სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი
"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გარ­და­უ­ვალ კრახს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. ამის შე­სა­ხებ დარ­ჩი­ა­ში­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"თე­ზი­სე­ბი სტა­ტი­ი­სათ­ვის "შენ გა­ცხოვ­რა სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში":

1. პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ყო­ველ­თვის ნა­ირ­ფე­რია, ელი­ტის გა­რე­შე კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არ­სე­ბობს;

2. ნა­ირ­ფე­რო­ბის (ანუ თა­ვის) გა­დარ­ჩე­ნას თა­მა­შის წე­სებ­ზე შე­თან­ხმე­ბა და ამ წე­სე­ბის დაც­ვა სჭირ­დე­ბა;

3. 2012 წელს ამ პრინ­ცი­პის ათ­ვი­სე­ბის შან­სი იყო, მაგ­რამ გა­ვუშ­ვით;

3. მოვ­ლე­ნე­ბიც აჩ­ვე­ნებს, ჩვენ­ში ეს წესი არ იცი­ან, ვე­რა­ფერ­ზე თან­ხმდე­ბი­ან და ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს ეს­ვრი­ან, რისი სრო­ლის უნა­რიც აქვთ;

4. ეს უცი­ლობ­ლად წაგ­ვიყ­ვანს ახალ წრე­ზე, ანუ ოც­ნე­ბა კრა­ხით დას­რულ­დე­ბა;

5. ვი­სურ­ვებ­დი, კრახს ამ წე­სის მცოდ­ნე­თა მოს­ვლა მო­ყო­ლო­და და შუ­რის­ძი­ე­ბა აღარ იყოს, მაგ­რამ არა მგო­ნია - ჯერ მრევლს არ უთ­ქვამს ბოლო სი­ტყვა და არც ფე­ო­და­ლიზ­მი დას­რუ­ლე­ბუ­ლა;

6. ხსნას ელო­დეთ ახა­ლი უბე­დუ­რე­ბის მერე - ოდეს­მე ხომ უნდა მო­ვი­დეს იგი?! ან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ კარს მომ­დგა­რი უბე­დუ­რე­ბა და შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მხო­ლოდ და­გეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი ხალ­ხზეა.

ჩვენ ვთვლით, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბი­სას სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია. ბევ­რად უფრო, ვიდ­რე იმ 9 წლის დროს, აი, ყვე­ლას რომ "აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ". 17 მა­ისს აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე თვლის მრევ­ლიც (ოღონდ სა­პი­რის­პი­რო რა­კურ­სი­დან). ვინ­ღა დარ­ჩა მთავ­რო­ბის საყ­რდე­ნად? ხე­ლის­შემ­ყუ­რე­ნიც რომ ცო­ტავ­დე­ბი­ან? ასე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ვი­თარ­დე­ბა ხოლ­მე, ჰა­კიმ.

ოც­ნე­ბის აქ­ტივს: ქარ­ხნებ­ზე და ბენ­ზი­ნის გა­ი­ა­ფე­ბა­ზე რომ მო­ი­ტყუ­ეთ, ღმერ­თმა შე­გარ­გოთ. ირმა ინაშ­ვი­ლის ცი­ხის დად­გმუ­ლი კად­რე­ბიც კი და­მით­მია თქვენ­თვის. მაგ­რამ თქვენ დროს კრი­მი­ნა­ლე­ბი რომ ისევ მი­ად­გნენ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს, მათ "ჩმო­რე­ბად" თვლი­ან და ჩაგ­რა­ვენ, ამი­სათ­ვის თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად აგებთ პა­სუხს ისე­ვე, რო­გორც 2003 წელს. (უმე­ტე­სო­ბა, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რად, იგი­ვე­ნი ხართ, რაც 2003 წელს)", - წერს დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი

"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი "ქართულ ოცნებას" გარდაუვალ კრახს უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ დარჩიაშილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"თეზისები სტატიისათვის "შენ გაცხოვრა საინტერესო დროში":

1. პოლიტიკური ელიტა ყოველთვის ნაირფერია, ელიტის გარეშე კი საზოგადოება არ არსებობს;

2. ნაირფერობის (ანუ თავის) გადარჩენას თამაშის წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა სჭირდება;

3. 2012 წელს ამ პრინციპის ათვისების შანსი იყო, მაგრამ გავუშვით;

3. მოვლენებიც აჩვენებს, ჩვენში ეს წესი არ იციან, ვერაფერზე თანხმდებიან და ბოლოს ერთმანეთს ესვრიან, რისი სროლის უნარიც აქვთ;

4. ეს უცილობლად წაგვიყვანს ახალ წრეზე, ანუ ოცნება კრახით დასრულდება;

5. ვისურვებდი, კრახს ამ წესის მცოდნეთა მოსვლა მოყოლოდა და შურისძიება აღარ იყოს, მაგრამ არა მგონია - ჯერ მრევლს არ უთქვამს ბოლო სიტყვა და არც ფეოდალიზმი დასრულებულა;

6. ხსნას ელოდეთ ახალი უბედურების მერე - ოდესმე ხომ უნდა მოვიდეს იგი?! ან გაითვალისწინეთ კარს მომდგარი უბედურება და შეეწინააღმდეგეთ. "ნაციონალები" მხოლოდ დაგეხმარებით, მაგრამ არჩევანი ხალხზეა.

ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის უფლებები ოცნების მთავრობისას სრულიად დაუცველია. ბევრად უფრო, ვიდრე იმ 9 წლის დროს, აი, ყველას რომ "აუპატიურებდნენ". 17 მაისს აღმოჩნდა, ასევე თვლის მრევლიც (ოღონდ საპირისპირო რაკურსიდან). ვინღა დარჩა მთავრობის საყრდენად? ხელისშემყურენიც რომ ცოტავდებიან? ასე რევოლუციური სიტუაციები ვითარდება ხოლმე, ჰაკიმ.

ოცნების აქტივს: ქარხნებზე და ბენზინის გაიაფებაზე რომ მოიტყუეთ, ღმერთმა შეგარგოთ. ირმა ინაშვილის ციხის დადგმული კადრებიც კი დამითმია თქვენთვის. მაგრამ თქვენ დროს კრიმინალები რომ ისევ მიადგნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, მათ "ჩმორებად" თვლიან და ჩაგრავენ, ამისათვის თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს ისევე, როგორც 2003 წელს. (უმეტესობა, სოციოლოგიურად, იგივენი ხართ, რაც 2003 წელს)", - წერს დარჩიაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა