ვანო ფიცხელაური ბიზნესმენია, მაგრამ ბავშვობის გატაცება, ფოტოგრაფია, წლების შემდეგ მეორე პროფესიად აქცია. ოცნება აისრულა და დღეს პროფესიონალი ფოტოხელოვანია. იყო დრო, როდესაც ერთ-ერთ კონკურსში პირველი შვიდი საკონკურსო ადგილი მისმა ფოტოებმა მოიგეს, მაგრამ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და სასწავლებლად ამ საქმის კარგ მცოდნეს მიაკითხა.
პეიზაჟები, ბავშვები, პორტრეტები, ჭირისუფალი – ყველა ფოტო განსხვავებულია, მაგრამ ერთი საერთო ხელწერა აქვს, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ სურათებიდან ადამიანები სადაცაა დაგელაპარაკებიან.
- ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიყავი გატაცებული ფოტოგრაფიით. საკუთარი ფოტოაპარატი მქონდა და ჩემთვის ვერთობოდი, როგორც ყველა ბავშვი. ახლა რომ გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყოველთვის მქონდა ფოტოაპარატი.
2008 წელს ერთ-ერთი მობილური კომპანიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. პირველი შვიდი ადგილი ჩემმა ფოტოებმა მოიგო. შემდეგ მითხრეს, ვერ გავითვალისწინეთ, რომ შეიძლებოდა, ყველა ადგილი ერთ ავტორს მოეგოო, მთხოვეს და საბოლოოდ პირველ ადგილს დავჯერდი, მაჩუქეს ფოტოაპარატი. ამის შემდეგ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, არ გეწყინოს, მაგრამ შენს გამარჯვებულ ფოტოს რაღაც აკლიაო და მიზნად დავისახე, რომ მასწავლებელთან მევლო და ჩემი ცოდნა გამეუმჯობესებინა. ელგუჯა შეყილაძესთან მივედი...
იხილეთ გაგრძელება