პირველკლასელთა ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 09:00 საათზე დაიწყო პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის, რომელიც 20 ივნისს, 21:00 საათზე დასრულდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა www.mes.gov.ge და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge; სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

განათლების სამინისტროს განმარტებით, რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.

სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას. ამასთან, გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ, ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება 15 მაისს დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია