტესწილად უნალექო ამინდი იქნება. 25 მაისის შემდეგ თვის ბოლომდე სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა ხვალ, 22 მაისს - 17 გრადუსი იქნება, ხოლო 23 მაისს - 23 გრადუსი; 24 მაისს კი 27 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 23-28 გრადუსია მოსალოდნელი.