პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქია არაფ­რით უკავ­შირ­დე­ბა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ამ თე­მა­ზე იყო გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა წა­მო­ი­წყო. სტი­ქია და­რი­ა­ლის ჰე­სი­დან 20 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მოხ­და და სწო­რედ ჰე­სის გვი­რაბ­მა გა­ა­ტა­რა წყლის ნა­კა­დი, რი­თაც კი­დევ უფრო დიდ კა­ტას­ტრო­ფას ავ­ცდით", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ეს გან­ცხა­დე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც "ხობი 2" ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა.

"ხო­ბი­ჰე­სის" პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კი­სა და ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის უდა­ვოდ დი­დია, - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ში, მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ზე "ხო­ბი­ჰე­სი 2"-ის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენტს ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ნიშ­ნავს მეტ სა­მუ­შაო ად­გილს. ამ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი იქ­ნე­ბა. ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ნიშ­ნავს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ნიშ­ნავს, რომ აშენ­დე­ბა, ასე­ვე ახა­ლი გზა. ეს იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლი. თქვენ ხე­დავთ, რა ბუ­ნე­ბაა აქ. ჩვენ და­ვი­წყებთ აქ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ხო­ბი­ჰე­სი 2"-ს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი "ენერ­გია" აშე­ნებს. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 000 მი­ლი­ო­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირაკლი ღარიბაშვილი - დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია არაფრით უკავშირდება ჰესის მშენებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ამ თემაზე იყო გარკვეული სპეკულაცია, რომელიც გარკვეულმა ჯგუფმა წამოიწყო. სტიქია დარიალის ჰესიდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა და სწორედ ჰესის გვირაბმა გაატარა წყლის ნაკადი, რითაც კიდევ უფრო დიდ კატასტროფას ავცდით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში გააკეთა, სადაც "ხობი 2" ჰესის მშენებლობა იწყება.

"ხობიჰესის" პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ენერგეტიკისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

"აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ამ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიდან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. ეს მშენებლობები ნიშნავს ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ აშენდება, ასევე ახალი გზა. ეს იქნება ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი. თქვენ ხედავთ, რა ბუნებაა აქ. ჩვენ დავიწყებთ აქ ახალი პროექტების მშენებლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ხობიჰესი 2"-ს საინვესტიციო ჯგუფი "ენერგია" აშენებს. პროექტის ღირებულება 150 000 მილიონია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა