სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა
რა გახდა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 17 მა­ისს, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნი­ლი სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, ისე, რო­გორც მთა მყინ­ვარწვე­რის მყინ­ვა­რულ კვან­ძში ად­რე­ულ პე­რი­ო­დებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფე­ბის წარ­მოქ­მნა, დღემ­დე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებ­თან. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2014 წლის 17 მა­ისს დი­ლის 9 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის თერ­გი­სა და ამა­ლი-დევ­დო­რა­კის შე­ერ­თე­ბის უბან­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მას­შტა­ბის ღვარ­ცო­ფის გავ­ლას.

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში გვე­ლე­თი-ცდოს მო­ნაკ­ვეთ­ზე მდ.მდ. თერ­გი­სა და ამა­ლი-დევ­დო­რა­კის შე­ერ­თე­ბის უბან­ზე თერ­გის ხე­ო­ბა წარ­მოდ­გენს ვიწ­რო კა­ნი­ონს. მწვერ­ვალ მყინ­ვარწვე­რის (5033მ) ჩრდი­ლო - ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლუ­რი ექ­სპო­ზი­ცი­ის ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე, მთის წვე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტ­რის და­შო­რე­ბით, 4602 მეტრ აბ­სო­ლუ­ტურ სი­მაღ­ლე­ზე, 2014 წლის 17 მა­ისს დი­ლის სა­ა­თებ­ში წარ­მო­იშ­ვა გრან­დი­ო­ზუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის კლდეზ­ვა­ვი მყინ­ვა­რულ-თოვ­ლი­ან მა­სას­თან ერ­თად. ჩა­მოზ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­სის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ტრან­ზი­ტის ზო­ნა­ში მდ. თერგთან შე­ერ­თე­ბამ­დე და­ე­მა­ტა აქ არ­სე­ბუ­ლი მო­რე­ნუ­ლი (მყინ­ვა­რუ­ლი) და გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი გე­ნე­ზი­სის მა­სა­ლა, სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ შე­ად­გენს 5.0 მლნ.მ3. ჩა­მოზ­ვა­ვე­ბუ­ლი გრა­ვი­ტა­ცი­ულ-მყინ­ვა­რუ­ლი მა­სა­ლა გა­ნა­წილ­და 3 ნა­კა­დად, რო­მელ­თა­გან მარ­ცხე­ნამ დი­ნა­მი­კურ ზო­ნა­ში მო­იქ­ცია (წა­ი­ტა­ცა) დევ­დო­რა­კის მყინ­ვა­რის ენა. პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­და უხვი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქის (წვი­მა) ფონ­ზე, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის როლი ითა­მა­შა მა­სის დი­ნა­მი­კა­ში მო­საყ­ვა­ნად. ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის თან­ხვედ­რის გა­რე­შე, მყა­რი მასა ამ მო­ცუ­ლო­ბით (სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ 1.5 მლნ.მ3) მდი­ნა­რე თერ­გამ­დე ვერ მი­აღ­წევ­და. მდ. თერ­გის ხე­ო­ბა­ში გრა­ვი­ტა­ცი­ულ-ღვარ­ცო­ფულ­მა ნა­კად­მა გა­და­კე­ტა თერ­გის კა­ლა­პო­ტი და შე­ა­გუ­ბა მდი­ნა­რე 15-20 მეტ­რის სიღ­რმე­ზე.

ზო­გა­დად მთა მყინ­ვარწვე­რის ეს კვან­ძი გა­მო­ირ­ჩე­ვა გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფე­ბის პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, რო­მელ­თა დი­ნა­მი­კა რო­გორც წესი გე­ო­ლო­გი­ურ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას ძი­რი­თა­დად არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­ერ­თო ფონ­ზე გლა­ცი­ა­ლუ­რი ტი­პის ღვარ­ცო­ფე­ბის აქ­ტი­ვი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. მდ. დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში ღვარ­ცო­ფის გავ­ლას ბო­ლოს ად­გი­ლი ჰქონ­და 2007 წლის აგ­ვის­ტო­ში. უფრო ადრე, 2003 წელს მთა მყინ­ვარწვე­რის მყინ­ვა­რულ კვან­ძში კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მყინ­ვარ კოლ­კის ენურ ნა­წილ­ში.

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სი­ტუ­ა­ცია კვლავ და­ძა­ბუ­ლია, თუმ­ცა მდ. დევ­დო­რა­კის კა­ლა­პოტ­ში და ღვარ­ცო­ფის კე­რის ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მყა­რი ნა­ტა­ნის ერთჯე­რა­დი ამოქ­მე­დე­ბის და ანა­ლო­გი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბის ნა­კა­დის გა­მო­ტა­ნა თერ­გის ხე­ო­ბა­ში ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ ზო­ნებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მყა­რი მა­სა­ლის უმე­ტე­სო­ბა მოქ­ცე­უ­ლია კა­ლა­პო­ტი­სა და კე­რის იმ უბ­ნებ­ში, ე.წ. ჯი­ბე­ებ­ში, სა­ი­და­ნაც მათ დაძ­ვრას სჭირ­დე­ბა დიდი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რისი პი­რო­ბე­ბიც ამ ეტაპ­ზე და­ბა­ლია. თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტი­ქი­ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში მოქ­მე­დებს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გუ­ლი სა­გუ­შა­გო­ე­ბი, სა­დაც 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გე­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან პრო­ცე­სის დი­ნა­მი­კას. ასე­თი მო­ნი­ტო­რინ­გი გვაძ­ლევს არა მარ­ტო პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო დას­კვნის მომ­სამ­ზა­დებ­ლად.

აქვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მდ. ამა­ლი-დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში ამ­ჟა­მად წარ­მოქ­მნი­ლი სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, ისე რო­გორც მთა მყინ­ვარწვე­რის მყინ­ვა­რულ კვან­ძში ად­რე­ულ პე­რი­ო­დებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფე­ბის წარ­მოქ­მნა, დღემ­დე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებ­თან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა გახდა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა

რა გახდა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა

გარემოს დაცვის სამინისტრო 17 მაისს, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ გეოლოგების დასკვნას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხეობაში წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე, როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან. "ინტერპრესნიუსი" სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2014 წლის 17 მაისს დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას.

დარიალის ხეობაში გველეთი-ცდოს მონაკვეთზე მდ.მდ. თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე თერგის ხეობა წარმოდგენს ვიწრო კანიონს. მწვერვალ მყინვარწვერის (5033მ) ჩრდილო - ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციის ციცაბო ფერდობზე, მთის წვერიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით, 4602 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე, 2014 წლის 17 მაისს დილის საათებში წარმოიშვა გრანდიოზული მოცულობის კლდეზვავი მყინვარულ-თოვლიან მასასთან ერთად. ჩამოზვავებული მასის მოცულობა, რომელსაც ტრანზიტის ზონაში მდ. თერგთან შეერთებამდე დაემატა აქ არსებული მორენული (მყინვარული) და გრავიტაციული გენეზისის მასალა, საორიენტაციოდ შეადგენს 5.0 მლნ.მ3. ჩამოზვავებული გრავიტაციულ-მყინვარული მასალა განაწილდა 3 ნაკადად, რომელთაგან მარცხენამ დინამიკურ ზონაში მოიქცია (წაიტაცა) დევდორაკის მყინვარის ენა. პროცესი განვითარდა უხვი ატმოსფერული ნალექის (წვიმა) ფონზე, რამაც დამატებითი კატალიზატორის როლი ითამაშა მასის დინამიკაში მოსაყვანად. ატმოსფერული ნალექების თანხვედრის გარეშე, მყარი მასა ამ მოცულობით (საორიენტაციოდ 1.5 მლნ.მ3) მდინარე თერგამდე ვერ მიაღწევდა. მდ. თერგის ხეობაში გრავიტაციულ-ღვარცოფულმა ნაკადმა გადაკეტა თერგის კალაპოტი და შეაგუბა მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე.

ზოგადად მთა მყინვარწვერის ეს კვანძი გამოირჩევა გლაციალური ღვარცოფების პერიოდულად აქტიური მოქმედებით, რომელთა დინამიკა როგორც წესი გეოლოგიურ კანონზომიერებას ძირითადად არ ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე გლაციალური ტიპის ღვარცოფების აქტივიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდ. დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გავლას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2007 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 2003 წელს მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთის ფედერაციაში მყინვარ კოლკის ენურ ნაწილში.

დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, თუმცა მდ. დევდორაკის კალაპოტში და ღვარცოფის კერის ზონაში დარჩენილი მყარი ნატანის ერთჯერადი ამოქმედების და ანალოგიური მოცულობის ნაკადის გამოტანა თერგის ხეობაში ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან აღნიშნულ ზონებში დარჩენილი მყარი მასალის უმეტესობა მოქცეულია კალაპოტისა და კერის იმ უბნებში, ე.წ. ჯიბეებში, საიდანაც მათ დაძვრას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რისი პირობებიც ამ ეტაპზე დაბალია. თუმცა სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, სტიქიის გავრცელების არეალში მოქმედებს მუდმივი მონიტორინგული საგუშაგოები, სადაც 24 საათიან რეჟიმში გეოლოგები აკვირდებიან პროცესის დინამიკას. ასეთი მონიტორინგი გვაძლევს არა მარტო პროცესის გააქტიურების შემთხვევაში სწრაფი შეტყობინების საშუალებას, არამედ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საბოლოო დასკვნის მომსამზადებლად.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მდ. ამალი-დევდორაკის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია