პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, საყვარელი გოგო გავაუპატიურე..."
"ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, საყვარელი გოგო გავაუპატიურე..."

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბევ­რს სძლევს ხოლ­მე სი­ფი­ცხე და თვა­ლებ­და­ბინ­დუ­ლებს სი­მარ­თლის და­ნახ­ვა არ სურთ. ყვე­ლას ვე­მუ­და­რე­ბი: ნუ იქ­ნე­ბით წინ­და­უ­ხე­დავ­ნი, კარ­გად და­ფიქ­რდით და ჩემ­სა­ვით უგუ­ნუ­რი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გათ...

- ჩემი ცოდ­ვე­ბი უნდა გა­გიმ­ხი­ლოთ, - ხრინ­წი­ა­ნი ხმით მი­თხრა მა­მა­კაც­მა ტე­ლე­ფონ­ში. იქ­ნებ სჯობ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირს და­ლა­პა­რა­კე­ბო­დით-მეთ­ქი, ვურ­ჩიე. მე თვი­თონ ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ერთ-ერთი მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლი ვარო, - მი­თხრა. რე­დაქ­ცი­ა­ში მოს­ვლა არ ისურ­ვა. ბაღ­ში შევ­ხვდი.

- მალე 46 წლის გავ­ხდე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ღვთის სამ­სა­ხურ­ში გა­ვა­ტა­რო. რომ არა ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი და შიში, შე­საძ­ლოა დიდი ხნის წინ მო­მეკ­ლა თავი - ყვე­ლა­ზე მე­ტად რომ მიყ­ვარ­და, იმ გო­გოს და­ვუნ­გრიე ცხოვ­რე­ბა.

ნიტა მო­წა­ფე­ო­ბი­დან მიყ­ვარ­და. არც ის იყო გულ­გრი­ლი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე­რი­დე­ბო­და... უმი­სოდ ვერ ვძლებ­დი. გა­დავ­წყვი­ტე, ცო­ლად შე­მერ­თო. ჯერ მას ვთხო­ვე ხელი, მერე ოჯახ­ში მის­ვლა მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. თავი შორს და­ი­ჭი­რა, - მე და შენ ვერ დავ­ქორ­წინ­დე­ბით, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვარ­თო. გა­მიკ­ვირ­და - ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ერ­თნა­ი­რად ცხოვ­რობ­დნენ. ჩა­ვე­ძიე - სხვა გიყ­ვარს-მეთ­ქი? არაო. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ვერ ვის­ვე­ნებ­დი - უა­რის ნამ­დვილ მი­ზეზს ვე­ძებ­დი. მე­გო­ბარს ვთხო­ვე, - იქ­ნებ ათ­ქმე­ვი­ნო რა­ი­მე-მეთ­ქი. მერე ის მე­გო­ბა­რი კარ­გა ხანს გა­მირ­ბო­და, ბო­ლოს, რო­გორც იქნა, და­ვი­ჭი­რე. ნი­ტას უთ­ქვამს, - მა­გი­სი და უღირ­სია, ბო­ზობ­სო. შინ ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლი და მყავ­და. გა­რეთ მხო­ლოდ პა­ტა­რას გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად გა­დი­ო­და... სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ან გა­ვი­გე, რომ ნიტა არ ტყუ­ო­და... მა­ნამ­დე კი სა­შინ­ლად ვატ­კი­ნე გული საბ­რა­ლო გო­გოს.

ერთ დღეს მთვრალ­მა მან­ქა­ნით მი­ვა­კი­თხე - ჩა­მო­დი, სა­ლა­პა­რა­კო მაქვს-მეთ­ქი. მიხ­ვდა, თუ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, აყალ­მა­ყალს ავ­ტეხ­დი. ჩაჯ­და თუ არა, მან­ქა­ნა დავ­ძა­რი. გი­ჟი­ვით მივ­ქრო­დი, მე­ვედ­რე­ბო­და, და­ვიმ­ტვრე­ვით, ნელა ია­რეო. ნე­ტავ დავმტვრე­უ­ლი­ყა­ვით. სულ ამე­რია თავ­გზა. შენ ჩემს დას ბო­ზო­ბას რო­გორ აბ­რა­ლებ-მეთ­ქი, - ვღ­რი­ა­ლებ­დი. მერე ტყე­ში გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, სა­მა­გი­ე­რო უნდა გა­და­გი­ხა­დო ჩემი დის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის-მეთ­ქი და გა­ვა­უ­პა­ტი­უ­რე. სა­წყა­ლი, ცდი­ლობ­და გამ­ქცე­ო­და...

- ეს ხომ და­ნა­შა­უ­ლია, პა­სუ­ხი არ გა­გე­ბი­ნათ?

- კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­გე­ბა არ უც­დია. როცა გონს მო­ვე­დი, პა­ტი­ე­ბა და ცო­ლო­ბა ვთხო­ვე. ერთი კვი­რა ჩემ­თან მყავ­და, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ცო­ლად შე­ვირ­თე-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­ჩერ­და. წა­ვი­და, გა­იქ­ცა... სა­შინ­ლად მქენ­ჯნი­და სინ­დი­სი. ბევ­რი ვე­ცა­დე, შე­მო­მე­რი­გე­ბი­ნა, მაგ­რამ... მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და. დიდ­ხანს ვე­ძებ­დი. როცა მი­ვაკ­ვლიე, უკვე მო­ნაზვნად აღ­საკ­ვე­ცად ემ­ზა­დე­ბო­და. ან­გე­ლო­ზი­ვით მშვი­დი იყო. მი­წა­ზე დამ­ხო­ბი­ლი ვღ­მუ­ო­დი, - მე და­გინ­გრიე ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი. პი­რი­ქით, და­მეხ­მა­რე, რომ ჩემი გზა მე­პო­ვა, თავს ნუ­ღარ იდა­ნა­შა­უ­ლე­ბო.

- თქვე­ნი დის ამ­ბა­ვი რო­გორ გა­ი­გეთ?

- რა ვი­ცო­დით, რომ ეშ­მა­კი ჰყავ­და ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი. ერთი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი შე­უჩ­ნდა, - სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვი­დეთ სა­მუ­შა­ოდ და ცხოვ­რე­ბას ავი­წყობ­თო. ლი­კა­მაც შე­ა­ტო­ვა ბავ­შვი დე­და­ჩემს და წა­ვი­და. მის გა­მოგ­ზავ­ნილ ფულს ვზო­გავ­დით, რომ ბავ­შვის­თვის სახ­ლი გვე­ყი­და. კარ­გა ბლო­მად კი გზავ­ნი­და. გვჯე­რო­და, რომ წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გამ­და. მისი წას­ვლი­დან 4 წლის შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, გერ­მა­ნი­ა­ში წა­მომ­ყე­ვი, მან­ქა­ნა უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო და გზა­ში შე­მე­ნაც­ვლე­ბი, თან ლი­კას გა­ვუ­ა­როთ სა­ბერ­ძნეთ­შიო. გა­დავ­წყვი­ტეთ, სი­ურპრი­ზი მოგ­ვე­წყო ჩემი დის­თვის. მან კი აქეთ დაგ­ვახ­ვედ­რა "სი­ურპრი­ზი". ჩემი მე­ძა­ვი და რამ­დე­ნი­მე მის­ნა­ირ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სას­ტუმ­რო­ში.…

- ახლა სად არის ლიკა?

- არ ვიცი. ჩვენ­თვის მოკ­ვდა. არც შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ. მისი გო­გო­ნა შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, მშვე­ნი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, მუ­შა­ობს კი­დეც და ვლო­ცუ­ლობ, რომ კარ­გი ბედი შეხ­ვდეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, საყვარელი გოგო გავაუპატიურე..."

"ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, საყვარელი გოგო გავაუპატიურე..."

ახალგაზრდობაში ბევრს სძლევს ხოლმე სიფიცხე და თვალებდაბინდულებს სიმართლის დანახვა არ სურთ. ყველას ვემუდარები: ნუ იქნებით წინდაუხედავნი, კარგად დაფიქრდით და ჩემსავით უგუნური ნაბიჯი არ გადადგათ...

- ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, - ხრინწიანი ხმით მითხრა მამაკაცმა ტელეფონში. იქნებ სჯობდა სასულიერო პირს დალაპარაკებოდით-მეთქი, ვურჩიე. მე თვითონ ვარ სასულიერო პირი, ერთ-ერთი მონასტრის მორჩილი ვარო, - მითხრა. რედაქციაში მოსვლა არ ისურვა. ბაღში შევხვდი.

- მალე 46 წლის გავხდები. გადავწყვიტე, დარჩენილი ცხოვრება ღვთის სამსახურში გავატარო. რომ არა ღვთის სიყვარული და შიში, შესაძლოა დიდი ხნის წინ მომეკლა თავი - ყველაზე მეტად რომ მიყვარდა, იმ გოგოს დავუნგრიე ცხოვრება.

ნიტა მოწაფეობიდან მიყვარდა. არც ის იყო გულგრილი, მაგრამ რატომღაც მერიდებოდა... უმისოდ ვერ ვძლებდი. გადავწყვიტე, ცოლად შემერთო. ჯერ მას ვთხოვე ხელი, მერე ოჯახში მისვლა მქონდა გადაწყვეტილი. თავი შორს დაიჭირა, - მე და შენ ვერ დავქორწინდებით, სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები ვართო. გამიკვირდა - ჩვენი ოჯახები ერთნაირად ცხოვრობდნენ. ჩავეძიე - სხვა გიყვარს-მეთქი? არაო. ძალიან გავბრაზდი. ვერ ვისვენებდი - უარის ნამდვილ მიზეზს ვეძებდი. მეგობარს ვთხოვე, - იქნებ ათქმევინო რაიმე-მეთქი. მერე ის მეგობარი კარგა ხანს გამირბოდა, ბოლოს, როგორც იქნა, დავიჭირე. ნიტას უთქვამს, - მაგისი და უღირსია, ბოზობსო. შინ ქმარს გაცილებული და მყავდა. გარეთ მხოლოდ პატარას გასასეირნებლად გადიოდა... სამწუხაროდ, გვიან გავიგე, რომ ნიტა არ ტყუოდა... მანამდე კი საშინლად ვატკინე გული საბრალო გოგოს.

ერთ დღეს მთვრალმა მანქანით მივაკითხე - ჩამოდი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მიხვდა, თუ შემეწინააღმდეგებოდა, აყალმაყალს ავტეხდი. ჩაჯდა თუ არა, მანქანა დავძარი. გიჟივით მივქროდი, მევედრებოდა, დავიმტვრევით, ნელა იარეო. ნეტავ დავმტვრეულიყავით. სულ ამერია თავგზა. შენ ჩემს დას ბოზობას როგორ აბრალებ-მეთქი, - ვღრიალებდი. მერე ტყეში გავაჩერე მანქანა, სამაგიერო უნდა გადაგიხადო ჩემი დის შეურაცხყოფისთვის-მეთქი და გავაუპატიურე. საწყალი, ცდილობდა გამქცეოდა...

- ეს ხომ დანაშაულია, პასუხი არ გაგებინათ?

- კანონით პასუხისგება არ უცდია. როცა გონს მოვედი, პატიება და ცოლობა ვთხოვე. ერთი კვირა ჩემთან მყავდა, ყველას ვეუბნებოდი, ცოლად შევირთე-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა. წავიდა, გაიქცა... საშინლად მქენჯნიდა სინდისი. ბევრი ვეცადე, შემომერიგებინა, მაგრამ... მონასტერში წავიდა. დიდხანს ვეძებდი. როცა მივაკვლიე, უკვე მონაზვნად აღსაკვეცად ემზადებოდა. ანგელოზივით მშვიდი იყო. მიწაზე დამხობილი ვღმუოდი, - მე დაგინგრიე ცხოვრება-მეთქი. პირიქით, დამეხმარე, რომ ჩემი გზა მეპოვა, თავს ნუღარ იდანაშაულებო.

- თქვენი დის ამბავი როგორ გაიგეთ?

- რა ვიცოდით, რომ ეშმაკი ჰყავდა ჩასახლებული. ერთი თავისი მეგობარი შეუჩნდა, - საბერძნეთში წავიდეთ სამუშაოდ და ცხოვრებას ავიწყობთო. ლიკამაც შეატოვა ბავშვი დედაჩემს და წავიდა. მის გამოგზავნილ ფულს ვზოგავდით, რომ ბავშვისთვის სახლი გვეყიდა. კარგა ბლომად კი გზავნიდა. გვჯეროდა, რომ წელებზე ფეხს იდგამდა. მისი წასვლიდან 4 წლის შემდეგ მეგობარმა მთხოვა, გერმანიაში წამომყევი, მანქანა უნდა ჩამოვიყვანო და გზაში შემენაცვლები, თან ლიკას გავუაროთ საბერძნეთშიო. გადავწყვიტეთ, სიურპრიზი მოგვეწყო ჩემი დისთვის. მან კი აქეთ დაგვახვედრა "სიურპრიზი". ჩემი მეძავი და რამდენიმე მისნაირთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროში.…

- ახლა სად არის ლიკა?

- არ ვიცი. ჩვენთვის მოკვდა. არც შვილთან დაკავშირების უფლებას ვაძლევთ. მისი გოგონა შვილივით გავზარდე, მშვენიერი განათლება მიიღო, მუშაობს კიდეც და ვლოცულობ, რომ კარგი ბედი შეხვდეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია