პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"
მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"

"2014 წლი­დან სამ­ყა­რო სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის შანსს აძ­ლევს. აქამ­დე ეს შან­სი არ იყო - ამ შანსს რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა არ­ჩე­ვან­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"რუსი მონ­სტრის წი­ნა­აღ­მდეგ ვერც ნატო და ვერც ამე­რი­კა ვე­რა­ფერს გა­ა­წყობს და ეს ჩვენ უკვე ვნა­ხეთ. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა 2016 წლამ­დე დათ­ბეს," - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ას­ტრო­ლოგ­მა მი­ხე­ილ ცა­გა­რელ­მა და დას­ძი­ნა, რომ 2014 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დად­გე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თვით­მმარ­თვლე­ო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ვის რა შან­სი აქვს და რო­გორ აფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას?

- ძი­რი­თა­დი ჩარ­ხი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს წყვეტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­შია. ამი­ტომ პო­ზი­ცი­ებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ. ოპო­ზი­ცია ტყუ­ი­ლად არ ჩი­ვის, მათ გა­მარ­ჯვე­ბის ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ით­ვლე­ბა, რომ დღეს მე­ო­რე მთა­ვა­რი ძალა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა" და ამი­ტომ მე­სა­მე ძა­ლას­თან შე­და­რე­ბით მას დიდი რე­ი­ტინ­გი აქვს. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია.

ძალ­თა გან­ლა­გე­ბა მე არ მომ­წონს და მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­სა­მე ძალა, რო­მე­ლიც ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად მოვა და სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებს, თუმ­ცა მე არ ვამ­ბობ, რომ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს გა­ა­კე­თებს, მას თა­ვი­სი უმ­ძი­მე­სი ფუნ­ქცია აქვს. ის უნდა გა­ერ­კვეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ეშ­მა­კო­ბებ­ში, თუმ­ცა ამ პარ­ტი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი და ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ხალ­ხის გა­წირ­ვა, თუნ­დაც და­ნა­შა­უ­ლის­თვის, ამი­ტომ რა­ღა­ცა­ზე თვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ხუ­ჭე­ბა.

თვი­თონ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" საკ­მა­ოდ დიდი და­პი­რის­პი­რე­ბაა, ვგუ­ლის­ხმობ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პრე­ზი­დენ­ტის უთან­ხმო­ე­ბას. ამი­ტომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მთავ­რო­ბა მეტ სირ­თუ­ლე­ებს გა­და­ა­წყდე­ბა, მაგ­რამ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" შემ­დეგ გამ­წმენდ ფუნ­ქცი­ას მა­ინც შე­ას­რუ­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ცე­სი უფრო მე­სა­მე ძა­ლის ფუნ­ქცია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლას თან­და­თან მო­იკ­რებს.

მე­სა­მე ძალა შე­იძ­ლე­ბა იყოს ალი­ან­სი ბურ­ჯა­ნა­ძე, ან ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ჯერ არ ჩანს, ეს იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის ახა­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ნელ-ნელა მო­მაგრდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მწვერ­ვალ­ზე აიყ­ვანს. შე­იძ­ლე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძის ძა­ლამ სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

როცა ორი ძალა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შეხ­მატ­კი­ლე­ბუ­ლია, იმ ქვე­ყა­ნას წინ წას­ვლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მე­სა­მე ძა­ლაა სა­ჭი­რო, რომ ერ­თიც შე­ა­ფუ­ცხუ­ნოს და მე­ორ­ცე და სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს მე­სა­მე ძალა შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი თუ იქ­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ას­თან, რო­მე­ლიც ამ ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმა­მა­ღა­ლია, კი­დევ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რად­გან მას პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი ეყო­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მას იღ­ბა­ლი აქვს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ცუდი პო­ლი­ტი­კო­სია, მე მგო­ნია, ყვე­ლა­ზე კარ­გად მან იგ­რძნო ეს და პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელს დრო­ზე მო­შორ­და. მის პი­რად რუ­კა­ში პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ წე­რია, მე­ტიც, პო­ლი­ტი­კა მის­თვის და­მან­გრე­ვე­ლია და ეს თვი­თო­ნაც კარ­გად იცის.

კაც­მა, რო­მელ­მაც ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში მო­იყ­ვა­ნა, ამა­ზე ან არ იფიქ­რა, ან არ იყო შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ის გვარ­წმუ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი არ ეყო­ლე­ბო­და და თურ­მე ცუდი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა.

ახლა კი­დევ ნარ­მა­ნი­აა კარ­გი ბიჭი, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა ერთი წლის მერე რომ თქვას, მე კარ­გი ბიჭი მე­გო­ნა და ახლა რა­ღა­ცა არ მომ­წონ­სო, მერე რა ვქნათ, უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას რით ვუშ­ვე­ლოთ?! ასე­თი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა ქვე­ყა­ნას აზა­რა­ლებს და პო­ლი­ტი­კა­ში გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღეს რე­ა­ლუ­რად ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს ქვე­ყა­ნას, ის იღებს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო, რად­გან ღა­რი­ბაშ­ვილს იმის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, რაც სურს, თუნ­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის მცდა­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­მო­ას­წო­როს.

აი, და­ვუშ­ვათ, პრე­მი­ერს უნდა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­მოც­ვლა, სა­დაც ბევ­რი უმაქ­ნი­სი ზის, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი რომ და­ი­თხო­ვოს, მა­შინ გან­ცხა­დე­ბა თვი­თო­ნაც უნდა და­წე­როს და მთლი­ა­ნად კა­ბი­ნე­ტის დაშ­ლა და თა­ვი­დან აწყო­ბა უნდა მოხ­დეს, ამის­თვის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ლუ­ცი­აა სა­ჭი­რო, მაგ­რამ სა­დაა გა­რან­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ე­რის პოსტზე მას წა­რად­გენს.

ამი­ტომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს ხელს ვერ ახ­ლებს, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად შე­საც­ვლე­ლია. ახლა მი­დის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ უსუ­ფაშ­ვილ­მა რამე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ტა­ნოს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნა პარ­ლა­მენ­ტის მიერ მოხ­დეს.

- ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა პროგ­რე­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ევ­რო­პის­თვის კუ­დის ქი­ცი­ნია. გა­სა­გე­ბია, ეს რა­ტომ ხდე­ბა, დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­მო­ვა, მაგ­რამ მრეწ­ვე­ლო­ბის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის ეს მთავ­რო­ბა უნი­ა­თოა, გნე­ბავთ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის, გნე­ბავთ, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის­თვის.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც" იგი­ვე სჭირ­და, ამი­ტო­მაც ერ­ჩივ­ნა უცხო­ე­თი­დან გრან­ტე­ბის მი­ღე­ბა, დიდი შე­მო­სავ­ლე­ბი და ამით ცხოვ­რობ­და, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას აწყობ­და, თა­ვის­თავს და ახ­ლობ­ლებს კარ­გად ამ­ყო­ფებ­და და გვაძ­ლევ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც იც­ვლე­ბო­და, თუმ­ცა ფუნ­და­მენ­ტუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით ეს ხდე­ბა ახ­ლაც.

ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­დე­ბა, უკვე ასო­ცი­რე­ბა­ზეც ვა­წერთ ხელს და ამას მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­მა თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო, რომ გა­ნა­ვი­თა­როს დარ­გე­ბი.

ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა რე­გი­ონს ცალ­კე მერი ეყო­ლე­ბა. რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დგე რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა რუ­სეთს ან თურ­ქეთს და დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ არ ატე­ხავს ისეთ პა­ნი­კას, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნა­შია, უცებ გა­მო­ვა ხალ­ხი და იტყვის, რომ ჩვენ არ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლო და გვინ­და თურ­ქე­თი ან რუ­სე­თი, სა­ქარ­თვე­ლო კი ამ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­წყობს, მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში სე­პა­რა­ტიზ­მის ელე­მენ­ტე­ბია.

რა თქმა უნდა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვლე­ოს­თვის კარ­გია, მაგ­რამ ეს 25 წლის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს, როცა ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად ფეხ­ზე დად­გე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კი გა­მოს­წორ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 77 ერი ცხოვ­რობს. ყვე­ლა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­შია, რად­გან ერია ასე­თი, კე­თილ­შო­ბი­ლი და პუ­რა­დი. მი­თუ­მე­ტეს 25 წლი­ა­ნი ომე­ბის, კონ­ფლიქ­ტე­ბის და მი­ტინ­გე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა გამ­ხნე­ვე­ბა და ისე­თი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერს გა­მო­აღ­ვი­ძებს და წელ­ში გა­მარ­თავს. ახლა ერა­ყე­ლი იქ­ნე­ბა თუ თურ­ქი, სა­კუ­თა­რი თა­ვის და­სა­ცა­ვად ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონს მო­იხ­მარს. ქარ­თვე­ლი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც ნა­ხევ­რად სტუმ­რად გრძნობს თავს და ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ურ­თულ­დე­ბა აქ ცხოვ­რე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10% სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის 20% კი საქ­სუ­ა­ლურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და ასეთ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საა, სწო­რედ ამ 20%-ზე მი­დის ბრძო­ლა და ეს ეკ­ლე­სი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის. ამ ხალ­ხზე შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დო ნორ­მა­ლუ­რი აღ­ზრდით და არ გა­და­ვიდ­ნენ მა­მათ­მავ­ლო­ბის ზო­ნა­ში, მაგ­რამ თუ მოხ­და ამის დიდი პრო­პა­გან­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­იხ­რე­ბი­ან მათ­კენ.

უფა­ლი არას­დროს ცდე­ბა, რად­გან მო­ვი­და მა­მა­კა­ცად, ესე იგი მას სე­რი­ო­ზუ­ლი მი­სია აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ რად­გან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვა აქვს, მას სჭირ­დე­ბა არა ხელ­შე­წყო­ბა, რომ გა­და­ვი­დეს ქა­ლის ზო­ნა­ში, რაც მას არ უწე­რია, არა­მედ პი­რი­ქით, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ნორ­მა­ში მო­იყ­ვა­ნოს და შეძ­ლოს მა­მა­კა­ცის ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა.

ვი­ღა­ცას მა­სო­ნურ ჯგუ­ფებ­ში ეტყო­ბა, არ აწყობს ეს, რად­გან ამით უფრო ად­ვი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­რე­ვა და მა­სო­ნუ­რი ჯგუ­ფე­ბის გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს მო­დის ევ­რო­პი­დან და, სამ­წუ­ხა­როდ, შე­მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თქვენ და­ი­ნა­ხეთ, რომ გა­მო­ვი­და ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კნა­ო­ნის მი­ღე­ბის გამო ჩვე­ნი მთავ­რო­ბა შე­ა­ქო.

ეს დე­მოკ­რა­ტია კი არა, ვი­ღა­ცის ცუდი თა­მა­შია, რო­მე­ლიც ზნე­ობ­რივ ფაქ­ტორს სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ცემს, ცოტა ხან­ში ვნა­ხავთ, რა ზნე­ობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­იზ­რდე­ბა, სა­დაც ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას მის­ცე­მენ სა­კუ­თარ თავს, მი­თუ­მე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ხალ­ხის­გან შედ­გე­ბა, ჩვენ სამ­ხრე­თე­ლე­ბი ვართ და ცოტა ხან­ში ვნა­ხავთ, რომ აქ აღ­ვი­რახ­სნი­ლი ცხე­ნის ეფექ­ტი ექ­ნე­ბა ამას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­იხ­ლი­ჩე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის. მთავ­რო­ბა იმის გამო, რომ მას ევ­რო­პი­დან შე­მო­სა­ვა­ლი აწყობს, თა­ნახ­მაა, რომ ქვე­ყა­ნა გა­იხ­ლი­ჩოს და გაგ­რძელ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, რა­საც შემ­დეგ და­ჭე­რე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ამ კა­ნო­ნით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ეს კა­ნო­ნი ვერ მი­ი­ღო, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ ეს გა­ბე­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ ადა­მი­ა­ნებს ბიზ­ნე­სე­ბის ფონ­ზე იჭერ­და, ახლა მათ ამ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის ფონ­ზე და­ი­ჭე­რენ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ისევ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დათ­რგუნ­ვა მოხ­დე­ბა, ეს ევ­რო­პის კუ­დის ქი­ცი­ნია, რი­თაც შორს ვერ წა­ვალთ.

მო­მა­ვა­ლი აზი­ი­საა, არ­ნა­ხუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა ჩი­ნე­თი, ია­პო­ნია, ინ­დო­ე­თი და ა.შ. უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დი მა­გა­თია რუ­სეთ­თან ერ­თად, ამე­რი­კა თან­და­თან და­სუს­ტე­ბას და­ი­წყებს, მო­მა­ვა­ლი აქე­თაა, ჩვენ კი­დევ სულ სხვა მხა­რეს ვი­ხე­დე­ბით. შე­ხე­დეთ, მამა-შვი­ლი ალი­ე­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რო­გორ გან­ვი­თარ­და, ჯერ შე­ხე­დეთ ხელ­ფა­სებს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, კუდს არც ევ­რო­პას უქი­ცი­ნე­ბენ და არც აზი­ას, თა­ვი­სი გზით მი­დი­ან და ყვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

- იმ ფონ­ზე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- რუ­სეთ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს. რო­გორ ფიქ­რობთ, რუ­სეთ­მა რა­ტომ არ წა­ი­ღო აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, ყი­რი­მი ერთ კვი­რა­ში გა­ი­ფორ­მა და აქ ამის გა­კე­თე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და?! მი­თუ­მე­ტეს რე­ფე­რენ­დუ­მი ორი­ვე­გან ჩა­ა­ტა­რა და ორი­ვე თა­ნახ­მა იყო რუ­სეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის. რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას ელო­დე­ბა, მათი მი­ერ­თე­ბა მის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის.

მე, რო­გორც ას­ტრო­ლო­გი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 2014 წლი­დან სამ­ყა­რო სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის შანსს აძ­ლევს. აქამ­დე ეს შან­სი არ იყო - ამ შანსს რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ­ჩე­ვან­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვართ. მე იმე­დი მაქვს, რომ უკე­თე­სო­ბის ტენ­დენ­ცია არ­სე­ბობს.

რუ­სე­თი ახლა უსა­მარ­თლო­ბის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, არის ასე­თი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზონა, ეს მათ კრემ­ლის ას­ტრო­ლოგ­მა ლე­ვინ­მა გა­უ­კე­თა. ამი­ტომ რა­საც აკე­თებს, ყვე­ლა­ფე­რი გას­დის, რაც 2016 წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მას მერე რუ­სებს და­ნა­კარ­გი ბევ­რი ექ­ნე­ბათ და და­ი­წყე­ბენ კი­თხვე­ბის დას­მას.

სა­ქარ­თვე­ლო ამის­თვის მზად უნდა იყოს და თან­და­თან სი­ტუ­ა­ცია უნდა შე­ამ­ზა­დოს. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი ჯარი არ იქ­ნე­ბა. ევ­რო­საბ­ჭოს­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცია კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი რუ­სეთს ისე არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, რო­გორც ნა­ტოს და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის ყოფ­ნა მის გვერ­დით სა­ხელ­მწი­ფო­ში.

ამ­ბო­ბენ, ნატო ჩვენ დაგ­ვი­ცავ­სო, მაგ­რამ სა­ბერ­ძნე­თი და თურ­ქე­თი ორი­ვე ნა­ტოს ქვე­ყა­ნა იყო, როცა კვიპ­როს­ში ისე­თი ომი გა­ა­ჩა­ღეს, რომ კა­ციშ­ვილ­მა ხმა ვერ ამო­ი­ღო. რუსი მონ­სტრის წი­ნა­აღ­მდეგ ვერც ნატო და ვერც ამე­რი­კა ვე­რა­ფერს გა­ა­წყობს და ეს ჩვენ უკვე ვნა­ხეთ. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა 2016 წლამ­დე დათ­ბეს.

ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს და კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი რო­გორც ევ­რო­კაშ­ვირ­თან, ასე­ვე რუ­სეთ­თან. სამ­ხედ­რო კუ­თხით კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ესაა სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მი­უ­რი მი­სია, მა­შინ ის იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი.

მე დიდი ხნის წინ ვამ­ბობ­დი, რომ მო­მა­ვა­ლია ჩი­ნე­თი და ინ­დო­ე­თი. კო­რე­ას და ია­პო­ნი­ას არ­ნა­ხუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა აქვთ, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ არ გვაქვს, ამი­ტომ, აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­თან უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან აქე­დან დიდი პერ­სპექ­ტი­ვა მოვა. ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა დათ­ბეს ბრა­ზი­ლი­ას­თან, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს 25 წე­ლი­წად­ში სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა.

ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძეს მე პრე­სი­დან ვუ­კი­ჟი­ნებ­დი, რომ მსოფ­ლი­ოს სამ­ხედ­რო გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია იყო. კა­ცობ­რი­ო­ბა გა­და­ვი­და მერ­წყუ­ლის დიდ ეპო­ქა­ში, რო­მე­ლიც გას­ტანს 2016 წელს. მერ­წყუ­ლი არის ჰა­ე­რის სტი­ქია, ამი­ტომ ის პირ­და­პირ მიგ­ვა­ნიშ­ნებს ამა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ომე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ჰა­ე­რო იქ­ნე­ბა და მო­ი­გებს ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ძლი­ე­რი სა­ჰა­ე­რო ავი­ა­ცია ექ­ნე­ბა.

ამე­რი­კა ამის კარ­გი დას­ტუ­რია, გნე­ბავთ, ავ­ღა­ნე­თი ავი­ღოთ, ან ერა­ყი. ჯერ მოხ­და და­ბომბვა და შემ­დეგ შე­ვი­და ჯარი, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მდგე­ო­ბა ვე­რა­ვინ გა­უ­წია. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში სად იყო ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცია, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია ბომ­ბავ­და და პა­ნი­კას ეს იწ­ვევ­და, რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ ქარ­თუ­ლი ჯარი გა­ა­ნად­გუ­რა და შემ­დეგ შე­მო­ვი­და რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი. რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა ქვე­ი­თი ჯარი, ტან­კე­ბი, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­ინც ავი­ა­ცი­ას აქვს.

- წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი რას მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს?

- ქვე­ყა­ნას ივ­ნი­სი­დან სე­რი­ო­ზულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე გა­დას­ვლას ვურ­ჩევ­დი. ამის­თვის ივ­ნი­სი და ივ­ლი­სი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია, აგ­ვის­ტო­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ისე­თი ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ეს პე­რი­ო­დი არ უნდა და­კარ­გონ. და­ნარ­ჩე­ნი თვე­ე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქვე­ყა­ნა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ამ დროს მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა, ეს და­დე­ბი­თად შე­ე­ტყო­ბა ევ­რო­პას და ამე­რი­კას, გა­იზ­რდე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ეს უფრო მო­მა­ვალ წელს გა­მოჩ­ნდე­ბა.

რთუ­ლი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბრის თვე, მზის და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დროს ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც აპ­რილ­სა და მა­ის­ში გროვ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ნო­ემ­ბერ­ში კი­დევ ერთხელ იფეთ­ქოს. მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეს იყო წლის და­სა­წყის­ში.

2015 წლი­დან ნელ-ნელა და­იძ­რე­ბა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად ქვე­ყა­ნა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, თან­და­თან ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­ი­წყებს.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"

მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"

"2014 წლიდან სამყარო საქართველოს განვითარების შანსს აძლევს. აქამდე ეს შანსი არ იყო - ამ შანსს როგორ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ქვეყანა არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალია.

"რუსი მონსტრის წინააღმდეგ ვერც ნატო და ვერც ამერიკა ვერაფერს გააწყობს და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობა 2016 წლამდე დათბეს," - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა და დასძინა, რომ 2014 წლიდან საქართველო განვითარების გზაზე დადგება.

- როგორ ფიქრობთ, თვითმმართვლეობის არჩევნებში ვის რა შანსი აქვს და როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას?

- ძირითადი ჩარხი, რომელიც ამ ყველაფერს წყვეტს, ფაქტობრივად, სამთავრობო სტრუქტურების ხელშია. ამიტომ პოზიციებს "ქართული ოცნების" კანდიდატები დაიკავებენ. ოპოზიცია ტყუილად არ ჩივის, მათ გამარჯვების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ითვლება, რომ დღეს მეორე მთავარი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა" და ამიტომ მესამე ძალასთან შედარებით მას დიდი რეიტინგი აქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გადანაწილებულია.

ძალთა განლაგება მე არ მომწონს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია მესამე ძალა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა და საბოლოოდ საქართველოს ფეხზე დააყენებს, თუმცა მე არ ვამბობ, რომ არსებული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მას თავისი უმძიმესი ფუნქცია აქვს. ის უნდა გაერკვეს "ნაციონალური მოძრაობის" ეშმაკობებში, თუმცა ამ პარტიაში ძალიან ბევრია "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული პირი და ძალიან რთულია ასეთი ხალხის გაწირვა, თუნდაც დანაშაულისთვის, ამიტომ რაღაცაზე თვალი აუცილებლად დაიხუჭება.

თვითონ "ქართულ ოცნებაშიც" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უთანხმოებას. ამიტომ რასაკვირველია, ეს მთავრობა მეტ სირთულეებს გადააწყდება, მაგრამ "ნაცმოძრაობის" შემდეგ გამწმენდ ფუნქციას მაინც შეასრულებს, მიუხედავად ამისა, აღორძინების პროცესი უფრო მესამე ძალის ფუნქცია იქნება, რომელიც ძალას თანდათან მოიკრებს.

მესამე ძალა შეიძლება იყოს ალიანსი ბურჯანაძე, ან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ არ ჩანს, ეს იქნება ახალგაზრდა ადამიანების ახალი ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა მომაგრდება და საქართველოს მწვერვალზე აიყვანს. შეიძლება ბურჯანაძის ძალამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს.

როცა ორი ძალა ნაწილობრივ მაინც შეხმატკილებულია, იმ ქვეყანას წინ წასვლა ძალიან გაუჭირდება, ამიტომ მესამე ძალაა საჭირო, რომ ერთიც შეაფუცხუნოს და მეორცე და სწრაფი მოქმედებები გამოიწვიოს. ეს მესამე ძალა შეხმატკბილებული თუ იქნება ეკლესიასთან, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოში ხმამაღალია, კიდევ უკეთესი იქნება, რადგან მას პოლიტიკურ სარბიელზე ეკლესიის მხრიდან ძლიერი პარტნიორი ეყოლება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას იღბალი აქვს, მაგრამ საკმაოდ ცუდი პოლიტიკოსია, მე მგონია, ყველაზე კარგად მან იგრძნო ეს და პოლიტიკურ სარბიელს დროზე მოშორდა. მის პირად რუკაში პოლიტიკა საერთოდ არ წერია, მეტიც, პოლიტიკა მისთვის დამანგრეველია და ეს თვითონაც კარგად იცის.

კაცმა, რომელმაც ურთიერთდაპირისპირებული კადრები პოლიტიკაში მოიყვანა, ამაზე ან არ იფიქრა, ან არ იყო შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება. ის გვარწმუნებდა, რომ საქართველოს გიორგი მარგველაშვილზე კარგი პრეზიდენტი არ ეყოლებოდა და თურმე ცუდი ბიჭი აღმოჩნდა.

ახლა კიდევ ნარმანიაა კარგი ბიჭი, მაგრამ ივანიშვილმა ერთი წლის მერე რომ თქვას, მე კარგი ბიჭი მეგონა და ახლა რაღაცა არ მომწონსო, მერე რა ვქნათ, უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყანას რით ვუშველოთ?! ასეთი შეცდომის დაშვება ქვეყანას აზარალებს და პოლიტიკაში გაუმართლებელია.

მიუხედავად ამისა, დღეს რეალურად ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ის იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მან პრემიერ-მინისტრი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ღარიბაშვილს იმის გაკეთების უფლება არ აქვს, რაც სურს, თუნდაც ივანიშვილის მცდარი ნაბიჯები გამოასწოროს.

აი, დავუშვათ, პრემიერს უნდა მინისტრთა კაბინეტის გამოცვლა, სადაც ბევრი უმაქნისი ზის, ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი რომ დაითხოვოს, მაშინ განცხადება თვითონაც უნდა დაწეროს და მთლიანად კაბინეტის დაშლა და თავიდან აწყობა უნდა მოხდეს, ამისთვის პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი რეზოლუციაა საჭირო, მაგრამ სადაა გარანტია, რომ პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მას წარადგენს.

ამიტომ ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს ხელს ვერ ახლებს, თუმცა ნამდვილად შესაცვლელია. ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ უსუფაშვილმა რამე ცვლილებები შემოიტანოს, რომ პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პარლამენტის მიერ მოხდეს.

- ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით?

- ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ევროპისთვის კუდის ქიცინია. გასაგებია, ეს რატომ ხდება, დიდი ინვესტიციები შემოვა, მაგრამ მრეწველობის აღორძინებისთვის ეს მთავრობა უნიათოა, გნებავთ, სოფლის მეურნეობისთვის, გნებავთ, სოციალური საკითხებისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობასაც" იგივე სჭირდა, ამიტომაც ერჩივნა უცხოეთიდან გრანტების მიღება, დიდი შემოსავლები და ამით ცხოვრობდა, ინფრასტრუქტურას აწყობდა, თავისთავს და ახლობლებს კარგად ამყოფებდა და გვაძლევდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში რაღაც იცვლებოდა, თუმცა ფუნდამენტურად არაფერი კეთდებოდა. დაახლოებით ეს ხდება ახლაც.

ევროკავშირთან საქართველოს გაერთიანება მოხდება, უკვე ასოცირებაზეც ვაწერთ ხელს და ამას მივესალმები, რადგან ევროკავშირმა თვითონ შეიძლება აიძულოს საქართველო, რომ განავითაროს დარგები.

ჩემთვის მიუღებელია თვითმმართველობასთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა რეგიონს ცალკე მერი ეყოლება. რა გარანტია გვაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდგე რეგიონის ხელმძღვანელი არ მოელაპარაკება რუსეთს ან თურქეთს და დიდი ფულის სანაცვლოდ არ ატეხავს ისეთ პანიკას, როგორიც უკრაინაშია, უცებ გამოვა ხალხი და იტყვის, რომ ჩვენ არ გვინდა საქართველო და გვინდა თურქეთი ან რუსეთი, საქართველო კი ამ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობს, მითუმეტეს, რომ სამეგრელოში სეპარატიზმის ელემენტებია.

რა თქმა უნდა, დემოკრატიული კანონების მიღება საქართვლეოსთვის კარგია, მაგრამ ეს 25 წლის შემდეგ უნდა მოხდეს, როცა ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დადგება, სოციალურად და ფსიქოლოგიურად კი გამოსწორდება.

საქართველოში 77 ერი ცხოვრობს. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოშია, რადგან ერია ასეთი, კეთილშობილი და პურადი. მითუმეტეს 25 წლიანი ომების, კონფლიქტების და მიტინგების შედეგად საქართველო ძალიან მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ახლა ჩვენ გვჭირდება გამხნევება და ისეთი კანონები, რომლებიც ერს გამოაღვიძებს და წელში გამართავს. ახლა ერაყელი იქნება თუ თურქი, საკუთარი თავის დასაცავად ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოიხმარს. ქართველი კი საქართველოში ისედაც ნახევრად სტუმრად გრძნობს თავს და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდება აქ ცხოვრება.

საზოგადოების დაახლოებით 10% სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, საზოგადოების 20% კი საქსუალურ უმრავლესობასა და ასეთ ადამიანებს შორისაა, სწორედ ამ 20%-ზე მიდის ბრძოლა და ეს ეკლესიამ ძალიან კარგად იცის. ამ ხალხზე შეიძლება იმოქმედო ნორმალური აღზრდით და არ გადავიდნენ მამათმავლობის ზონაში, მაგრამ თუ მოხდა ამის დიდი პროპაგანდა, ძალიან მარტივად გადაიხრებიან მათკენ.

უფალი არასდროს ცდება, რადგან მოვიდა მამაკაცად, ესე იგი მას სერიოზული მისია აქვს შესასრულებელი, მაგრამ რადგან ჰორმონალური დარღვევა აქვს, მას სჭირდება არა ხელშეწყობა, რომ გადავიდეს ქალის ზონაში, რაც მას არ უწერია, არამედ პირიქით, დახმარება სჭირდება, რომ ჰორმონალური ცვლილებები ნორმაში მოიყვანოს და შეძლოს მამაკაცის ფუნქციის შესრულება.

ვიღაცას მასონურ ჯგუფებში ეტყობა, არ აწყობს ეს, რადგან ამით უფრო ადვილია საზოგადოების აღრევა და მასონური ჯგუფების გარკვეული გეგმების შესრულება. ეს მოდის ევროპიდან და, სამწუხაროდ, შემოაღწია საქართველოში, თქვენ დაინახეთ, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელმძღვანელი და ანტიდისკრიმინაციული კნაონის მიღების გამო ჩვენი მთავრობა შეაქო.

ეს დემოკრატია კი არა, ვიღაცის ცუდი თამაშია, რომელიც ზნეობრივ ფაქტორს საქართველოში დასცემს, ცოტა ხანში ვნახავთ, რა ზნეობრივი საზოგადოება გაიზრდება, სადაც ყველაფრის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, მითუმეტეს საქართველო ტემპერამენტიანი ხალხისგან შედგება, ჩვენ სამხრეთელები ვართ და ცოტა ხანში ვნახავთ, რომ აქ აღვირახსნილი ცხენის ეფექტი ექნება ამას.

საზოგადოება სერიოზულად გაიხლიჩება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. მთავრობა იმის გამო, რომ მას ევროპიდან შემოსავალი აწყობს, თანახმაა, რომ ქვეყანა გაიხლიჩოს და გაგრძელდეს დაპირისპირებები, რასაც შემდეგ დაჭერები მოჰყვება. ამ კანონით მთელი საქართველო ციხეში აღმოჩნდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს კანონი ვერ მიიღო, მაგრამ ამჟამინდელმა მთავრობამ ეს გაბედა. სააკაშვილი თუ ადამიანებს ბიზნესების ფონზე იჭერდა, ახლა მათ ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე დაიჭერენ. ქართველი ხალხის ისევ ფსიქოლოგიური დათრგუნვა მოხდება, ეს ევროპის კუდის ქიცინია, რითაც შორს ვერ წავალთ.

მომავალი აზიისაა, არნახულად განვითარდება ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ა.შ. უახლოესი პერიოდი მაგათია რუსეთთან ერთად, ამერიკა თანდათან დასუსტებას დაიწყებს, მომავალი აქეთაა, ჩვენ კიდევ სულ სხვა მხარეს ვიხედებით. შეხედეთ, მამა-შვილი ალიევების მეშვეობით აზერბაიჯანი როგორ განვითარდა, ჯერ შეხედეთ ხელფასებს, ინფრასტრუქტურას, კუდს არც ევროპას უქიცინებენ და არც აზიას, თავისი გზით მიდიან და ყველას პატივისცემას იმსახურებენ.

- იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა?

- რუსეთთან რაც შეიძლება მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რატომ არ წაიღო აფხაზეთი და სამაჩაბლო, ყირიმი ერთ კვირაში გაიფორმა და აქ ამის გაკეთება გაუჭირდებოდა?! მითუმეტეს რეფერენდუმი ორივეგან ჩაატარა და ორივე თანახმა იყო რუსეთთან გაერთიანების. რუსეთი საქართველოს პოზიციას ელოდება, მათი მიერთება მის ინტერესში არ შედის.

მე, როგორც ასტროლოგი, შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლიდან სამყარო საქართველოს განვითარების შანსს აძლევს. აქამდე ეს შანსი არ იყო - ამ შანსს როგორ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვართ. მე იმედი მაქვს, რომ უკეთესობის ტენდენცია არსებობს.

რუსეთი ახლა უსამართლობის ზონაში იმყოფება, არის ასეთი ენერგეტიკული ზონა, ეს მათ კრემლის ასტროლოგმა ლევინმა გაუკეთა. ამიტომ რასაც აკეთებს, ყველაფერი გასდის, რაც 2016 წლამდე გაგრძელდება. მას მერე რუსებს დანაკარგი ბევრი ექნებათ და დაიწყებენ კითხვების დასმას.

საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს და თანდათან სიტუაცია უნდა შეამზადოს. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შანსი არსებობს, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა საქართველოში უცხოური ჯარი არ იქნება. ევროსაბჭოსთან, ევროკავშირთან ინტეგრაცია კიდევ შეიძლება, რადგან კულტურული და ეკონომიკური კავშირები რუსეთს ისე არ გააღიზიანებს, როგორც ნატოს და შეიარაღებული ჯარების ყოფნა მის გვერდით სახელმწიფოში.

ამბობენ, ნატო ჩვენ დაგვიცავსო, მაგრამ საბერძნეთი და თურქეთი ორივე ნატოს ქვეყანა იყო, როცა კვიპროსში ისეთი ომი გააჩაღეს, რომ კაციშვილმა ხმა ვერ ამოიღო. რუსი მონსტრის წინააღმდეგ ვერც ნატო და ვერც ამერიკა ვერაფერს გააწყობს და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობა 2016 წლამდე დათბეს.

ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს და კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით ინტეგრირებული როგორც ევროკაშვირთან, ასევე რუსეთთან. სამხედრო კუთხით კი აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ესაა საქართველოს კოსმიური მისია, მაშინ ის იქნება ყველა ქვეყანასთან შეხმატკბილებული.

მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ მომავალია ჩინეთი და ინდოეთი. კორეას და იაპონიას არნახული განვითარება აქვთ, რომლებთანაც ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, აღმოსავლეთ რეგიონებთან უნდა გააქტიურდეს ურთიერთობა, რადგან აქედან დიდი პერსპექტივა მოვა. ასევე ურთიერთობა უნდა დათბეს ბრაზილიასთან, რომელიც უახლოეს 25 წელიწადში სამხრეთ ამერიკაში წამყვანი ქვეყანა იქნება.

ჯერ კიდევ შევარდნაძეს მე პრესიდან ვუკიჟინებდი, რომ მსოფლიოს სამხედრო განვითარების მთავარი სტრატეგია სამხედრო ავიაცია იყო. კაცობრიობა გადავიდა მერწყულის დიდ ეპოქაში, რომელიც გასტანს 2016 წელს. მერწყული არის ჰაერის სტიქია, ამიტომ ის პირდაპირ მიგვანიშნებს ამაზე. შესაბამისად, ომები ძირითადად საჰაერო იქნება და მოიგებს ის ქვეყანა, რომელსაც ძლიერი საჰაერო ავიაცია ექნება.

ამერიკა ამის კარგი დასტურია, გნებავთ, ავღანეთი ავიღოთ, ან ერაყი. ჯერ მოხდა დაბომბვა და შემდეგ შევიდა ჯარი, რომელსაც წინააღმდგეობა ვერავინ გაუწია. 2008 წლის აგვისტოს ომში სად იყო ქართული ავიაცია, რუსული ავიაცია ბომბავდა და პანიკას ეს იწვევდა, რუსულმა ავიაციამ ქართული ჯარი გაანადგურა და შემდეგ შემოვიდა რუსული ტანკები. რა თქმა უნდა, საჭიროა ქვეითი ჯარი, ტანკები, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ავიაციას აქვს.

- წლის მეორე ნახევარი რას მოუტანს საქართველოს?

- ქვეყანას ივნისიდან სერიოზულ მოლაპარაკებებზე გადასვლას ვურჩევდი. ამისთვის ივნისი და ივლისი საუკეთესო პერიოდია, აგვისტოდან მოლაპარაკებები ისეთი ეფექტური არ იქნება, ამიტომ ეს პერიოდი არ უნდა დაკარგონ. დანარჩენი თვეები კარგი იქნება.

საერთო ჯამში წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები იქნება. ამ დროს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ძალიან სერიოზულად შემცირდება, ეს დადებითად შეეტყობა ევროპას და ამერიკას, გაიზრდება ინვესტიციების საშუალება საქართველოში, თუმცა ეს უფრო მომავალ წელს გამოჩნდება.

რთული იქნება ნოემბრის თვე, მზის და მთვარის დაბნელებების დროს ის უკმაყოფილება, რომელიც აპრილსა და მაისში გროვდება, შეიძლება ნოემბერში კიდევ ერთხელ იფეთქოს. მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში.

2015 წლიდან ნელ-ნელა დაიძრება ქართული ეკონომიკა, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად ქვეყანაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნება. თუმცა, თანდათან ეს ყველაფერი გაუმჯობესებას დაიწყებს.

სალომე აბულაძე

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია