დარიალის ხეობაში მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა

დარიალის ხეობაში 24 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, გრძელდება გაწმენდით სამუშაოები და 10 ერთეული ტექნიკა სტიქიის უშუალო ეპიცენტრშია მობილიზებული.

თერგი სხვა კალაპოტიდან შეუერთდება მდინარის მთავარ ნაკადს, რაც მობილიზებულ ტექნიკას საშუალებას მისცემს გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, შპს "ფერს" და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სტიქიის ზონაში მძიმე პირობების მიუხედავად, სიცოცხლის რისკის ფასად უდიდესი შრომა გაწიეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია