პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს
ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ლალი მო­როშ­კი­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­როშ­კი­ნამ გა­ნუ­ცხა­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

"მათ უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის. მე ვარ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არე­გუ­ლი­რებს, რომ მე ორი კვი­რით ადრე უნდა მაც­ნო­ბონ და არა პირ­და­პი­რი ეთე­რით ვი­გებ­დე ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეტყო­ბა ძა­ლი­ან გამ­წარ­დნენ ჩემს გან­ცხა­დე­ბებ­ზე და ამი­ტო­მაც მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს უფრო მო­უს­წრა­ფებთ მათ პრობ­ლე­მე­ბის ვერ გა­და­წყვე­ტას და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უკვე შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს სა­სა­მარ­თლო­ში", - აღ­ნიშ­ნა მო­როშ­კი­ნამ.

ამას­თან, მო­როშ­კი­ნა უარ­ყოფს, რომ მან პრე­მი­ის სა­ხით 30 000 ლარი აიღო და ასე­ვე პრე­მი­ის სა­ხით ყო­ველ­თვი­უ­რად 10 000 ლარი მო­ი­თხო­ვა. "და­მიმ­ტკი­ცონ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თლო­ში. საია-სთან ერ­თად და­ვი­წყებ პრო­ცესს. და­დონ ყვე­ლა ფურ­ცე­ლი, და­დონ ყვე­ლა მხი­ლე­ბა. ამ ბრალ­დე­ბე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში აგე­ბენ პა­სუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლა­რი­ა­ნი პრე­მია აღე­ბუ­ლი. მე უკვე მო­ვი­თხოვ, რომ ჩემი ხელ­ფა­სი იყოს ამო­ღე­ბუ­ლი 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და გა­სა­ჯა­როვ­დეს", - აღ­ნიშ­ნა მო­როშ­კი­ნამ. მისი შე­ფა­სე­ბით, ის იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ ამ­ხი­ლა იმა­ში, რომ "გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აპი­რებ­დნენ".

ამას­თან, ლალი მო­როშ­კი­ნა გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­პუ­ტატ თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ მო­როშ­კი­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ფაქ­ტზე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და, ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ა­ნა. მისი თქმით, მან მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს თა­ვის დრო­ზე გა­დას­ცა.

"მინ­და თინა ხი­და­შელს ვუ­პა­სუ­ხო. თინა ხი­და­შელ­მა ალ­ბათ არ იცო­და, რომ მე გან­ცხა­დე­ბა კი არ მქონ­და მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი, არა­მედ ეს იყო პუბ­ლი­კა­ცია "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში", სა­დაც მე რე­ზი­უ­მი­რე­ბას ვუ­კე­თებ­დი ხუთ­თვი­ან მუ­შა­ო­ბას დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და ამ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ერთ-ერთ პუნ­ქტად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გან­ცხა­დე­ბა მე არ გა­მი­კე­თე­ბია. დე­კემ­ბერ­ში და წინა თვე­ებ­ში ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ტა­ნი­ლი მქონ­და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მო­როშ­კი­ნამ.

ლალი მო­როშ­კი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა ავ­თან­დილ ჟღენ­ტმა გა­ნუ­ცხა­და.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ლალი მო­როშ­კი­ნას მიერ ბოლო დროს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია სტრუქ­ტუ­რის ღია დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ და სრუ­ლი­ად ემ­თხვე­ვა ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს. გვსურს გან­ვმარ­ტოთ, რომ ლალი მო­როშ­კი­ნას მიერ გა­კე­თე­ბულ დესტრუქ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს წინ უძღო­და დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან მისი შეხ­ვედ­რა, სა­დაც მან ყო­ველ­თვი­უ­რად 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით პრე­მია და ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მან და­ი­წყო სხვა­დას­ხვა აბ­სურ­დუ­ლი და ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ლალი მო­როშ­კი­ნა დე­პარ­ტა­მენ­ტში 2013 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ირი­ცხე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლად. ქალ­ბა­ტო­ნი ლალი მო­როშ­კი­ნა მა­ში­ნაც ცრუ­ობს, რო­დე­საც სა­უბ­რობს თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­ში არ აუ­ღია პრე­მია. მას თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს­თან ერ­თად პრე­მი­ი­ის სა­ხით 30 000 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი. ლალი მო­როშ­კი­ნას შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა 30 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა. დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლალი მო­როშ­კი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ჟღენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე:

- ლალი მო­როშ­კი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა

- ავ­თან­დილ ჟღენ­ტი - ლალი მო­როშ­კი­ნა ყო­ველ­თვი­უ­რად 10 000 ლარს ითხოვ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოროშკინამ განუცხადა, ხელშეკრულებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

"მათ უფლება არ ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების. მე ვარ ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელი და ხელშეკრულება არეგულირებს, რომ მე ორი კვირით ადრე უნდა მაცნობონ და არა პირდაპირი ეთერით ვიგებდე ასეთ გადაწყვეტილებას. ეტყობა ძალიან გამწარდნენ ჩემს განცხადებებზე და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს უფრო მოუსწრაფებთ მათ პრობლემების ვერ გადაწყვეტას და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს სასამართლოში", - აღნიშნა მოროშკინამ.

ამასთან, მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000 ლარი აიღო და ასევე პრემიის სახით ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა. "დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს", - აღნიშნა მოროშკინამ. მისი შეფასებით, ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ამხილა იმაში, რომ "გადატრიალებას აპირებდნენ".

ამასთან, ლალი მოროშკინა გამოეხმაურა დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ მოროშკინა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე რაიმე ინფორმაციას ფლობდა, ძალიან დააგვიანა. მისი თქმით, მან მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს თავის დროზე გადასცა.

"მინდა თინა ხიდაშელს ვუპასუხო. თინა ხიდაშელმა ალბათ არ იცოდა, რომ მე განცხადება კი არ მქონდა მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული, არამედ ეს იყო პუბლიკაცია "ასავალ-დასავალში", სადაც მე რეზიუმირებას ვუკეთებდი ხუთთვიან მუშაობას დეპარტამენტის თავმჯდომარის და ამ პუბლიკაციაში ერთ-ერთ პუნქტად იყო მითითებული, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო ვანო მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. განცხადება მე არ გამიკეთებია. დეკემბერში და წინა თვეებში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მიტანილი მქონდა შესაბამის სამსახურებში", - აღნიშნა მოროშკინამ.

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა განუცხადა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განცხადებები მიმართულია სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ და სრულიად ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. გვსურს განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად. ქალბატონი ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს თითქოსდა აღნიშნულ სამსახურში არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიიის სახით 30 000 ლარი აქვს აღებული. ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლალი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა", - განაცხადა ავთანდილ ჟღენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე:

- ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა

- ავთანდილ ჟღენტი - ლალი მოროშკინა ყოველთვიურად 10 000 ლარს ითხოვდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ