Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო სანაია - გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა
ვახო სანაია - გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა

გაგ­ვი­ჭირ­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ მთავ­რო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­ცე­მის გამო გან­ცხა­დე­ბებ­სა და ბრი­ფინ­გებს მი­მარ­თავ­და, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­სა და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლი­თაც მათ ვახო სა­ნა­ი­ას "რე­პორ­ტა­ჟი" გა­აკ­რი­ტი­კეს.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენ არ ვართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი, ტე­ლე­ე­თე­რით ვა­კე­თოთ გან­მარ­ტე­ბე­ბი მთავ­რო­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ მა­ყუ­რე­ბელს ვცემთ პა­ტივს და არ გვინ­და, ვინ­მემ ჩვე­ნი აუ­დი­ტო­რია შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს. ვახო სა­ნა­ის "რე­პორ­ტა­ჟი" ორ­ჯერ მოხ­ვდა დღეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის აქ­ტი­უ­რო­ბის სფე­რო­ში. თუ გულ­წრფე­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, გაგ­ვი­ჭირ­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ მთავ­რო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­ცე­მის გამო გან­ცხა­დე­ბებ­სა და ბრი­ფინ­გებს მი­მარ­თავ­და", - აღ­ნიშ­ნა სა­ნა­ი­ამ.

მან პირ­და­პირ ეთერ­ში მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბი­დან შემ­დე­გი ამო­ნა­რი­დი წა­ი­კი­თხა: "ძნე­ლია, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ეწო­დოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთ გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია უძღვე­ბო­და. სი­უ­ჟე­ტე­ბი ატა­რებ­და აშ­კა­რად ტენ­დენ­ცი­ურ ხა­სი­ათს. გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტი ცდი­ლობ­და, შე­ექ­მნა სუ­რა­თი, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არც ერთი და­პი­რე­ბა არ შე­ას­რუ­ლა. ამ სიც­რუ­ის გამ­ყა­რე­ბის­თვის მან ქუ­ჩა­ში ხალ­ხის გა­მო­კი­თხვის ხერ­ხსაც მი­მარ­თა და ისე­თი პა­სუ­ხე­ბი შე­არ­ჩია, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მის მთა­ვარ ხაზს გა­აძ­ლი­ე­რებ­და".

"ამ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში მთა­ვარ ეპი­ზო­დებს გა­მოვ­ყოფ. პირ­ვე­ლი – ჩვენ არ გვით­ქვამს, რომ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, ასე­თი ფრა­ზა არ ყო­ფი­ლა ამ გა­და­ცე­მა­ში, უბ­რა­ლოდ მო­ვიყ­ვა­ნეთ ფაქ­ტე­ბი და შე­ვა­ჯა­მეთ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. ამ გა­და­ცე­მა­ში ნამ­დვი­ლად იყო სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ნუ გაბ­რაზ­დე­ბით, თუკი იქვე ვი­ტყვით, რომ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ გა­ი­ა­ფე­ბუ­ლა, რომ ბენ­ზი­ნის ფასი ლა­რით არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, ტა­რი­ფე­ბი არ გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლა, უმუ­შევ­რო­ბა მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­ჩა­ში ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვებს, ვახო სა­ნა­ია აცხა­დებს, რომ მათ მარ­თლაც ჩა­წე­რეს ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა აზრი ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებთ.

"მე დღეს პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე ჩემს ჟურ­ნა­ლის­ტურ პრაქ­ტი­კა­ში გან­ცხა­დე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხის გა­მო­კი­თხვა შე­საძ­ლოა, გა­მო­ი­ყე­ნო სიც­რუ­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რი­ქით მგო­ნია – სი­მარ­თლის გა­გე­ბა თუ გვსურს, სწო­რედ ხალ­ხს უნდა ვკი­თხოთ. აქვე მინ­და, შევ­თა­ვა­ზო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ გა­მოგ­ვა­ყო­ლონ თა­ვი­ან­თი პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ისიც და­აკ­ვირ­დეს, რას ამ­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და­პი­რე­ბებ­ზე, როცა მათ­თვის "მა­ესტროს" მიკრო­ფო­ნი ირ­თვე­ბა. თუ ამის გა­კე­თე­ბა არ გსურთ, შეგ­ვიძ­ლია ჩავ­წე­როთ ეს მა­სა­ლა დის­კზე, გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­თაც ვთხო­ვეთ ეთ­ქვათ, რო­მე­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­პი­რე­ბა ახ­სენ­დე­ბათ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის თავ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნე­პო­ტიზ­მის ნა­წილ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კას, სა­ნა­ი­ას მტკი­ცე­ბით, კვი­რას გა­და­ცე­მა­ში ნე­პო­ტიზ­მის ფაქ­ტე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი გა­ვი­და იმი­ტომ, რომ ყვე­ლაფ­რის მო­სა­ყო­ლად გა­და­ცე­მის დრო საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და.

"კვი­რას, გა­და­ცე­მის ბო­ლოს ვი­ხუმ­რე, რომ დღეს საკ­მა­რის­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­კი­დე მეთ­ქი, არ მე­გო­ნა თუ ჩემი ეს ხუმ­რო­ბა სი­მარ­თლედ ასე მალე იქ­ცე­ო­და", - დას­ძი­ნა ვახო სა­ნა­ი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვახო სანაია - გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა

ვახო სანაია - გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა

გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაია მთავრობის პრესსამსახურისა და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გუშინდელ განცხადებებს, რომლითაც მათ ვახო სანაიას "რეპორტაჟი" გააკრიტიკეს.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ტელეეთერით ვაკეთოთ განმარტებები მთავრობისთვის, უბრალოდ მაყურებელს ვცემთ პატივს და არ გვინდა, ვინმემ ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს. ვახო სანაის "რეპორტაჟი" ორჯერ მოხვდა დღეს მმართველი გუნდის აქტიურობის სფეროში. თუ გულწრფელად გაინტერესებთ, გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა", - აღნიშნა სანაიამ.

მან პირდაპირ ეთერში მთავრობის განცხადებიდან შემდეგი ამონარიდი წაიკითხა: "ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა".

"ამ ერთ წინადადებაში მთავარ ეპიზოდებს გამოვყოფ. პირველი – ჩვენ არ გვითქვამს, რომ არაფერი გაკეთებულა, ასეთი ფრაზა არ ყოფილა ამ გადაცემაში, უბრალოდ მოვიყვანეთ ფაქტები და შევაჯამეთ წელიწადნახევარი. ამ გადაცემაში ნამდვილად იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, თუკი იქვე ვიტყვით, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები არ გაიაფებულა, რომ ბენზინის ფასი ლარით არ შემცირებულა, ტარიფები არ განახევრებულა, უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება", - განაცხადა ვახო სანაიამ.

რაც შეეხება ქუჩაში ჩატარებულ გამოკითხვებს, ვახო სანაია აცხადებს, რომ მათ მართლაც ჩაწერეს ქუჩაში მოქალაქეები, რომელთა აზრი ყველაზე მეტად აინტერესებთ.

"მე დღეს პირველად მოვისმინე ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში განცხადება, რომ ქუჩაში ხალხის გამოკითხვა შესაძლოა, გამოიყენო სიცრუის გასამყარებლად. მე აბსოლუტურად პირიქით მგონია – სიმართლის გაგება თუ გვსურს, სწორედ ხალხს უნდა ვკითხოთ. აქვე მინდა, შევთავაზო მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გამოგვაყოლონ თავიანთი პრესსამსახურის წარმომადგენელი და ისიც დააკვირდეს, რას ამბობენ ადამიანები დაპირებებზე, როცა მათთვის "მაესტროს" მიკროფონი ირთვება. თუ ამის გაკეთება არ გსურთ, შეგვიძლია ჩავწეროთ ეს მასალა დისკზე, გამოგიგზავნოთ ყველა იმ ადამიანის კომენტარი, რომელთაც ვთხოვეთ ეთქვათ, რომელი შესრულებული დაპირება ახსენდებათ წელიწადნახევრის თავზე", - განაცხადა ვახო სანაიამ.

რაც შეეხება ნეპოტიზმის ნაწილში "ქართული ოცნების" კრიტიკას, სანაიას მტკიცებით, კვირას გადაცემაში ნეპოტიზმის ფაქტების მხოლოდ ნაწილი გავიდა იმიტომ, რომ ყველაფრის მოსაყოლად გადაცემის დრო საკმარისი არ იქნებოდა.

"კვირას, გადაცემის ბოლოს ვიხუმრე, რომ დღეს საკმარისზე მეტი ადამიანი გადავიკიდე მეთქი, არ მეგონა თუ ჩემი ეს ხუმრობა სიმართლედ ასე მალე იქცეოდა", - დასძინა ვახო სანაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"