სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი
ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ გუ­შინ­დელ დღეს "ის­ტო­რი­უ­ლი დღე" უწო­და. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, გუ­შინ უფალ­მა დიდი წყა­ლო­ბა გა­ი­ღო და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ლო­ცა. მი­სი­ვე თქმით, "უფალს უჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს ხელი, რო­გორც ბავ­შვის ხელი".

"ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად ვთხოვთ უფალს "მო­მე­ცი", "მო­მა­ნი­ჭე", მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა მად­ლო­ბის და დი­დე­ბის შე­წირ­ვა. რომ გა­დავ­ხე­დოთ წარ­სულს, დღე­ვან­დელ დღეს და განვჭვრი­ტოთ მო­მა­ვა­ლი, და­ვი­ნა­ხავთ, რომ უფა­ლი მუ­დამ ჩვენ­თან იყო, არის და იქ­ნე­ბა. უფალს უჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს ხელი, რო­გორც ბავ­შვის ხელი და გვა­ტა­რებს ამ უდაბ­ნო­ებ­ში. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ არ გვტო­ვებს. მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა და რა თქმა უნდა, ეს გან­საც­დე­ლი კი­დე­ვაც იქ­ნე­ბა. სა­ნამ ადა­მი­ა­ნი დე­და­მი­წა­ზეა, გან­საც­დე­ლი მუ­დამ არის, მაგ­რამ ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ უფა­ლი არას­დროს და­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო არის წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა. ღვთის­მშო­ბე­ლი არის შუ­ა­მა­ვა­ლი ღვთის წი­ნა­შე. გუ­შინ­დე­ლი დღე არის ის­ტო­რი­უ­ლი დღე. გუ­შინ უფალ­მა მო­ი­ღო დიდი წყა­ლო­ბა და და­ლო­ცა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უცხო­ეთ­ში. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბის­თვის. თქვენ უნდა და­ლო­ცოთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი იმ ლოც­ვით, რო­მე­ლიც გუ­შინ მე წა­ვი­კი­თხე", - მი­მარ­თა მრევლს ილია მე­ო­რემ.

პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა ისიც, რომ რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი, ამით მე­ტია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მეტი მოგ­ვე­კი­თხე­ბა. პატ­რი­არ­ქმა მრევლს მო­უ­წო­და, ყო­ველ დღე წა­ი­კი­თხონ ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვე­ბი.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე მრევლს გა­დას­ცა მე­ფე­ე­ბის, დე­დოფ­ლე­ბი­სა და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთა მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი

ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ დღეს "ისტორიული დღე" უწოდა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა. მისივე თქმით, "უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი".

"ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.

პატრიარქმა ბრძანა ისიც, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი, ამით მეტია პასუხისმგებლობა და მეტი მოგვეკითხება. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ყოველ დღე წაიკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები.

პატრიარქმა ასევე მრევლს გადასცა მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია