პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი ხელფასების გაზრდას და ავტოპარკის განახლებას გეგმას
პარლამენტი ხელფასების გაზრდას და ავტოპარკის განახლებას გეგმას

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის 54 მი­ლი­ონ 695 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა, წლე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით, 2 მი­ლი­ონ 604 ათა­სი ლა­რით მეტი. გაზ­რდი­ლი თან­ხა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის ზრდას და ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" დად­გე­ნი­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლებ­მა უკვე მი­ი­ღეს და ამ დო­კუ­მენ­ტით მთავ­რო­ბას მი­მარ­თეს, თუ რა ოდე­ნო­ბით უნდა გან­სა­ზღვროს უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თვის თან­ხა 2015 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში. მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა არ აქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­რა­მეტ­რი შე­ამ­ცი­როს, მას შე­უძ­ლია ეს პა­რა­მეტ­რე­ბი მხო­ლოდ გა­ზარ­დოს.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის დროს მი­ღე­ბულ საპ­როგ­ნო­ზო პა­რა­მეტ­რებს.

ამ თე­მა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეს ნო­დარ ება­ნო­ი­ძე ესა­უბ­რა.

"პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას გა­დას­ცა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტის 2015 წლის პა­რა­მეტ­რი და 2016, 2017 წლე­ბის პროგ­ნო­ზი. 2015 წლი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლია 54 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, რაც მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით 2 მი­ლი­ონ 604 ათას ლარ­ზე მე­ტია. 5%-5%-იანი ზრდაა შემ­დე­გი წლე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა 2014 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის დროს და, რაც ახლა მთავ­რო­ბას გა­და­ე­ცა, არის იგი­ვე. მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის ზრდა, რად­გან ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, პარ­ლა­მენ­ტშია. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა - 368 ათა­სი მი­მარ­თუ­ლია არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ზრდა­ზე. ამას­თან, წელს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პარ­კის შეც­ვლა. იმის გამო, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბამ და­გეგ­მილ­ზე მეტი სა­მუ­შაო მო­ი­თხო­ვა, წელს ავ­ტო­პარ­კინ­გის გა­ნახ­ლე­ბის­თვის თან­ხე­ბი არ დარ­ჩე­ბა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პარ­კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და წელს და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის გა­და­დე­ბა მოგ­ვი­წევს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნო­დარ ება­ნო­ი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

პარლამენტი ხელფასების გაზრდას და ავტოპარკის განახლებას გეგმას

პარლამენტი ხელფასების გაზრდას და ავტოპარკის განახლებას გეგმას

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათასი ლარით მეტი. გაზრდილი თანხა შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

"საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ" დადგენილება კანონმდებლებმა უკვე მიიღეს და ამ დოკუმენტით მთავრობას მიმართეს, თუ რა ოდენობით უნდა განსაზღვროს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავრობას უფლება არ აქვს, აღნიშნული პარამეტრი შეამციროს, მას შეუძლია ეს პარამეტრები მხოლოდ გაზარდოს.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები სრულად შეესაბამება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს მიღებულ საპროგნოზო პარამეტრებს.

ამ თემაზე "ინტერპრესნიუსი" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს ნოდარ ებანოიძე ესაუბრა.

"პარლამენტმა მთავრობას გადასცა პარლამენტის ბიუჯეტის 2015 წლის პარამეტრი და 2016, 2017 წლების პროგნოზი. 2015 წლისათვის განსაზღვრულია 54 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 604 ათას ლარზე მეტია. 5%-5%-იანი ზრდაა შემდეგი წლებისთვის. აღნიშნული პარამეტრები განისაზღვრა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების დროს და, რაც ახლა მთავრობას გადაეცა, არის იგივე. მომავალი წლისათვის იქნება პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდა, რადგან ყველაზე დაბალი შრომითი ანაზღაურება, სამწუხაროდ, პარლამენტშია. გარკვეული თანხა - 368 ათასი მიმართულია არაფინანსური აქტივების ზრდაზე. ამასთან, წელს გათვალისწინებული იყო საავტომობილო პარკის შეცვლა. იმის გამო, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობამ დაგეგმილზე მეტი სამუშაო მოითხოვა, წელს ავტოპარკინგის განახლებისთვის თანხები არ დარჩება. საავტომობილო პარკი მძიმე მდგომარეობაშია და წელს დაგეგმილი ღონისძიებების მომავალი წლისათვის გადადება მოგვიწევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნოდარ ებანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"