მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა
მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა

აშშ-ში, Heritage-ს აუქ­ცი­ონ­ზე, მთვა­რე­ზე ნამ­ყო­ფი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბის ნივ­თე­ბი 1 მლნ დო­ლარ­ზე მე­ტად გა­ი­ყი­და. სა­უ­ბა­რია იმ ხელ­სა­წყო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კელ ას­ტრო­ნავ­ტებს მთვა­რე­ზე გა­დას­ხმის დროს თან ჰქონ­დათ.

წარ­მოდ­გე­ნილ ლო­ტებს შო­რის იყო მაკ­რა­ტე­ლი, სა­წე­რი კა­ლა­მი და ქა­მა­რი, რო­მე­ლიც ხო­მალდ "აპო­ლონ-12"-ის ეკი­პა­ჟის წევრ ალან ბინს 1969 წელს მთვა­რე­ზე დაჯ­დო­მის დროს თან ჰქონ­და. ასე­ვე ბიბ­ლია, რო­მელ­მაც კოს­მოს­ში ხო­მალ­დე­ბით "აპო­ლონ-13" და "აპო­ლონ-14" ორ­ჯერ იმოგ­ზა­უ­რა.

უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი "კოს­მო­სუ­რი" მაკ­რა­ტე­ლი 100,000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, რაც მათ სა­წყის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ორ­ჯერ მე­ტია.

ალან ბი­ნის თეთრმა ქა­მარ­მა, რო­მელ­ზეც მთვა­რის მტვრის კვა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, აუქ­ცი­ო­ნი, მას­ში 93,700 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ და­ტო­ვა.

53 ათას დო­ლა­რად, კომ­პა­ნია Fisher Spacepen-ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი AG-7 მო­დე­ლის ვერ­ცხლის­ფე­რი სა­წე­რი კა­ლა­მი გა­ი­ყი­და. მას სე­რი­უ­ლი ნო­მე­რიც აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და დღემ­დე გა­მარ­თუ­ლად წერს. მისი მეშ­ვე­ო­ბით წერა უწო­ნო­ბის პი­რო­ბებ­შიც შე­იძ­ლე­ბა. ამის­თვის, სპე­ცი­ა­ლურ ბა­ლონ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მე­ლა­ნი, მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი წნე­ვის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

აუქ­ცი­ონ­ზე ასე­ვე გა­ი­ყი­და ხო­მალდ "აპო­ლონ-12"-ის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის ელე­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ rambler.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა

მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა

აშშ-ში, Heritage-ს აუქციონზე, მთვარეზე ნამყოფი ამერიკელი ასტრონავტების ნივთები 1 მლნ დოლარზე მეტად გაიყიდა. საუბარია იმ ხელსაწყოებზე, რომლებიც ამერიკელ ასტრონავტებს მთვარეზე გადასხმის დროს თან ჰქონდათ.

წარმოდგენილ ლოტებს შორის იყო მაკრატელი, საწერი კალამი და ქამარი, რომელიც ხომალდ "აპოლონ-12"-ის ეკიპაჟის წევრ ალან ბინს 1969 წელს მთვარეზე დაჯდომის დროს თან ჰქონდა. ასევე ბიბლია, რომელმაც კოსმოსში ხომალდებით "აპოლონ-13" და "აპოლონ-14" ორჯერ იმოგზაურა.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული "კოსმოსური" მაკრატელი 100,000 აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მათ საწყის ღირებულებაზე ორჯერ მეტია.

ალან ბინის თეთრმა ქამარმა, რომელზეც მთვარის მტვრის კვალია შემორჩენილი, აუქციონი, მასში 93,700 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ დატოვა.

53 ათას დოლარად, კომპანია Fisher Spacepen-ის მიერ დამზადებული AG-7 მოდელის ვერცხლისფერი საწერი კალამი გაიყიდა. მას სერიული ნომერიც აქვს შენარჩუნებული და დღემდე გამართულად წერს. მისი მეშვეობით წერა უწონობის პირობებშიც შეიძლება. ამისთვის, სპეციალურ ბალონში მოთავსებული მელანი, მუდმივად მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

აუქციონზე ასევე გაიყიდა ხომალდ "აპოლონ-12"-ის აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და ინტერიერის ელემენტების ნაწილი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ rambler.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს